ჩილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილეს რესპუბლიკა
República de Chile
ჩილე
ჩილეს
დროშა გერბი
დევიზი: Por la razón o la fuerza
ჰიმნი:  ჩილეს სახელმწიფო ჰიმნი  (ესპანური)
ჩილეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სანტიაგო
33°26′ ს. გ. 70°40′ დ. გ. / 33.433° ს. გ. 70.667° დ. გ. / -33.433; -70.667
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სებასტიან პინიერა
ფართობი
 -  სულ 756 950 კმ2 (38-ე)
 -  წყალი (%) 1,07
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 16 572 475[1] (მე-62)
 -  2012 აღწერა 16 572 475[1] 
 -  სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ2 (194-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $299 786 მილიარდი[2][3] (43-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,380[2][3][4] (55-ე)
აგი (2005) 0,805 (ძალიან მაღალი) (მე-44)
ვალუტა პესო (CLP)
დროის სარტყელი UTC-04:00
 -  ზაფხულის (DST) UTC-03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CHL
Internet TLD .cl
სატელეფონო კოდი 56

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს.[5] ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.[6]

XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა.[7] ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.[8]

დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა;[8] აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად[9] და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით.[10] იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს.[11] 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა.[12] ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატაკამა

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მას საკმაოდ უნიკალური კონფიგურაცია აქვს — იგი გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ 4300 კმ-ზე, ამასთან საშუალო სიგანე 175 კმ-ია. ამან განაპირობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება: უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო ატაკამა, ხოლო სამხრეთი თოვლიან მწვერვალებს და მყინვარებს უკავია. ფართობი: 756 950 კმ².

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილეს კლიმატი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, ჩილეში გვხვდება კლიმატის ძირითადი შვიდი ქვეტიპი, დაწყებული უდაბნოს კლიმატით ჩრდილოეთში, დამთავრებული ალპური ტუნდრით და მყინვარებით აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნოტიო სუბტროპიკულით აღდგომის კუნძულზე, ოკეანური ჰავით სამხრეთში და ხმელთაშუაზღვიურით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიყოფა ოთხი სეზონი: ზაფხული (დეკემბერი-თებერვალი), შემოდგომა (მარტი-მაისი), ზამთარი (ივნისი-აგვისტო) და გაზაფხული (სექტემბერი-ნოემბერი).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ჩილეს წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. XVII საუკუნის ესპანელი მემატიანის — დიეგო დე როსალესის თანახმად,[13] ინკები აკონკაგუის ხეობას პიკუნჩეს ხალხის ბელადის სახელის დამახინჯებით ეძახდნენ ტილის, იგი ამ ტერიტორიას ინკების მიერ დაპყრობამდე, XV საუკუნემდე განაგებდა.[14][15] მეორე თეორია ეყრდნობა აკონკაგუის ხეობის მსგავსებას პერუში მდებარე კასმას ხეობასთან, სადაც არსებობდა ქალაქი სახელწოდებით ჩილი.[15]

სხვა თეორიებზე დაყრდნობით სახელწოდება ჩილე შესაძლოა მომდინარეობდეს ადგილობრივ ინდიელთა სიტყვიდან, რაც „დედამიწის დასასრულს“ ან „ზღვის თოლიებს“ ნიშნავს.[16] მათ შორისაა მაპუჩეს სიტყვა ჩილი, რაც ნიშნავს — „სადაც მიწა მთავრდება“,[17] კეჩუას ჩირი — „ცივი“[18] or tchili, meaning either "snow"[18] ან ტჩილი — „თოვლი“ ან „დედამიწის უღრმესი წერტილი“."[19]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1818 წელს. მარქსისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს მიერ წამოწყებულმა ფართო რეფორმებმა სოციალურ სფეროში, გამოიწვია სამხედრო გადატრიალება. 1973 წლისთვის ხშირი იყო მუშათა გამოსვლები, მაღალი ინფლაცია. ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო სამხედროებს მოეხდინათ გადატრიალება. 1989 წლამდე ქვეყანას მართავდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება, რომელმაც გარისკა რეფერენდუმის ჩატარება თავისი ერთპიროვნული მმართველობის საკითხზე და წააგო. იგი იძულებული გახდა ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციისათვის გადაეცა, თვითონ კი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიტოვა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ წასული პინოჩეტი დაპატიმრებულ იქნა, სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ შეწყვეტილ იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილეს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის 85% ცხოვრობს ურბანულ არეალში, საიდანაც ნახევარი (დაახლოებით 7 მილიონი) კოცენტრირებულია სანტიაგოში. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი (0.97%) თითქმის ყველაზე დაბალია, ლათინური ამერიკის მასშტაბით. მოსახლეობის რაოდენობა 20 მილიონს დაახლოებით 2035–2040 წლებში მიაღწევს.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანი პარინაკოტა ჩრდილოეთ ჩილეში
მოაი აღდგომის კუნძულზე, ჩილე

მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ლათინური ამერიკის მკვლევარი პროფესორი ფრანცისკო ლისკანო თვლის, რომ ჩილეს მოსახლეობის 52.7%-ს შეადგენენ ევროპელები, ხოლო მეტისები — დაახლოებით 44 %-ს.[20] სხვა კვლევის მიხედვით თეთრები შეიძლება შეადგენდნენ მოსახლეობის 60-დან 90 პროცენტამდე.[21][22][23]

2002 წლის აღწერის მიხედვით, ჩილეს მოსახლეობის მხოლოდ 3.2% მიიჩნევს თავს ჩილეს მკვიდრ მოსახლედ, ხოლო უმეტესობა შერეული წინაპრების შთამომავალია.[24]

ცნობილი ჩილელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილეს პრეზიდენტის სასახლე სანტიაგოში

ჩილეს პოლიტიკური სისტემა — ეს არის საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკა, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია ჩილეს პრეზიდენტი. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებულია მთავრობასა და ორპალატიან ეროვნულ კონგრესს შორის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განცალკევებულია სასამართლო ხელისუფლება.

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სებასტიან პინიერა (2018 წლის მარტიდან)
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (49+120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 13 რეგიონი (región).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილეს ეკონომიკა არის დინამიურ, საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული. ადრეული 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც პატრისიო ეილვინის დემოკრატიულმა მთავრობამ გააღრმავა მათი წინამორბედი სამხედრო ხელისუფლების დაწყებული ეკონომიკური რეფორმები, ჩილეს, როგორც ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია განმტკიცდა. ჩილეს ეკონომიკას ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 8%-იანი ზრდა 1991–1997 წლებში, მაგრამ 1998 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა, ვიწრო მონეტარული პოლიტიკით შემოღებული იმპორტ–ექსპორტის ბალანსის კონტროლისა და ექსპორტიდან მიღებული მცირე მოგების გამო — ეს უკანასკნელი კი აზიის ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ბოლო წლებში ჩილეს ეკონომიკამ აღიდგინა ძალები და ზრდამ 5-7%-ს მიაღწია.

  • რესურსები : სპილენძი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ნიტრატები, ძვირფასი ლითონები, მოლიბდენი, ჰიდროენერგია.
  • ექსპორტი : სპილენძი (მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი), რკინა, მოლიბდენი, ნიტრატები, ფოლადის ნაწარმი, თევზეული, ხილი.
  • ეროვნ. პროდუქტი : 70 მლრდ $. სპილენძი, რკინა, ხილი, ცელულოზა.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : $17,380
  • ვალუტა : ჩილეს პესო (CLP);

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Población estimada residente de Chile alcanza los 16.572.475 habitantes Spanish. Instituto Nacional de Estadísticas de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
  2. 2.0 2.1 Cuentas Nacionales. Evolución de la actividad económica en el año 2011. Central Bank of Chile (March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 17 April 2012. (p. 27)
  3. 3.0 3.1 Implied PPP conversion rate – Chile. World Economic Outlook Database, April 2012. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  4. Cuentas Nacionales de Chile 2003–2011 (Referencia 2008). Central Bank of Chile (19 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 20 March 2011. Note: Used for population data only (p. 60).
  5. რასობრივი სტრუქტურა. The World Factbook. CIA 2007-11-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-06. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
  6. Bureau of Western Hemisphere Affairs, Background Note: Chile. United States Department of State (16 December 2011).
  7. Chile. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 November 2007.
  8. 8.0 8.1 „Country profile: Chile“. BBC News. 16 December 2009. ციტირების თარიღი: 31 December 2009.
  9. The UN Disarmament Conference in Kyoto (9 August 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2012.
  10. Human and income poverty: developing countries. UNDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2012-11-21.
  11. World Development Indicators. World Bank (17 April 2012). ციტირების თარიღი: 12 May 2012.
  12. Chile's accession to the OECD. OECD.org (7 May 2010).
  13. Chile.com.La Incógnita Sobre el Origen de la Palabra Chile. Chile.com (15 June 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 17 December 2009.
  14. Encyclopædia Britannica. Picunche (people) – Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. ციტირების თარიღი: 17 December 2009.
  15. 15.0 15.1 Encina, Francisco A., and Leopoldo Castedo (1961). Resumen de la Historia de Chile. 4th ed. Santiago. Zig-Zag, გვ. 44.  დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine.
  16. „Chile“. Encyclopedia Americana. Grolier Online. 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2002. ციტირების თარიღი: 2 March 2005. ციტატა: „The name Chile is of Native American origin, meaning possibly "ends of the earth" or simply "sea gulls."“
  17. Hudson, Rex A., ed.. (1995)Chile: A Country Study. GPO for the Library of Congress. ციტირების თარიღი: 27 February 2005.
  18. 18.0 18.1 "CHILE." Encyclopædia Britannica. 11th ed. 1911. ("derived, it is said, from the Quichua chiri, cold, or tchili, snow")
  19. Pearson, Neale J. (2004). „Chile“. Grolier Multimedia Encyclopedia. Scholastic Library Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 1999. ციტირების თარიღი: 2 March 2005. ციტატა: „Chile's name comes from an Indian word, Tchili, meaning "the deepest point of the Earth."“
  20. (2007) Composición Étnica de las Tres Áreas Culturales del Continente Americano al Comienzo del Siglo XXI. Uaem. ISBN 9789707570528. 
  21. Genetic epidemiology of single gene defects in Chile.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29. ციტირების თარიღი: 2012-10-24.
  22. Esteva-Fabregat (1988), Book: El mestizaje en lberoamérica "a white majority that would exceed 60% of the Chilean population".
  23. Argentina, como Chile y Uruguay, su población está formada casi exclusivamente por una población blanca e blanca mestiza procedente del sur de Europa, más del 90% E. García Zarza, 1992, 19.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-04. ციტირების თარიღი: 2012-10-24.
  24. El gradiente sociogenético chileno y sus implicaciones ético-sociales.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-18. ციტირების თარიღი: 2012-10-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩილე&oldid=4622528“-დან