კენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენიის რესპუბლიკა
სუაჰ. Jamhuri ya Kenya
ინგლ. Republic of Kenya
კენია
კენიის
დროშა გერბი
დევიზი: Harambee (ვიმუშაოთ ერთად)
ჰიმნი: Ee Mungu Nguyu Yetu
კენიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნაირობი
1°16′ ს. გ. 36°48′ ა. გ. / 1.267° ს. გ. 36.800° ა. გ. / -1.267; 36.800
ოფიციალური ენა ინგლისური, სუაჰილი
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი უჰურუ კენიატა
 -  პრ.-მინისტრი თანამდებობა გაუქმდა 2013 წლის 9 აპრილს
ფართობი
 -  სულ 581 309 კმ2 (47-ე)
 -  წყალი (%) 2,3
მოსახლეობა
 -  2015 ივლისის შეფასებით 45 925 301 ად.[1] (32-ე)
 -  2009 აღწერა 38 610 097 ად. 
 -  სიმჭიდროვე 66,42 კაცი/კმ2 (140-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $48.33 მილიარდი (79-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1445 (156-ე)
აგი (2007) 0.521 (საშუალო) (148-ე)
ვალუტა კენიური შილინგი (KES)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი KEN
Internet TLD .ke
სატელეფონო კოდი 254

კენია (სუაჰ. Kenya, ინგლ. Kenya), ოფიციალური სახელი — კენიის რესპუბლიკა (სუაჰ. Jamhuri ya Kenya, ინგლ. Republic of Kenya) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1963 წლის 12 დეკემბერს. შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადია აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის. დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 38 610 097 ადამიანს[2][3][4][5][6]. ქვეყნის ფართობია — 581 309 კმ². კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის. 1920 წლამდე, ის ტერიტორია, რასაც დღეს ჩვენ კენიას ვუწოდებთ, ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის პროტექტორატი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: კენიის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Kenya, Jamhuri ya Kenya; Republic of Kenya.
  • ეტიმოლოგია : ეწოდა კენიის მთის მიხედვით KiriKirinyaga ანუ Kere-Nyaga, ნიშნავს „თეთრ მთას“.
  • მოსახლეობა — 38 610 097 (2009 წელი), მათ შორის კიკუიუ 22 %, ლუჰია 14 %, აგრეთვე ლუო, კამბა, გუსაი[7][8].
  • ფართობი: 581 309 კმ².
  • სახელმწიფო ენა: სუაჰილი და ინგლისური.
  • დედაქალაქი: ნაირობი (2,412 მილიონი).
  • ქალაქები: მომბასა (713 ათასი), ნაკურუ (334 ათასი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის რუკა
კენიის ფიზიკური რუკა
კენიის ტერიტორიის ხედი კოსმოსიდან

ფართობის მიხედვით (581 309 კმ²) კენია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ორმოცდამეშვიდე ადგილზეა (მადაგასკარის შემდეგ). მოსაზღვრე ქვეყნებია ეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია (სამხრეთით), უგანდა (დასავლეთით), სამხრეთი სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანის წყლები, დასავლეთიდან — ვიქტორიის ტბის. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 3477 კმ²-ს, მათ შორის: ეთიოპიასთან — 861 კმ, ტანზანიასთან — 769 კმ, უგანდასთან — 933 კმ, სომალისთან — 682 კმ და სამხრეთ სუდანთან — 232 კმ.[9] ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 536 კმ-ს.

ქვეყნის უმაღლესი წერტილია — კენიის (5199 მ) მთა, ეს აფრიკაში კილიმანჯაროს (5895 მ) შემდეგ მეორე უმაღლესი წერტილია. კენიის ტერიტორიის მაქსიმალური სიგრძე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ შეადგენს 1131 კმ-ს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთამდე 1025 კმ-ს. კენია ღარიბია კუნძულების სიდიდით და რაოდენობით, შეიძლება აღინიშნოს ლამუს არქიპელაგი. ეკვატორი კვეთს ქვეყნის ტერიტორიას და ყოფს მას თითქმის ორ ტოლ ნაწილად.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

38-ე მერიდიანი ქვეყნის ტერიტორიას ყოფს ორ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ რეგიონად: შედარებით ბრტყელი და თანაბარი აღმოსავლეთის და დასავლეთის ვაკეები, რომელიც მკვეთრად იწევა მაღლა მთიანეთში ზეგნების გავლით და პლატო აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზთან. რღვევის ხაზიდან დასავლეთით მდებარე ადგილი წარმოადგენს დახრილ პლატოს, რომლის ყველაზე უფრო დაბალ ნაწილზე მდებარეობს ვიქტორიის ტბა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კენია შეიძლება დავყოთ შემდეგ ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონებად: ვიქტორიის ტბის აუზი, აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი და მასთან დაკავშირებული მთიანი ადგილი, აღმოსავლეთის პლატოები, ნახევრადმშრალი და მშრალი ტერიტორიები ჩრდილოეთში და სამხრეთში, სანაპირო ვაკე.

ვიქტორიის ტბა მდებარეობს უშუალოდ პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც აქ დაბლდება ზღვის დონიდან 900—1200 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ტბა ღრმად შედის კენიის ტერიტორიის შიგნით უინამის ყურეში. ყურიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით აღმართულია მაღლობები; ტბის აუზის უკიდურეს ჩრდილოეთით, უგანდის საზღვართან, წამოჭიმულია 4321 მეტრის სიმაღლის ელგონის მთა. აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი მაღალმთიან რეგიონს ყოფს 2 რაიონად: მაუს შვერილი — დასავლეთში და აბერდერის ქედი — აღმოსავლეთში. თვითონ რღვევის ხაზს აქვს სიგანე 50 კმ-დან 130 კმ-მდე. მისი ფსკერის სიმაღლე ამოწეულია ზღვის დონიდან 450 მეტრიდან ტურკანის ტბასთან სიახლოვეს ჩრდილოეთით 2100 მეტრამდე ნაივაშის ტბასთან, მაგრამ ისევ დაბლდება 600 მეტრამდე ტანზანიის საზღვრის სიახლოვეს. რღვევის ხაზის ფსკერზე მდებარეობს რამდენიმე პატარა ტბა, რომელთა შორის მდებარეობენ ჩამქრალი ვულკანები, რომელთა შორის ყველაზე უფრო გამორჩეულია ნაივაშის ტბა. მაღალმთიანი რაიონები გრძელდება აღმოსავლეთით, თვით ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალ წერტილამდე — კენიის მთამდე. პლატოს აღმოსავლეთი ნაწილი თანდათან დაბლდება სანაპირო დაბლობისკენ, სადაც მას კვეთავენ რამდენიმე ზეგნიანი რაიონები.

ნახევრადმშრალი და მშრალი ტერიტორიები ჩრდილოეთში ვრცელი რეგიონის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია ტურკანის ტბის გავლით უგანდის საზღვრიდან კენიისა და ეთიოპიის მთიანეთს შორის. ყველაზე უფრო გვალვიანი და მშრალი რაიონია — თიხოვან-მლაშობიანი ჩალბის უდაბნო, რომელიც მდებარეობს ტურკანის ტბის აღმოსავლეთით. სანაპირო ვაკე გადაჭიმულია 400 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, რომლის სიგანე სამხრეთში 16 კმ-ია, ხოლო ჩრდილოეთში 160 კმ-ზე მეტი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სანაპირო ვაკე გადადის სომალის ვაკეებში. მომბასას ბუნებრივი ნავსაყუდელი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ აღმოსავლეთ აფრიკაში.[10]

წყლის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი გიგანტური წყალგამყოფია. კენიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მდინარე — ტანა, რომელიც სათავეს იღებს აბერდერის ქედზე და მიედინება დაახლოებით 800 კმ ინდოეთის ოკეანემდე უნგვანის ყურეში. მეორე დიდი მდინარეა ევუასო-ნგირო, სიგრძით 700 კმ-ზე მეტი, რომელიც იწყება კენიის ცენტრალურ ნაწილში და მიედინება აღმოსავლეთისკენ სომალის ტერიტორიაზე მდინარე ჯუბასთან შეერთებამდე. ქვეყნის სხვა მდინარეების უმრავლესობა შედარებით მოკლეა, ან აქვთ მხოლოდ სეზონური ხასიათი.

ვიქტორიის ტბა აფრიკის ყველაზე უფრო დიდი ტბაა. კენიის სიდიდით მეორე ტბაა — ტურკანის ტბა, რომელიც სიგრძეში გადაჭიმულია თითქმის 240 კმ-ზე და 30 კმ-ზე სიგანეში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დანარჩენი ტბები შედარებით პატარებია.

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური მთიანეთის მაგმურ ქანებს აქვთ ნაყოფიერი მურა ნიადაგი, ვიქტორიის ტბის სანაპიროს სიახლოვეს გავრცელებულია მინდვრის მურა-წითელი ნიადაგი. ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ — შავი და რუხი ნიადაგი. აღმოსავლეთის პლატოებზე და ჩრდილოეთის ვაკე მშრალ რაიონებში გავრცელებულია ქვიშოვანი, ხშირად მლაშე ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგი.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის ძირითადი სასარგებლო წიაღისეულია: სოდა, სუფრის მარილი, კირქვა, ოქრო, ლალი, თუთია, ფლუორიტი, თაბაშირი და სხვა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიაში წარმოდგენილია ტროპიკული კლიმატი. სანაპირო რაიონებში ის ცხელი და ტენიანია, ქვეყნის შიდა რაიონებში ზომიერი, ხოლო ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მშრალი. მარტი და მაისი უხვნალექიანი სეზონია, ასევე ნალექიანია ოქტომბერი და ნოემბერი, მაგრამ შედარებით ნაკლებად, მიუხედავად წვიმებისა, ამ თვეებში ტემპერატურა მაინც საკმაოდ მაღალია.

ინდოეთის ოკეანე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის კლიმატზე. ეკვატორის ჩრდილოეთით დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ჭარბობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, ეკვატორის სამხრეთით ამ დროს ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. ამ თვეებში საკმაოდ სიმშრალეა, თუმცა ზოგიერთ რაიონებში შეიძლება მოვიდეს ნალექების მცირე რაოდენობა. წვიმების სეზონი გრძელდება მარტის ბოლოდან მაისის ჩათვლით ორივე ნახევარსფეროში აღმოსავლეთის ჰაერის მასების სიჭარბით. ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით მოდის შედარებით მცირე რაოდენობის ნალექი, ჩრდილოეთით ჩვეულებრივია სამხრეთ-დასავლეთის ქარები, სამხრეთით — სამხრეთ-აღმოსავლეთის.

ვიქტორიის ტბის აუზში ნალექების წლიური დონე მერყეობს 1000 მმ-დან, ტბის სანაპიროს სიახლოვეს 1800 მმ-მდე ტბის აღმოსავლეთით მდებარე მთიან რაიონებში. აქ დღის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს ივლისში 27 °С-დან ოქტომბერში და თებერვალში 32 °С-მდე. აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზზე საშუალო ტემპერატურა იცვლება ჩრდილოეთით 29 °С-დან სამხრეთში 16 °С-მდე — ნაკურუს და ნაივაშის ტბების შემოგარენში. იქვე მდებარე მთიანი რაიონები ხასიათდება შედარებით ზომიერი კლიმატით, საშუალო ტემპერატურა იცვლება 13 °С-დან 18 °С-მდე. ზეგნებამდე საკმაოდ სიმშრალეა, თუმცა იქვე მდებარე მაღალმთიანეთში მოდის 760 მმ-ზე მეტი ნალექი წელიწადში.

აღმოსავლეთის პლატოზე მოდის დაახლოებით 500—760 მმ ნალექი წელიწადში. ქვეყნის ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთის მშრალი რაიონები ხასიათდება საკმაოდ არასტაბილური ნალექებით. ასეთი რაიონების დიდ ნაწილში, როდესაც საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 29 °С და უფრო მეტი, წელიწადში ნალექების საშუალო რაოდენობა სამხრეთში შეადგენს 500 მმ-ზე ნაკლებს და ჩრდილოეთში მხოლოდ დაახლოებით 250 მმ-ს. სანაპიროზე რაიონების დიდ ნაწილში საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 27 °С-ს, აქ შედარებით ნოტიო კლიმატია მთელი წლის განმავლობაში. სანაპიროზე ნალექების წლიური საშუალო დონე იცვლება 760 მმ-დან 1270 მმ-მდე, შემდეგ დასავლეთისკენ ის თანდათან იკლებს 500 მმ-მდე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთებში ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2700 მეტრამდე მცენარეულობა წარმოდგენილია მარადმწვანე ტყეების პატარა მონაკვეთებით, რომლებიც იყოფა ბალახოვანი რაიონებით. ტყეების ზონის ზემოთ, დაახლოებით 3000 მეტრამდე მდებარეობს ბამბუკის ნარგავები, ხოლო მათ მაღლა — ხისმაგვარი თავყვითელას, ხისებრი მანანის (Erica aborea), გიგანტური ლობელიის ნარგავები; აქ ფართედაა გავრცელებული სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეები. მაღალმთიანი რაიონების აღმოსავლეთით და დასავლეთით ტყეები იცვლება დაბალი, განცალკევებით მდგომი, ბალახოვან ტერიტორიაზე მიმოფანტული ხეებით. ქვეყნის ნახევარუდაბნოებიან რაიონებში ზღვის დონიდან 900 მეტრზე დაბლა საკმაოდ ტიპიურია ბაობაბი; ჩრდილოეთში, კიდევ უფრო მეტად დამშრალ რაიონებში იზრდებიან უდაბნოს ეკლიანი ბუჩქები. სანაპირო ვაკეები წარმოადგენს სავანას მიტოვებული ტყეების მონაკვეთებით. მაშინ როდესაც სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ტყის რაიონები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, სამხრეთით დღეისათვის ის თითქმის მთლიანად განადგურებულია ადამიანის მრავალსაუკუნიანი ზემოქმედების გამო.

კენია ველური ბუნების ერთ-ერთი კერაა. განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი ნაკრძალიმასაი-მარა, სადაც ყოველწლიურ მიგრაციისას უამრავი ლურჯი ანტილოპა (Connochaetes taurinus) და სხვა ძუძუმწოვრები გადაადგილდებიან. ყოველ მშრალ სეზონზე 250 000-ზე მეტი ლურჯი ანტილოპა იღუპება საკვების ძიებისთვის რთულ და მომქანცველ ხეტიალში. ფლორისა და ფაუნის სხვა არაერთი წარმომადგენელი გვხვდება ეროვნულ პარკებსა და ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე. გაუარესებული გარემო დიდ საფრთხეს უქმნის კენიაში არსებული პოპულაციების გამრავლებას.

კენიის ტერიტორიის თითქმის მესამედი, კერძოდ დასავლეთი რაიონები და სანაპირო ზოლი მოდებულია ცეცე ბუზით და მოსკიტებით, რომლებიც ძილის დაავადების და მალარიის გავრცელების წყაროა. კენია განთქმულია თავისი მდიდარი ფაუნით. ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ველური ცხოველების პოპულაციები აქ მრავლად ბინადრობენ, როგორც ეროვნული პარკების, ასევე ნაკრძალების ტერიტორიის გარეთ. ისეთი ცხოველები, როგორებიცაა პავიანი და ზებრა შეიძლება შეგვხვდეს ავტოტრასა ნაირობი-ნაკურუს გასწვრივ, ადამიანების დასახლებების სიახლოვეს და თვით ქალაქების ტერიტორიაზეც. ასეთი უშუალო მეზობლობა ქმნის ზოგიერთ პრობლემებს, განსაკუთრებით მჭიდროდდასახლებულ რაიონებში. მთის ტყეებში გვხვდება ისეთი დიდი ძუძუმწოვრები, როგორებიცაა სპილოები და მარტორქები, რომელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა ბრაკონიერობისა და ტყის გაჩეხვის გამო. მაღალი მთის მტაცებლები წარმოდგენილია ლომებით, ლეოპარდებით და გარეული კატებით. ცხოველთა ჯოგების განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი პოპულაციები ბინადრობენ ქვეყნის ბალახოვან ვაკეებზე, მათ შორისაა: ზებრა, გაზელი, გნუ, კანა, წყლის თხა, იმპალა, ძროხისებრი ანტილოპა და აფრიკული კამეჩი. ასეთ ადგილებში მტაცებლებს წარმოადგენენ ლეოპარდები, ავაზები, ხალებიანი აფთრები, ველური ძაღლები. ზოგიერთ ტბაზე და მდინარეზე არსებობს ბეჰემოთების და ნიანგების მცირერიცხოვანი პოპულაციები. კენიის ჩრდილოეთის დამშრალი ადგილებისთვის დამახასიათებელია ანტილოპების სხვადასხვა სახეობა (მათ შორის ჟირაფისებრი ანტილოპა, იმპალა, დიკ-დიკი, დიდი კუდუ), ჟირაფები, ლეოპარდები, ლომები და სხვა.

ეკოლოგიური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემებია: ტყეების გამეჩხერიანობა, ნიადაგის ეროზია, გაუდაბნოება, წყლის არასაკმარისობა, ბრაკონიერობა, საწარმოო დანაგვიანება და სხვა.

მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის მოხმარების ზრდა, უახლოეს წლებში სავარაუდოდ კენიისთვის გახდება წყლის რესურსების არასაკმარისობის სერიოზული პრობლემა. ამას გარდა, ქვეყნის წყლის რესურსები საკმაოდ ჭუჭყიანდება, როგორც საწარმოო, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. კენიის მეორე სერიოზული პრობლემაა ტყის გამეჩხერიანობა. დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ დაახლოებით 2,5 % უკავია ტყეებს, ამასთან ყოველწლიურად ნადგურდება ტყის დაახლოებით 50 კმ². ბუნებრივი ტყის საფარის მიწების დაკარგვა ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას, წყალდიდობებს და ბიონაირფეროვნების შემცირებას. ტყის გამეჩხერიანობა ასევე ნეგატიურ კვალს ტოვებს სოფლის მოსახლეობაზე, რომლებსაც ხშირად უძნელდებათ მოიპოვონ აუცილებელი შეშა. არსებობს ხეების დიდი რაოდენობით დარგვის მოძრაობა, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს ადგილობრივი ეკოლოგები. ტყეების გამეჩხერიანობის პრობლემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული გაუდაბნოების პრობლემა, რომელიც ასევე უკავშირდება მოსახლეობის სწრაფ ზრდას და უკანასკნელი წლების ხშირ გვალვებს. ამას გარდა, ტყეების გამეჩხერიანობის და ადამიანის ზემოქმედების გამო მთავარი პრობლემა ხდება ცხოველების მიერ საკუთარი ბუნებრივი საბინადრო ტერიტორიების დაკარგვა, რაც ემუქრება ქვეყნის მდიდარ ფაუნას.

კენიაში ბრაკონიერობისგან განსაკუთრებით იჩაგრებიან ისეთი სახეობები, როგორებიცაა სპილოები და მარტორქები. მიუხედავად მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ღონისძიებებისა, ამ პრობლემის გადაწყვეტა ჯერ ვერ ხერხდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის ტერიტორია, ბევრი მეცნიერის აზრით, შედის რეგიონში, რომელიც კაცობრიობის უძველესი სამშობლოა. ტურკანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილია შრომის იარაღები ადამიანის წინაპარის მაშთები, რომლებიც დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

გაცილებით მოგვიანებით კენიის ტერიტორია დასახლდა ადამიანებით, რომლებიც თავიანთი იერით ახლო იყვნენ დღევანდელ ეთიოპიურ რასასთან. იქ ასევე ცხოვრობდნენ კაპოიდების (დღეისათვის სამხრეთაფრიკული) რასის ტიპის ტომები. მოგვიანებით დასავლეთიდან მოვიდნენ ნეგროიდული რასის ბანტუს ხალხის ტომები, დღევანდელი პოკომოს, სუაჰილის და მიჯიკენდას წინაპრები.

VII—VIII საუკუნეებში კენიის სანაპიროზე ჩამოყალიბება დაიწყო სუაჰილის ხალხის სავაჭრო ცენტრებმა (ლამუ, მანდა, პატე, მალინდი, მომბასა და სხვა). ისინი დაკავებულები იყვნენ შუამავალი ვაჭრობით აფრიკის შიდა რაიონებიდან და ინდოეთში და არაბეთში. აფრიკიდან გაჰქონდათ რკინა, ოქრო, სპილოს ძვალი, მარტორქის რქა, მონები, ხოლო შემოჰქონდათ ლითონის იარაღი, ხელნაკეთი ნაწარმი, ქსოვილი.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1498 წელს კენიის ნაპირებთან მიცურდნენ პორტუგალიური ექსპედიციის გემები ვასკო და გამას მეთაურობით, რომლებიც ეძებდნენ საზღვაო გზას ინდოეთში. XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებმა დაიპყრეს ბევრი საპორტე ქალაქი კენიის სანაპიროზე, რათა გამოეყენებინათ ისინი, როგორც საშუალედო პუნქტი ინდოეთის გზაზე.

მაგრამ XVII საუკუნის შუაში ომანის სასულთნოს მმართველებმა დაიწყეს პორტუგალიელების გაყრა კენიიდან. 1699 წლისთვის ომანის იმამმა სულთან იბნ სეიფმა საბოლოოდ დაიპყრო მომბასა და გაყარა პორტუგალიელები მთელი სანაპირო ზოლიდან. ომანის მმართველებმა ხელისუფლების სათავეში დააყენეს საკუთარი ხელქვეითები ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ არაბულ წარმოშობაზე.

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისისთვის კენიის ეკონომიკის საფუძველი იყო მონათვაჭრობა. არაბი მონების ვაჭრების ერთ-ერთი მთავარი გზა აღმოსავლეთ აფრიკაში იყო მომბასიდან აფრიკულ სახელმწიფო ვანგამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში მომბასაში აღმოცენდა სეპარატისტული ტენდენციები — მაზრუის სუაჰილური დინასტია ესწრაფოდა ზანზიბარის სასულთნოდან დამოუკიდებლობას და საკუთარი ძალაუფლების დამყარებას აღმოსავლეთი აფრიკის მთელ სანაპირო ზოლზე.

1824 წელს მაზრუის დინასტიამ აღიარა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი მომბასაზე. მაგრამ ამან მათ ვერ უშველა. 1828 წელს ზანზიბარის სულთანმა მომბასაში გააგზავნა ფლოტი და გაანადგურა მაზრუის ჯარი. ომი გაგრძელდა 1837 წლამდე და დამთავრდა ზანზიბარის სულთნის გამარჯვებით. მაზრუის ოჯახის ყველა წევრი მონების სახით გააგზავნეს ომანში.

1846 წლიდან კენიაში გამოჩნდნენ ქრისტიანი მისიონერები, ჯერ სანაპიროზე, ხოლო შემდეგ სანაპიროს სიღრმისეულ რაიონებში.

1870-იანი წლებიდან აღმოსავლეთი აფრიკა გახდა წინააღმდეგობის ობიექტი ევროპულ დიდ სახელმწიფოებს შორის, უპირველეს ყოვლისა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. 1886 წელს მათ დადეს შეთანხმება აღმოსავლეთი აფრიკის გაყოფის შესახებ, რის თანახმადაც თანამედროვე კენიის ტერიტორია შევიდა ბრიტანეთის გავლენის სფეროში.

1890 წელს დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დადეს ეგრეთ წოდებული ჰელგოლანდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრიტანელებმა გერმანიას მისცეს პატარა კუნძული ჰელგოლანდი, მის ჩრდილოეთ სანაპიროზე, აღიარეს გერმანიის უფლება ტანგანიიკაზე (თანამედროვე ტანზანიის მატერიკული ნაწილი), ხოლო სანაცვლოდ მიიღეს უფლება კენიაზე და ზანზიბარზე.

1890 წლიდან ბრიტანელებმა დაიწყეს კენიის შიდა რაიონების ნაყოფიერი მიწების ინტენსიური ათვისება და აარსებდნენ „თეთრ“ დასახლებულ კოლონიებს. უკვე 1897—1901 წლებში აშენდა რკინიგზა და კავშირგაბმულობის ხაზი მომბასიდან ვიქტორიის ტბამდე. ბრიტანელი-დამსახლებლები ქმნიდნენ მსხვილ პლანტაციურ მეურნეობებს, მათ შორის საექსპორტო კულტურების, როგორებიცაა — ჩაი, ყავა, აგავა. ბრიტანელები ქმნიდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების და სამომხმარებლო საქონლის საწარმოებს, ინფრასტრუქტურებს და სხვა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა ბრიტანელთა იმიგრაცია კენიაში. 1902 წელს აღმოსავლეთი აფრიკის პროტექტორატის ადმინისტრაციულ ცენტრში, ნაირობიში, ბრიტანელმა დასახლებულებმა შექმნეს პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია — კოლონისტების ასოციაცია. 1906 წელს ბრიტანეთის გუბერნატორთან ჩამოყალიბდა ორი საბჭო — აღმასრულებელი და საკანონმდებლო, რომელშიც შედიოდნენ მხოლოდ თეთრები.

1907 წელს ბრიტანეთის გუბერნატორის განკარგულებით კენიაში აიკრძალა მონათმფლობელობა, რომელსაც ტრადიციული სახე ჰქონდა ადგილობრივ აფრიკულ ტომებში.

XX საუკუნიდან კენიის სანაპიროზე განვითარება დაიწყო ისლამმა.

პირველი მსოფლიო ომის წლებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ არმიაში მობილიზაცია გაუკეთა დაახლოებით 200 ათას კენიელს, ძირითადად სამხედრო ტვირთების მზიდავების სახით, მაგრამ რამდენიმე ათასმა ადგილობრივმა შავკანიანმა (სამეფო აფრიკელი მსროლელების კორპუსის შემადგენლობაში) უშუალო მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში გერმანიის ჯარების წინააღმდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში.

1927 წლიდან საკანონმდებლო საბჭოში შევიდნენ არაბების და აზიელების (ძირითადად სამხრეთ აზიიდან) არჩეული წარმომადგენლები, საკანონმდებლო საბჭოში შავკანიანებმა პირველი ადგილი მიიღეს მხოლოდ 1944 წელს, მაშინვე შეიქმნა კენიის აფრიკელების ასოციაცია (1946 წლიდან — კენიის აფრიკელების კავშირი (კაკ)), ქვეყანაში პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სათავეში ჩაუდგა განმანთავისუფლებელ ბრძოლას. კაკ-ის პროგრამა შეიცავდა შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: პოლიტიკური ხელისუფლების აფრიკელებისთვის გადაცემა, უფლებების გარანტია ყველა რასობრივი უმცირესობისთვის და რასობრივი დისკრინიმაციის ლიკვიდაცია, აფრიკელთა მიწაზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პროფკავშირების მოღვაწეობის თავისუფლება, არჩევნების დაუყოვნებელი ჩატარება.

1949 წელს შეიქმნა პროფკავშირების აღმოსავლეთ-აფრიკული კონგრესი (პააკ), რომელმაც პირველად გააერთიანა შავკანიანი და ინდოელი მუშები. გაძლიერდა საგაფიცვო მოძრაობა. 1950 წლის მაისში პააკ-ის ხელმძღვანელის დაპატიმრების პასუხად ნაირობიში ჩატარდა საყოველთაო გაფიცვა.

1952 წლის ოქტომბერში კენიაში დაიწყო „მაუ-მაუს აჯანყება“. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. კოლონიალურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა კაკ-ის 86 ლიდერი, მათ შორის კაკ-ის თავმჯდომარე (1947 წლიდან) ჯომო კენიატა. „მაუ-მაუს“ ტერორისტული ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობის ყალბი ბრალდებით. კენიატას და კაკ-ის სხვა 5 ხელმძღვანელს 1953 წლის აპრილში მიუსაჯეს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა თითოეულს, ივნისში კაკ აიკრძალა. (1959 წელს აღმოჩნდა, რომ კენიატას და კაკ-ის სხვა ლიდერების ბრალდებისთვის და ციხეში ჩასმისთვის პოლიციამ მოისყიდა მოწმეები).

მაუ-მაუს აჯანყებაში მონაწილეობას ძირითადად იღებდნენ კიკუიუს, ემბუს, მერუს ტომები. ზოგიერთი შეფასებით, პარტიზანული არმიის რაოდენობა შეადგენდა 30, ან 50 ათას მებრძოლსაც კი. ამ არმიას ხელმძღვანელობდა 32 წლის დედან კიმატი, კიკუიუს ტომიდან, რომელსაც ჰქონდა ბრიტანეთის არმიაში სამსახურის გამოცდილება.

მაუ-მაუს სასროლი იარაღით, ასევე ლახვრებით, მშვილდ-ისრებით და დანებით შეიარაღებული პარტიზანები, თავს ესხმოდნენ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს, ხოცავდნენ იმ შავკანიანებს, რომლებიც ბრიტანელებთან მუშაობდნენ, ძარცვავდნენ და წვავდნენ ბრიტანელი დასახლებულების ფერმერულ მეურნეობებს.

ოფიციალური მონაცემებითაც კი 1955 წლისთვის 11 ათასზე მეტი აფრიკელი იქნა დახოცილი, 60 ათასზე მეტი იმყოფებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში. სადამსჯელო ექსპედიციებისგან თავის დასაცავად, მოსახლეობა გარბოდა მთებში და ქმნიდა პარტიზანულ რაზმებს. წინააღმდეგობის ძირითადი ცენტრები გახდნენ ძნელადმისადგომი ტყის მასივები კენიის და აბერდერის მთებში.

1956 წელს მაუ-მაუს პარტიზანები გაანადგურეს, მათი მეთაურების უმრავლესობა მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს, მათ შორის მთავარსარდალი დედან კიმატიც კი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

იმავე 1956 წელს აფრიკელებს მიეცათ შეზღუდული საარჩევნო უფლება.

1960 წლის 12 იანვარს კოლონიალურმა ხელისუფლებამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და ნება დართო შექმნილიყო აფრიკული პოლიტიკური პარტიები. 1961 წლის მარტში ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები (1961 წლის თებერვალში ძალაში შესული კონსტიტუციის საფუძველზე), რომელმაც 1960 წელს შექმნილ კენიის აფრიკელთა ეროვნულ კავშირს მოუტანა უმრავლესობა — KANU (23 ადგილი), ხოლო იმავე წელს შექმნილმა კენიის აფრიკელთა დემოკრატიულმა კავშირმა დაიკავა მეორე ადგილი — KADU (16 ადგილი). მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტია მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის მოპოვებას, მათ შორის გაჩნდა მნიშვნელოვანი უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. KANU (სარგებლობდა მოსახლეობის ორი მსხვილი ეთნიკური ჯგუფის მხარდაჭერით — კიკუიუ და ლუო) მხარს უჭერდა უნიტარულ სახელმწიფოს, ხოლო KADU (გამოხატავდა სანაპირო ზოლის ხალხების და მთიანეთის მცირერიცხოვანი მეცხოველეობის მიმდევარი მოსახლეობის ინტერესებს) ფედერალურს. არჩევნების შემდეგ KADU-ს ლიდერებმა დაარღვიეს შეთანხმება KANU-ს წარმომადგენლებთან კენიატას განთავისუფლებამდე მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარის თქმის შესახებ და შევიდნენ ახალ მთავრობაში.

1961 წლის აგვისტოში მასობრივი გამოსვლების გავლენით კენიატა გაათავისუფლეს (1959 წლიდან, თავისუფლების აღკვეთის ვადის დამთავრების შემდეგ, ის იმყოფებოდა გადასახლებაში ქვეყნის ჩრდილოეთში), ხოლო ოქტომბრის ბოლოს დაიკავა KANU-ს თავმჯდომარის პოსტი.

1962 წლის თებერვალ-მარტში ლონდონში ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც განიხილა ახალი კონსტიტუციის პროექტი. კონფერენციის მუშაობის და მოლაპარაკებების დროს მიღებული იქნა კენიის 7 პროვინციად დაყოფის გადაწყვეტილება, ხელისუფლების პროვინციალური ორგანოების მნიშვნელოვანი ავტონომიით.

1963 წლის მაისში ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა ეროვნული კრების არჩევნები, რომელმაც გამარჯვება მოუტანა KANU-ს პარტიას; KADU-ს პარტიამ მარცხი განიცადა (1964 წლის ნოემბერში გამოცხადდა მისი თვითდაშლა). 1963 წლის 1 ივნისს ქვეყანამ მიიღო შიდა თვითმმართველობა. ჯომო კენიატა გახდა კენიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი.

1963 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ლონდონში ჩატარებულ კონფერენციაზე, KANU-ს დელეგაციის დაძალებით კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელმაც გაზარდა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები. კენიელთა გამათავისუფლებელმა ბრძოლამ აიძულა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიეცა თანხმობა დამოუკიდებლობის მინიჭებაზე.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის დეკემბერში კენია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო 1964 წლის დეკემბერში გამოცხადდა რესპუბლიკად.

კენიის პირველი მმართველი გახდა დამოუკიდებლობისსათვის ბრძოლის ვეტერანი — 72 წლის ჯომო კენიატა, რომელმაც ჯერ კიდევ 1963 მაისში წამოაყენა „აფრიკული დემოკრატიული სოციალისტური კენიის“ შექმნის პროგრამა. პროგრამის მთავარი პუნქტი იყო „აფრიკანიზაცია“, ანუ არაშავკანიანების შევიწროვება მმართველობისა და ეკონომიკის სფეროდან. სოფლის მეურნეობის სფეროში ტარდებოდა შავკანიანების კოლექტიური მეურნეობების შექმნის პოლიტიკა იმ მიწებზე, რომლებიც ჩამოართვეს თეთრკანიან მოსახლეობას.

1964 წლის 12 დეკემბერს კენია რესპუბლიკად გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივები შეიკვეცა და ქვეყანა გახდა ცენტრალიზებული სახელმწიფო.

განხორციელება დაიწყო ევროპელი დასახლებულებისთვის 480 ათასი ჰა მიწის გამოსყიდვის გეგმა და ამ მიწებზე 1 მილიონზე მეტი აფრიკელის დასახლება. მიწების ნაწილზე შეიქმნა პირველი სახელმწიფო ფერმები და კოოპერატივები.

1978 წლის აგვისტოში 87 წლის კენიატას გარდაცვალების შემდეგ კენიის მმართველი გახდა დანიელ არაპ მოი, რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. 1982 წელს მან ქვეყანაში ოფიციალურად შემოიღო ერთპარტიული რეჟიმი (რომელიც ფაქტობრივად მოქმედებდა 1969 წლიდან).

ქვეყანაში რამდენიმეჯერ შეიმჩნეოდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობას შორის კონფლიქტი, 1963—1968 წლებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა ეთნიკური სომალელების აჯანყებულთა მოძრაობას, 1969 წელს მოხდა სისხლიანი შეტაკებები კიკუიუს და ლუოს ხალხს შორის, ხოლო 1990-იან წლებში ადგილი ჰქონდა ნელ-ნელა მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებს პოლიტიკური სარჩულებით. მაგრამ მთლიანობაში ამ მხრივ ქვეყანა ითვლებოდა საკმაოდ სტაბილურად.

1969 წელს ქვეყანაში აიკრძალა ერთადერთი ოპოზიციური პარტია — კენიის სახალხო კავშირი და ქვეყანა დე-ფაქტო გახდა ერთპარტიული.

1970-იან წლებში კენია შეეჯახა რამდენიმე სიძნელეს, გაიზარდა ინფლაცია, მოხდა დანაშაულებების მყისიერი ზრდა, მკვეთრად დაეცა ტურისტების ნაკადი.

1982 წლის 1 აგვისტოს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ოგინგა ოდინგა, მისი ვაჟი (პრემიერ-მინისტრი 2008 წლიდან) რაილა ოდინგა და სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროსი ოფიცრები ჰ. ოჩუკას მეთაურობით. მეთაურები მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.

1991 წელს დანიელ არაპ მოი, შიდა და საგარეო დაწოლით, დათანხმდა რეჟიმის ლიბერალიზაციას და ოპოზიციური პარტიების შექმნას. მაგრამ ის დარჩა ხელისუფლებაში 2002 წლის ბოლომდე, გამოიყენა რა ოპოზიციის განხეთქილება და ეთნიკური აშლილობა ქვეყანაში.

2003 წლიდან ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა. ეს ზრდა გრძელდებოდა 2007 წლის ბოლომდე. მაგრამ თანამედროვე დროის კენიის ბევრი მიღწევა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 2007 წლის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა ახალმა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაწყებულმა კრიზისმა.

2013 წლის სექტემბერში ნაირობიში მოხდა დიდი ტერაქტი.

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი უჰურუ კენიატა (2013 წლის 4 მარტიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი — ბუნგე (224 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 7 პროვინცია (province).

სახელმწიფოებრივი წყობის საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენია — საპრეზიდენტო ტიპის უნიტარული სახელმწიფო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა მრავალპარტიული სისტემით. სახელმწიფოს ძირითადი კანონია 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია.

კენიის სახელმწიფოებრიობის ძირითადი ინსტიტუტები ჩამოყალიბდა ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების პირველივე წლებში. ამასთან, მათი ფუნქციონირების სამართლებლივ საფუძველში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეტანილი იქნა მასშტაბური ლიბერალურ-დემოკრატიული გარდაქმნის დროს 1990-იანი წლების ბოლოს — 2000-იანი წლების დასაწყისში. რეფორმების ძირითადი შედეგი გახდა შეიარაღებული ძალების ჩამოშორება პოლიტიკური მოღვაწეობიდან, ქვეყანაში რეალური მრავალპარტიულობის შემოღება და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების როლის ამაღლება.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ქვეყნის პრეზიდენტი. 2013 წლის მარტიდან კენიის პრეზიდენტია — უჰურუ კენიატა. აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის მთავრობას.

კენიის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯომო კენიატა პოსტზე იყო 1963 წლის 1 ივნისიდან 1964 წლის 12 დეკემბრამდე, რის შემდეგაც კენიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა 2008 წლამდე[11]. 2008 წლის 28 თებერვალს კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა რაილა ოდინგამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც რაილა ოდინგა კენიის ისტორიაში გახდა მეორე პრემიერ-მინისტრი.

2013 წლის მარტში კენიაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პირველ ტურში გაიმარჯვა (50,07 %) უჰურუ კენიატამ. არჩევნებზე მისი მოწინააღმდეგე იყო პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა, რომელმაც ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტი ხმა მიიღო.[12]

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოა — ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას შორის.

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოებრიობის პირველი წლებიდან კენიის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებად დეკლარირებულია დამოუკიდებლობა და აქტიურობა, ასევე ერთმანეთის მიმართ კონფრონტაციული ბლოკებისგან თანაბრად დაშორება. 1980-იანი წლების შუიდან კენიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ნუსხაში მთავარი ადგილი უკავია რეგიონალურ თანამშრომლობას. დღეისათვის მთავრობის საერთაშორისო მოღვაწეობის ძირითადი მიზანია ნაყოფიერი საგარეო პირობების შექმნა კენიის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის, მისი დემოკრატიულ ქვეყანად ჩამოყალიბებისთვის.

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის თავდაცვის ძალები (ინგლ. Kenya Defence Forces) — კენიის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან.

კენიის შეიარაღებული ძალები კომპლექტება ნებაყოფილობის საფუძველზე, კენიის მოქალაქე მამაკაცებით და ქალებით, 18−26 წლის ასაკში; მშობლების ნებართვით ჯარში სამსახური შესაძლებელია უფრო ადრეულ ასაკშიც; კონტრაქტის მინიმალური ვადა — 9 წელია (7 წელი სამხედრო-საზღვაო ძალებში); ახალწვეული ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა და სკოლის დამთავრების სერტიფიკატი; ქალები იმავე პირობებში და იმავე საფუძველზე მსახურობენ, როგორც მამაკაცები; სამხედრო მოსამსახურეთა მაქსიმალური ასაკია — 55 წელი (2011 წლის მონაცემებით). სამხედრო ხარჯები შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,8 %-ს (2006 წლის მონაცემებით).[13]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენია იყოფა 7 პროვინციად, ხოლო თითოეული პროვინცია რაიონებად (ვილაია). 1999 წლის მონაცემებით არსებობდა 69 ვილაია. რაიონები თავის მხრივ იყოფა დანაყოფებად (ტაარაფა) სულ ასეთი 497 დანაყოფია, რომლებიც კიდევ იყოფა სულ 2427 დასახლებად (მთაა). დედაქალაქი ნაირობი ატარებს სრული ადმინისტრაციული პროვინციის სტატუსს. კენიის პროვინციებია:

კენიის პროვინციები
პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[14]
ად. (2009 წელი)
მოსახლეობის სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ცენტრალური პროვინცია ნიერი 13 164 4 383 743 333,01
2 სანაპირო პროვინცია მომბასა 82 893 3 325 307 40,12
3 აღმოსავლეთი პროვინცია ემბუ 153 404 5 668 123 36,95
4 ნაირობის პროვინცია ნაირობი 695 3 138 369 4515,64
5 ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია გარისა 126 852 2 310 757 18,22
6 ნიანზის პროვინცია კისუმუ 12 613 5 442 711 431,52
7 რიფტ-ველის პროვინცია ნაკურუ 183 383 10 006 805 54,57
8 დასავლეთი პროვინცია კაკამეგა 8309 4 334 282 521,64
სულ 581 313 38 610 097 66,42

კენია 2010 წლის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად 2013 წლიდან ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 47 ოლქად. ისინი დაჯგუფებულია ქვემოთ ცხრილში იმ პროვინციის ჩვენებით, რომლებშიც ისინი შედიოდნენ 2013 წლამდე, ასევე ტერიტორიებით და 2009 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით:[14][15][16]

საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Mombasa county დაარქივებული 2015-10-12 საიტზე Wayback Machine. მომბასის ოლქი სანაპირო პროვინცია 219 939 370 მომბასა
2 Kwale county დაარქივებული 2015-10-19 საიტზე Wayback Machine. კუალეს ოლქი სანაპირო პროვინცია 8270 649 931 კუალე
3 Kilifi county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. კილიფის ოლქი სანაპირო პროვინცია 12 610 1 109 735 კილიფი
4 Tana River county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. მდინარე ტანას ოლქი სანაპირო პროვინცია 38 437 240 075 ჰოლა
5 Lamu county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ლამუს ოლქი სანაპირო პროვინცია 6273 101 539 ლამუ
6 Taita-Taveta county დაარქივებული 2015-10-18 საიტზე Wayback Machine. ტაიტა-ტავეტის ოლქი სანაპირო პროვინცია 17 084 284 657 ვოი
7 Garissa county დაარქივებული 2015-09-26 საიტზე Wayback Machine. გარისას ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია 44 175 623 060 გარისა
8 Wajir county დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine. ვაჯირის ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია 56 686 661 941 ვაჯირი
9 Mandera county დაარქივებული 2015-10-19 საიტზე Wayback Machine. მანდერის ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია 25 991 1 025 756 მანდერა
10 Marsabit county დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. მარსაბიტის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 70 961 291 166 მარსაბიტი
11 Isiolo county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. ისიოლოს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 25 336 143 294 ისიოლო
12 Meru county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. მერუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6933 1 356 301 მერუ
13 Tharaka-Nithi county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. თარაკა-ნითის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2639 365 330 კათუანა
14 Embu county დაარქივებული 2015-09-26 საიტზე Wayback Machine. ემბუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2818 516 212 ემბუ
15 Kitui county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კიტუის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 30 497 1 012 709 კიტუი
16 Machakos county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. მაჩაკოსის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6208 1 098 584 მაჩაკოსი
17 Makueni county დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. მაკუენის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 8009 884 527 უოტი
18 Nyandarua county დაარქივებული 2015-10-12 საიტზე Wayback Machine. ნიანდარუას ოლქი ცენტრალური პროვინცია 3245 596 268 ოლ-კალუ
19 Nyeri county[მკვდარი ბმული] ნიერის ოლქი ცენტრალური პროვინცია 3337 693 558 ნიერი
20 Kirinyaga county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კირინიაგას ოლქი ცენტრალური პროვინცია 1479 528 054 კერუგოია / კუტუსი
21 Murang'a county დაარქივებული 2015-10-22 საიტზე Wayback Machine. მურანგის ოლქი ცენტრალური პროვინცია 2559 942 581 მურანგა
22 Kiambu county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. კიამბუს ოლქი ცენტრალური პროვინცია 2543 1 623 282 კიამბუ
23 Turkana county დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ტურკანის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 68 680 855 399 ლოდვარი
24 Westpokot county დაარქივებული 2015-10-19 საიტზე Wayback Machine. დასავლეთ პოკოტის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 9169 512 690 კაპენგურია
25 Samburu county დაარქივებული 2015-09-29 საიტზე Wayback Machine. სამბურუს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 21 022 223 947 მარალალი
26 Trans Nzoia county დაარქივებული 2015-10-02 საიტზე Wayback Machine. ტრანს ნზოიის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 2496 818 757 კიტალე
27 Uasin Gishu county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. უასინ გიშუს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 3345 894 179 ელდორეტი
28 Elgeyo-Marakwet county დაარქივებული 2015-10-21 საიტზე Wayback Machine. ელგეიო-მარაკვეტის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 3030 369 998 იტენი
29 Nandi county დაარქივებული 2015-10-22 საიტზე Wayback Machine. ნანდის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 2884 752 965 კაპსაბეტი
30 Baringo county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. ბარინგოს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 11 015 555 561 კაბარნეტი
31 Laikipia county დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. ლაიკიპიის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 9462 399 227 რუმურუტი
32 Nakuru county დაარქივებული 2015-10-01 საიტზე Wayback Machine. ნაკურუს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 7495 1 603 325 ნაკურუ
33 Narok county დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ნაროკის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 17 933 850 920 ნაროკი
34 Kajiado county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. კაჯიადოს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 21 901 687 312 კაჯიადო
35 Kericho county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. კერიჩოს ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 2158 752 396 კერიჩო
36 Bomet county დაარქივებული 2015-10-03 საიტზე Wayback Machine. ბომეტის ოლქი რიფტ-ველის პროვინცია 2792 730 129 ბომეტი
37 Kakamega county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კაკამეგის ოლქი დასავლეთი პროვინცია 3018 1 660 651 კაკამეგა
38 Vihiga county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ვიჰიგის ოლქი დასავლეთი პროვინცია 564 554 622 ვიჰიგა
39 Bungoma county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუნგომის ოლქი დასავლეთი პროვინცია 3032 1 375 063 ბუნგომა
40 Busia county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუსიის ოლქი დასავლეთი პროვინცია 1695 743 946 ბუსია
41 Siaya county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. სიაიის ოლქი ნიანზის პროვინცია 2530 842 304 სიაია
42 kisumu county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. კისუმუს ოლქი ნიანზის პროვინცია 2086 968 909 კისუმუ
43 Homabay county დაარქივებული 2015-10-05 საიტზე Wayback Machine. ჰომა-ბაის ოლქი ნიანზის პროვინცია 3183 963 794 ჰომა-ბაი
44 Migori county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. მიგორის ოლქი ნიანზის პროვინცია 2596 917 170 მიგორი
45 Kisii county დაარქივებული 2015-10-16 საიტზე Wayback Machine. კისიიის ოლქი ნიანზის პროვინცია 1318 1 152 282 კისიი
46 Nyamira county დაარქივებული 2015-10-20 საიტზე Wayback Machine. ნიამირის ოლქი ნიანზის პროვინცია 899 598 252 ნიამირა
47 Nairobi city county დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ნაირობის ოლქი ნაირობის პროვინცია 695 3 138 369 ნაირობი
სულ 581 309,0 38 610 097 ნაირობი

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 44 მილიონი ადამიანი (2013 წლის შეფასება).
  • მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე — დაახლოებით 76 ად. 1 კვ. კმ-ზე.
  • წლიური ზრდა — 2,6 % (ქალაქის — 5,7 %, სოფლის — 2,7 % (2010 წლის შეფასება)).
  • ქალაქის მოსახლეობა — 32,3 % (2009 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 58,8 წელი (58 წელი მამაკაცებისთვის, 59 წელი ქალებისათვის (2010 წლის შეფასება)).
  • შობადობა — 35 ბავშვი 1000 ქალზე (2014 წელი).
  • ფერტილობა — 4,4 დაბადებული ერთ ქალზე (2010 წელი).
  • სიკვდილიანობა — 9 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2010 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის დონე — 53 ბავშვი 1000 ქალზე.
  • საშუალო ასაკი — 18,2 წელი (18,3 წელი მამაკაცებისათვის, 18,1 წელი ქალებისათვის (2014 წელი)).
  • ასაკობრივი სტრუქტურა
    • 0-14 წელი — 42,6 %
    • 15-64 წელი — 55,1 %
    • 65 წელზე უფროსი — 2,3 %
  • განათლების დონე — 85,1 % (90,6 % მამაკაცებისთვის, 79,7 % ქალებისთვის (2007 წლის აღწერა)).
  • შიდსით დაავადებულები — 6,7 % (2003 წლის შეფასება).

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიას ჰყავს საკმაოდ მრავალფეროვანი მოსახლეობა, რომლებიც მოიცავენ აფრიკაში არსებულ ყველაზე უფრო მსხვილ ეთნიკურ, რასობრივ და ენობრივ ჯგუფებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ეკუთვნის ბანტუს ხალხის სხვადასხვა ქვეჯგუფებს, ნილოტების მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად.

ქუშიტური ენების ჯგუფის ხალხი ქვეყანაში ცხოვრობს მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების სახით და შეადგენს მოსახლეობის დაახლოებით 2 %-ს, ისინი ძირითადად წარმოდგენილია ორომოების და სომალელების სახით.

კენიაში ყველასე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია კიკუიუ, რომელიც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ერთ მეხუთედზე ცოტა ნაკლებს. მას შემდეგ, რაც 1963 წელს კენიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყნის პოლიტიკა ხასიათდებოდა ეთნიკური დაძაბულობით და დიდი ჯგუფების ერთმანეთში მეტოქეობით, რომელსაც 2007-2008 წლებში მოჰყვა ეთნიკური ძალადობა და კენიის კრიზისი.

2009 წლის აღწერის შედეგად კენიაში ცხოვრობენ მრავალი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ქვემოთ მოყვანილია 11 ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი[8]:

ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ სხვა აფრიკელები — 13 % და არა-აფრიკელები — 1 %.[17]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და სუაჰილი, ასევე გავრცელებულია ადგილობრივი ენები. ყველა სამთავრობო დოკუმენტის გამოცემა და სკოლებში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილმა იცის სუაჰილი — კენიის მრავალეროვან ხალხებს შორის სასაუბრო ენა, რომლის დაფუძნებულია ბანტუს ენებზე ბევრი არაბული სიტყვების დასესხებით. Ethnologue-ის მონაცემებით, კენიაში გავრცელებულია 69 ენა[18]. მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება ორ დიდ ენობრივ ოჯახს: ნიგერ-კონგოს (ბანტუს ენები) და ნილო-საჰარულს (ნილოტური ენები), რომელზეც შესაბამისად ლაპარაკობენ ბანტუს ხალხი და ნილოტები.

რელიგიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის აღწერით კენიის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია (83 %), აქედან პროტესტანტია მოსახლეობის 47,7 % და კათოლიკე — 23,5 %[7][8]. პროტესტანტების სხვა ჯგუფებს შორის უნდა აღინიშნოს ორმოცდაათიანელები (ორმოცდაათიანელების ღმერთის ასამბლეა და კენიის ღმერთის ასამბლეა), ანგლიკანები, ლუთერანები, ხსნის არმიის მიმდევრები, პრესვიტერიანელები, მეთოდისტები და სხვა.

მუსლიმების რაოდენობა ქვეყანაში შეადგენს – 4 304 798 ადამიანს. ტრადიციული რელიგიების მორწმუნეთა რაოდენობაა – 635 352 ადამიანი, ინდუსების რაოდენობა – 53 393 ადამიანი და სხვა რელიგიების აღმსარებლობის ადამიანთა რაოდენობა – 557 450 ადამიანი. არც ერთ რელიგიას არ განეკუთვნება – 922 128 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ კენიაში ყველაზე უფრო მეტი კვაკერი მსოფლიოში — დაახლოებით 133 000 ადამიანი[19].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენია აფრიკის ვაჭრობის და ფინანსების რეგიონალური ცენტრია. 2011 წელს მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე გაანგარიშებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს — 1750 დოლარს (151-ე ადგილი მსოფლიოში). უმუშევრობის დონე — 40 % (2008 წელი).

კენია აგრარული ქვეყანაა, მრავალდარგობლივი სოფლის მეურნეობის შედარებით მაღალი განვითარების დონით. შედეგად სამთომომპოვებელი წარმოება სუსტადაა განვითარებული და ეკონომიკაში და ქვეყნის სამეურნეო მოღვაწეობის საერთო სტრუქტურაში უმნიშვნელო ადგილი უკავია, თუმცა ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. 2006 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შეადგენდა 21,2 მილიარდ დოლარს (604 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე), აქედან სოფლის მეურნეობაზე მოდის მთლიანი მშპ-ის 28 %, მომსახურების სფეროზე — 55 %, ხოლო მრეწველობაზე — 17 %.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომპოვებელ წარმოებას ძირითადად წარმოადგენს სოდის (მაგადის ტბის რაიონი), ფლუორიტის, სუფრის მარილის, ოქროს და ლალის მოპოვება. 1940—1950-იან წლებში კენიაში არსებული მრავალრიცხოვანი და შეძლებული ევროპული თემის ინიციატივით დაიწყო გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება. შედეგად 1980-იანი წლების დასაწყისში კენია აღმოსავლეთ აფრიკაში იყო მრეწველობის მხრივ ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყანა. გადამამუშავებელი წარმოების ძირითადი დარგებია: კვების, ტექსტილის, პოლიგრაფიული, კერვის, ავტოასაწყობი, ნავთობგადამამუშავებელი, ქიმიური, მანქანამშენებლობის, სპირტიანი სასმელების, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების, ცემენტის, ქაღალდის და ლითონის ნაკეთობების. ქვეყნის მთავარი წარმოების ცენტრებია — ნაირობი და მომბასა. მსხვილი სამრეწველო დაწესებულებები განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში, მაგალითად, ქაღალდის ფაბრიკა ვებუაში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მომბასაში, რომელიც იმპორტულ ნავთობზე მუშაობს.

მინერალური რესურსების მოხმარება და ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში მინერალური რესურსების მოხმარების დონე დაბალია, მაგალითად, ბუნებრივი აირი საერთოდ არ მოიხმარება, ხოლო შესაბამისად არც იმპორტირდება. ნავთობის საბადოებიც ასევე ჯერ არ აღმოჩენილა, ამიტომ კენიის ნავთობით და ნავთობპროდუქტებით საჭიროება კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე. 2006 წელს იმპორტირებული იქნა დაახლოებით 2,2 მილიონი ტონა ნავთობი და დაახლოებით 1,1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი. ქვეყანაში ასევე პრაქტიკულად არ არის მოთხოვნილება ტყვიაზე, რის გამოც ის არ იმპორტირდება. თუთია ქვეყანაში წელიწადში გამოიყენება დაახლოებით 15 ათასი ტონა, რაც არ აჭარბებს მისი მთელ მსოფლიოში გამოყენების 0,1 %-ს. კენია ასევე ახორციელებს ფოლადის ნახევარპროდუქტების იმპორტს. 2001 წელს მათი იმპორტი შეადგენდა 344 ათას ტონას. კენია ისეთი საწარმოო პროდუქციის იმპორტირებას ახდენს, როგორებიცაა ნავთობი, ჩარხები, ავტომანქანები, შავი და ფერადი ლითონების ნაწარმი, სინთეტიკური ფისი, წამლის პრეპარატები და მოწყობილობები. მათი პროცენტული მაჩვენებელი იმპორტირებულ პროდუქციაში შემდეგნაირად ნაწილდება: ნავთობი — 24 %, საწარმოო მოწყობილობები, სასოფლო-სამეურნეო მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები — 25 %, შავი ლითონი — 7 %. ქვეყნიდან მზა ნავთობპროდუქტების ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 0,4 მილიონი ტონა. მათმა ხილვადმა შიდა მოხმარებამ შეადგინა დაახლოებით 2,9 მილიონი ტონა (საერთაშორისო საზღვაო და საავიაციო პორტებში გემებისათვის საწვავით მომარაგების ჩათვლით). ძირითადი საექსპორტო მინერალური რესურსებია ფლუორიტი, სოდა, ცემენტი, ნავთობპროდუქტები. მთავარი მყიდველებია: დიდი ბრიტანეთი — 10,2 %, ნიდერლანდი — 9,4 %, უგანდა — 9,1 %, ტანზანია — 8,9 %, აშშ — 6,4 %, პაკისტანი — 5,7 %. ხოლო ძირითადი მიმწოდებლებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები — 11,9 %, ინდოეთი — 11,8 %, ჩინეთი — 10,3 %, საუდის არაბეთი — 8,3 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 5,9 %, იაპონია — 5,3 %.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მოსახლეობის სამი მეოთხედი და მას მოაქვს მშპ-ის 24 %. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობისთვის უვარგისია. მთავარი მოთხოვნადი კულტურებია: სიმინდი (2,2 მილიონი ტონა), კარტოფილი (1 მილიონი ტონა), ბანანი (510 ათასი ტონა). ისეთი კულტურები, როგორიცაა ჩაი (215 ათასი ტონა, მეოთხე ადგილი მსოფლიოში), ყავა, ხორბალი და ბამბა, გადის ექსპორტზე. ჩაისგან და ყავისგან მიღებული შემოსავალი არასტაბილურია ხშირი გვალვების და არამოსავლიანობის გამო, ასევე მსოფლიო ბაზრებზე მათზე ფასების დაცემით. ქვეყანაში მოჰყავთ სხვა კულტურებიც, როგორებიცაა: ბრინჯი, პომიდორი (260 ათასი ტონა), ანანასი და სხვა.

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001—2003 წლებში კენიაში მუშაობდა ელექტროსადგურები ჯამური 1142 მეგავატი სიმძლავრით. ელექტროენერგიას აწარმოებს 1997 წელს დაარსებული სახელმწიფო კომპანია Kenya Electricity Generating Company (KenGen). Kenya Power-ის და Lighting Company-ის (KPLC) პრივატიზირებული კომპანიები აწარმოებენ ელექტროენერგიის გადაცემას და განაწილებას.

2010 წელს კენიის ოჯახებიდან სულ დაახლოებით 20 % ჩართული იყო ელექტროქსელში[20].

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 225, მათ შორის:
    • მყარი საფარით — 15
    • მყარი საფარის გარეშე — 210

საავტომობილო გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 63 265 კმ, მათ შორის:
    • მყარი საფარით — 8933 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 54 332 კმ

რკინიგზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 2778 კმ (ლიანდაგის სიგანე 1000 მმ)

საწყლოსნო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლების წყაროა ტურიზმი.

კენიის ველური ბუნება იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. აქ შეიძლება ვნახოთ ლომების ნადირობა ანტილოპებზე, ბეჰემოთების ოჯახებით ბანაობა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ფლამინგოების კოლონია. კენიის უზარმაზარი ტერიტორია უკვე 15 წელზე მეტია ეროვნული პარკია და ამიტომ აქ ნებისმიერი ნადირობა მკაცრად ისჯება.

ექსტრემალური დასვენების მოყვარულები აქ ჩამოდიან ჩამქრალ ვულკან კენიაზე ალპინისტური ასვლის განსახორციელებლად.

საგარეო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპორტი — 5 მილიარდი დოლარი (2008 წელი) — ჩაი, ყავა, ხილი, ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები (რეექსპორტი), თევზი, ცემენტი.

ძირითადი მყიდველები — დიდი ბრიტანეთი — 10,2 %, ნიდერლანდები — 9,4 %, უგანდა — 9,1 %, ტანზანია — 8,9 %, აშშ — 6,4 %, პაკისტანი —5,7 %.

იმპორტი — 10,7 მილიარდი დოლარი (2008 წელი) — საწარმოო საქონელი, ნავთობპროდუქტები, ავტომობილები.

ძირითადი მიმწოდებლები — არაბთა გაერთიანებული საამიროები — 11,9 %, ინდოეთი — 11,8 %, ჩინეთი — 10,3 %, საუდის არაბეთი — 8,3 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 5,9 %, იაპონია — 5,3 %.

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედდები კურნავენ მოსახლეობის 80 %-ს, რომლებიც აკითხავენ დისპანსერებს, სამედიცინო ცენტრებს და კერძო კლინიკებს სოფლებში და ქალაქის რაიონებში, სადაც მომსახურების დონე არასაკმარისია. უფრო რთული ავადმყოფობის შემთხვევები გადაეცემა კლინიკის ექიმებს, ექიმებს და ექთნებს. კენიის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებულია 65 000 კვალიფიციური მედდა, 8600 კლინიკის ექიმი და 7000 ექიმი 43 მილიონ მოსახლეზე (ოფიციალური რეესტრის ეს ციფრი მოიცავს იმ ადამიანებსაც, ვინც გარდაიცვალა ან სამუშაოს დაანება თავი, შესაბამისად, ასეთი მუშაკების ფაქტობრივი რაოდენობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი).

მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა ჯანდაცვის სფეროში, კენია ჯერ კიდევ ბევრ სიძნელეებს აწყდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 2009 წელს შემცირდა დაახლოებით 55 წლამდე, რაც 5 წლით ნაკლებია 1990 წლის დონესთან შედარებით.[21] ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ მაჩვენებელი აღწევს დაახლოებით 44 ჩვილს ყოველ 1000 ბავშვზე 2012 წელს.[22] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2011 წელს, დაბადებულთა მხოლოდ 42 % იმყოფებოდა კვალიფიციური სამედიცინო მუშაკთა დაკვირვების ქვეშ.[23]

ღარიბთა ავადმყოფობები პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე და სიმდიდრის განაწილებაზე: მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს დაბლა. ისეთი თავიდან ასაცილებელი ავადმყოფობები, როგორებიცაა: მალარია, შიდსი, პნევმონია, დიარეა და შიმშილი, ყველაზე უფრო დიდი ტვირთია ქვეყნისათვის. ამ და სხვა ბევრი ავადმყოფობების გავრცელების მიზეზებია; სუსტი პოლიტიკა, კორუფცია, ჯანდაცვის სფეროს არაკვალიფიცირებული მუშაკები, სუსტი მართვა ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორში და სხვა. 2009 წლის შეფასებების თანახმად, აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი შეადგენს უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 6,3 %-ს.[24] მაგრამ, 2011 წელს UNAIDS-ის მოხსენების თანახმად, აივ-ის ეპიდემიის პრობლემა კენიაში შეიძლება გაუმჯობესდეს, რადგანაც აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი დაბლა ეცემა ახალგაზრდა ადამიანებისა (15-24 წლის ასაკში) და ორსულ ქალებში.[25] 2006 წელს კენიაში დაფიქსირდა მალარიის დაახლოებით 15 მილიონი შემთხვევა.[26]

კენიაში შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2012 წელს შეფასებულია, როგორც 4,49 ბავშვი ერთ ქალზე.[27] კენიის მთავრობის 2008-2009 წლების გამოკითხვის მონაცემებით, შობადობის ჯამური კოეფიციენტი შეადგენდა 4,6 %-ს, ხოლო გათხოვილ ქალთა შორის კონტრაცეპციის გამოყენების დონე შეადგენდა 46 %-ს.[28] დედათა სიკვდილიანობა მაღალია, რისი მიზეზიც უფრო მეტად ქალთა წინადაცვეთაა[29] და ეს უფრო იმ ქალების დაახლოებით 27 %-ზე მოდის, რომლებმაც ეს პროცესი გადაიტანა.[30] მაგრამ ეს პრაქტიკა თანდათან მცირდება, რადგანაც ქვეყანა ხდება უფრო მეტად მოდერნიზებული და 2011 წელს კი საერთოდ აიკრძალა.[31]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების დღევანდელი სისტემა შედგება 5 ძირითადი დონისაგან: სკოლამდელი განათლება, საბაზისო განათლება, ტექნიკური განათლება, პროფესიონალური განათლება და უმაღლესი განათლება.

1985 წელს კენიის პრეზიდენტმა დანიელ არაპ მოიმ, წარმოადგინა განათლების 8-4-4 სისტემა,[32][33] სადაც 8 წელი ეკუთვნის დაწყებით განათლებას, 4 წელი საშუალოს და ბოლო 4 წელი საუნივერსიტეტო განათლებას. დღეისათვის ქვეყანაში შეიმჩნევა განათლების განვითარების მდგრადი ზრდა. ქვეყანას შეუძლია იტრაბახოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების დიდი რაოდენობით, ასევე კოლეჯების საშუალო რაოდენობით.

კენიაში დაწყებითი განათლება იწყება 5-დან 7 წლამდე ასაკში, როდესაც ისინი დაამთავრებენ საბავშვო ბაღში სიარულს. სასწავლო წელი დაწყებით და საშუალო სკოლებში იწყება იანვარში და მთავრდება ნოემბერში. მოსწავლეებს ეკუთვნით 3 არდადეგები აპრილში, აგვისტოში და დეკემბერში.

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეები გადადიან შემდეგ დონეზე. დაწყებითი სკოლების უმრავლესობაში ბავშვები გაკვეთილებზე სახლიდან დადიან. დაწყებითი სკოლების მცირე რაოდენობა წარმოადგენს სკოლა-ინტერნატებს. კენიის ყველა სახელმწიფო დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს აბარებენ გამოცდებს სტანდარტული რვაწლიანი დაწყებითი განათლების მოწმობის მისაღებად.

2003 წლის იანვარში პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ კვლავ შემოიღო უფასო დაწყებითი განათლება, რომელიც არსებობდა ადრე, 80-იანი წლების შუა პერიოდამდე. 2003 წლიდან განათლება სახელმწიფო სკოლებში გახდა უფასო და სავალდებულო (კენიის კონსტიტუცია, თავი 53, 2010 წელი).

საშუალო სკოლები კენიაში დაყოფილია სამ კატეგორიად – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, თვითდაფინანსებული და კერძო. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლები დაყოფილია ეროვნულ, პროვინციალურ და რაიონულ დონეებად. თვითდაფინანსებული სკოლები ვერ იღებენ სრულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან. კერძო სკოლები იმყოფებიან კერძო ორგანიზაციების ან კერძო პირების განკარგულებაში.

2010 წლიდან დაწყებული, საშუალო ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები შეუძლიათ დაუშვან საუნივერსიტეტო პროგრამებთან.[34] სტუდენტების გარკვეული რაოდენობა თავს ანებებს სწავლას საკუთარი ნებით, ძირითადად ცუდი ნიშნების გამო.

დღევანდელი სისტემით, მოსწავლეები ესწრებიან გაკვეთილებს საშუალო სკოლებში 4 წლის განმავლობაში. მეოთხე სასწავლო წლის ბოლოს, ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატის ასაღებად. 2008 წელს ხელისუფლება გეგმავს უფასო საშუალო განათლების შემოღებას ყველა კენიელი ბავშვისათვის.

კენიაში კერძო საშუალო სკოლები საკმაოდ ძვირია. ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ ალტერნატიული სწავლის სისტემას უკეთესი პირობებით და შესაძლებლობებით, ვიდრე სახელმწიფო სკოლებში. კენიის კერძო სკოლების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს განათლების ბრიტანულ სისტემას. საკმაოდ მცირენი გვთავაზობენ განათლების ამერიკულ სისტემას და რამდენიმე მათგანი გვთავაზობს კენიურ სისტემას.

კენიაში აგრეთვე არსებობს საშუალო განათლების მიღების შემდეგ ორი ან სამწლიანი სწავლის კურსები კოლეჯებში. მათი დამთავრების შემდეგ სტუდენტები ღებულობენ სიგელებს, დიპლომებს და უმაღლეს ეროვნულ დიპლომებს. კურსები, რომლებსაც ეს სასწავლო დაწესებულებები გვთავაზობენ, მოიცავენ ბიზნეს-განათლებას, ბუღალტრულ აღრიცხვას, მდივნის საქმიანობას, მედდის საქმიანობას, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ინფორმატიკას, ჟურნალისტიკას, მედიას, დიზაინს, კულინარულ საქმიანობას, უცხო ენებს, ტურიზმს და ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. ნდობის ან აკრედიტაციის თვალსაზრისით, ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტებს უკავიათ პირველი ადგილი, შემდეგ მოდიან სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, პედაგოგიური კოლეჯები და კერძო სასწავლო დაწესებულებები. თუმცა საერთოდ კოლეჯებში ვერ ანიჭებენ ხარისხს. ხარისხს ანიჭებენ მხოლოდ უნივერსიტეტებში.

კენიაში არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლების სხვა დაწესებულებები. არსებობს 22 სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14 დიპლომირებული კერძო უნივერსიტეტი და 12 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება დროებითი ადმინისტრაციით.

ეს უნივერსიტეტები შექმნილია პარლამენტის 2012 წლის ინსტიტუციონალური აქტების საფუძველზე უნივერსიტეტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საუნივერსიტეტო განათლების განვითარებას, შექმნას, აკრედიტაციას და მართვას. კენიაში უმაღლესი განათლების რეფორმირების შესახებ 2004 წლის მოხსენების თანახმად, ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სწრაფი გაფართოება იყო უმაღლეს განათლებაზე მზარდი მოთხოვნის სპონტანური პასუხი.

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის მასმედია მოიცავს 90-ზე მეტ FM-რადიოსადგურს, 15-ზე მეტ სატელევიზიო სადგურს და გაზეთების და ჟურნალების დაუდგენელ რაოდენობას. პუბლიკაციებში ძირითადად გამოიყენება ინგლისური ენა, თუმცა ზოგჯერ სუაჰილის ენაზეც იბეჭდება სტატიები. ადგილობრივი ენები გამოიყენება მაუწყებლობაში, ძირითადად რადიოში.

კენიის საერთოეროვნული მაუწყებელი მხოლოდ სახელმწიფო რადიოსამაუწყებლო კორპორაციაა. ის მაუწყებლობს ინგლისურ და სუაჰილის ენებზე და აგრეთვე სხვადასხვა ადგილობრივ ენებზე. Royal Media services — მსხვილი კერძო საერთო ეროვნული მაუწყებელია. ის ასევე გადაცემების ტრანსლირებას აკეთებს ინგლისურ და სუაჰილის ენებზე და აგრეთვე სხვადასხვა ადგილობრივ ენებზე. ათეულობით კერძო რადიო და სატელევიზიო სადგურებს აქვთ საკუთარი დიაპაზონები.

კენიაში მასმედიას არეგულირებენ საკანონმდებლო ორგანოები კენიის მასობრივი ინფორმაციის საბჭოს საშუალებით. კენიის მასობრივი ინფორმაციის საბჭო დამოუკიდებელი ეროვნული ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წლის კანონით შექმნილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.[35] მისი ამოცანაა ჟურნალისტების, მასმედიის საშუალებების რეგისტრირება და აკრედიტიზაცია, მოსახლეობის მოთხოვნების განხილვა და კენიაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების წლიური აუდიტის გამოქვეყნება და შექმნა.[36]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

KBC, NTV, KTN, Citizen TV, K24 ყველაზე დიდი სატელევიზიო სადგურებია კენიაში, როგორც გარემოცვის, ისევე მაყურებლების მხრივ. სულ ახლახან ისეთმა გასართობმა ტელევიზიებმაც სცადეს კენიის სატელევიზიო სივრცის დაპყრობა, როგორებიცაა Kiss TV, 24-საათიანი Music TV და Classic TV, რომლების ტრანსლირებაც ხდება აფრიკული კონტენტით ფილმების, პროგრამების და მუსიკის სახით. ციფრული ტელევიზიის მიღება ასევე შესაძლებელია კენიაში, როგორებიცაა SmartTV და DSTV.

რადიო და სატელევიზიო ლიცენზიების 100-ზე მეტი მოთხოვნა იმყოფება განსახილველად კენიის საკომუნიკაციო კომისიაში, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა კენიის კავშირგაბმულობის დარგში. მისი ამოცანაა კენიის სატელეკომუნიკაციო, რადიო და საფოსტო სამსახურების ლიცენზირება და რეგულირება.

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

KBC, Citizen FM, Kiss FM (pop), Classic FM (classics), Capital FM (rock და pop), Easy FM (R&B), Metro FM (Reggae), X FM (Rock), Homeboyz Radio (Hip hop და R&B) პოპულარული რადიოსადგურებია კენიაში, როგორც გარემოცვის, ისევე მსმენელების მხრივ. ზოგიერთი ავტორიტეტული კერძო რადიოსადგური მაუწყებლობს ადგილობრივ ენებზე, მათ შორის Kameme FM და Coro FM (კიკუიუს ენა), Metro East FM (ჰინდის ენა), Chamgei FM, Kass FM და Rehema Radio (კალენჯინის ენა), Lake Victoria (ლუოს ენა), Mulembe FM (ლუჰიას ენა), Mbaitu FM (კამბას ენა), Star FM (სომალური ენა).[37]

მაგრამ რადიოების უმრავლესობა ეკუთვნის რამდენიმე მედია კომპანიას. ეს კომპანიებია: KBC, Nation Media Group, Standard Media Group, Radio AFrica Group, Royal Media Service, MediaMax Communication Group და სხვა.

ბეჭვდითი ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიაში გამოდის ორი დამოუკიდებელი ეროვნული გაზეთი Daily Nation და The Standard, ასევე რეგიონალური და სპეციალიზირებული გაზეთები, როგორებიცაა Business Daily და The Star, რომლებიც ხასიათდებიან ხარისხიანი ინფორმაციით, როგორც ყოველკვირეული The East African, რომელიც იბეჭდება ნაირობიში, დარ-ეს-სალამში და კამპალაში.[38]

კიბაკის ხელისუფლების დროს, მასმედიას ჰქონდა უფრო მეტი რედაქციული თავისუფლება, ვიდრე წინა წლებში და პრესის თავისუფლების ბოროტად გამოყენების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მასმედიის საშუალების პოლიტიკაზე გრძელდება ზეწოლა.

კენიაში გამოდის რამდენიმე ჟურნალი, რომელთაგან უმრავლესობა იბეჭდება ყოველთვიურად, ხოლო მცირე რაოდენობით თვეში ორჯერ. ჟურნალები მოიცავენ საზოგადოებრივი ინტერესების ფართე სპექტრს, როგორიცაა ბიზნესი, ცხოვრების წესი, პოლიტიკა, გართობა, მასმედია და სხვა სოციალური საკითხები.[39]

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასმედიის ყველა საშუალებას აქვს საკუთარი საიტი, რომლებსაც ისინი იყენებენ ახალი ამბების და სხვა ინფორმაციის გადმოსაცემად. კენიის ახალი ამბებისთვის ასევე იზრდება ონლაინ-ჟურნალები, ბლოგები და საიტები. კენიაში ზოგიერთი ტოპ ინტერნეტ ახალი ამბების კომპანიები მოიცავენ ახალგაზრდულ გასართობ კომპანიას, likes of Ghafla!, Daily Post, DailyPost Kenya, inairobi,[40] Kenya Moja, Kahawa Tungu, Buzz Kenya, Mpasho news და ბევრ სხვას.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის კულტურას მრავალი ტენდენცია გააჩნია. კენიას აქვს კულტურის არა ერთი სახეობა, რომელიც მას გამორჩეულს ხდის. კენიის კულტურა შედგება მრავალი ელემენტებისაგან, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა თემები წარმოადგენენ.

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის სამზარეულო მრავალფეროვანია, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ. კერძებში სიმინდის და სხვა მარცვლეული კულტურების გამოყენება სხვადასხვა რეგიონებში თავისებურია, ასევე ფეტვს და სორგოს მიირთმევენ ხორცის და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობებთან ერთად. კერძებს, რომლებსაც კენიაში ყველგან მიირთმევენ ჰქვიათ ugali, sukuma wiki და nyama choma.

Sukuma Вики სუაჰილის ენაზე ნიშნავს „კვირამდე გაგრძელებას“. ეს ჩვეულებრივი, უბრალო კერძია, რომელიც ბოსტნეულითაა მომზადებული, რომელსაც დიდი რაოდენობით კომბოსტოც ურევია. ის ასევე შეიძლება მომზადდეს მანიჰოტის, ბატატის ან გოგრის ფურცლებისაგან. nyama choma მაყალზე შემწვარი თხის ან ცხვრის ხორცია. მას, როგორც წესი მიირთმევენ ugali-სთან და kachumbari-ისთან ერთად.

ლუჰუას ხალხს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის დასავლეთ რაიონებში, ingokho (ქათმის ხორცი) და ugali ყველაზე საყვარელი კერძია. ამას გარდა ისინი ასევე მიირთმევენ tsisaka-ს, miroo-ს, managu-ს და სხვა კერძებს. კიკუიუს ხალხს შორის, რომლებიც ცხოვრობენ კენიის ცენტრალურ ნაწილში, ngwaci-ის (ბატატი), ndũma-ს (ტაროს ფესვები, კენიაში ცნობილი, როგორც მარანტა), ikwa-ს (იამსი) და mianga-ს (მანიჰოტი) ბევრი გორგლი მოიხმარება საკვებში. პარკოსნები, როგორებიცაა ცერცვი და ლობიო კიკუიუს ხალხში ცნობილია, როგორც njahi. ლუოს ხალხში, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, ვიქტორიის ტბის ირგვლივ, „kuon“ (Ugali) და თევზეული ერთ-ერთი საყვარელი კერძია, ასევე „gweno“ (წიწილა), „Aliya“ (მზეზე გამომშრალი ხორცი) და მწვანე ბოსტნეული, როგორებიცაა „Osuga“, „Akeyo“, „Muto“ და „Bo“, იჭმევა Ugali-სთან ერთად.

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიაში ცხოვრობს 42-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საკუთარი ტრადიციული წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები, რომლებიც მხოლოდ მათთვის არის დამახასიათებელი.

კილეტა — ბამბის ქსოვილია, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა ფერებში და დიზაინში. მას ჩვეულებრივ ატარებს კენიის მოსახლეობის დიდი ნაწილი. თუმცა კილეტას აფრიკის ბევრ სხვა ქვეყნებშიც იცმევენ, მას კენიაში მაინც არა აქვს ოფიციალური სახე, მას მხოლოდ იცმევენ ცერემონიებისა და არაოფიციალური ფუნქციების დროს. მასაის ხალხი იცვავს მუქ-წითელ ტანსაცმელს, რომელიც მათი მიწისადმი სიყვარულს და მასზე დამოკიდებულების სიმბოლოა. ის ასევე აქცენტს აკეთებს ვაჟკაცობაზე და სისხლზე, რაც მათ ბუნებამ მისცა.

კანგა (ჰანგა, ლესო) — ქსოვილის სახეობაა, რომელიც ფართედ გამოიყენება კენიის თითქმის ყველა სახლებში. კანგა ტანსაცმლის მცირე ნაწილია, დაახლოებით 1,5 მეტრი 1 მეტრზე, რომელსაც ძირითადად ატარებენ ქალები წელის და ტორსის ირგვლივ.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიაში განვითარებულია სხვადასხვა მუსიკალური სტილი, შემოტანილი იმპორტული მუსიკიდან, afro-fusion-დან და Benga music-დან ტრადიციულ ხალხურ სიმღერებამდე. გიტარა ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია კენიის მუსიკაში და სიმღერებს ხშირად თან ახლავს გიტარის რთული რიტმები. ყველაზე ცნობილი გიტარისტი XX საუკუნის დასაწყისში იყო ბონი მაკიე. ამავე საუკუნის 60-იანი წლების სხვა ცნობილი მუსიკოსებია ფადილი უილიამი, რომელიც ბევრის მიერ აღიარებულია ჰიტ „გრეის ფილიპსის“ ავტორად.

კენიის 1980-იანი და 1990-იანი წლების პოპულარული მუსიკა შეიძლება დავყოთ ორ ჟანრად: სუაჰილური ხმა და კონგოს ხმა. არსებობს სხვადასხვა რეგიონალური სტილი და ზოგიერთი შემსრულებელი ასრულებს ტურისტებზე ორიენტირებულ „ჰოტელ პოპს“, რომელიც საკმაოდ ჰგავს დასავლურ მუსიკას. Them Mushrooms, რომელსაც შემდგომში სახელად დაერქვა Uyoga, იმ ეპოქაში იყო ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფი.

თანამედროვე პოპულარული მუსიკის ახალი მიმდევრობები ძირითადად აღმოცენდნენ უახლოეს წარსულის ადგილობრივი დასავლური მიმართულების ჰიპ-ჰოპიდან. გაჩნდა ორი ქვეჟანრი: „Genge“ და „Kapuka“. ამან კენიის პოპულარულ მუსიკაში გამოიწვია რევოლუცია და ამ ინდუსტრიის შექმნაში დომინანტი ახალგაზრდობაა. ასევე არსებობს კენიის მიწისქვეშა ჰიპ-ჰოპი, რომელიც რადიოში ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, ვიდრე Genge ან Kapuka. ამ მუსიკის პიონერებია Poxi Presha, Kalamashaka და K-South. ნაირობიში ჰიპ-ჰოპი მუსიკალური კულტურის სტილია. იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც უსმენდნენ რეპს არსებობს დიდი განსხვავება ქვეყანაში მათი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ამასთან მათი უმრავლესობა ეკონომიკურად ძლიერი ფენებიდანაა. ტანსაცმელზე გამოსახულ ჰიპ-ჰოპს, ასევე ჟურნალებს, კომპაქტ-დისკებს და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს იძენენ მხოლოდ შეძლებული ადამიანები.[41]

კენიის ძირითადი მუსიკოსებია Nameless, Redsan, Necessary Noize, Nonini, Juacali, Kleptomaniax, Longombas, Suzzanna Owiyo, Achieng Abura, Eric Wainaina და სხვები. მათი სტილი მოიცავს რეგის და რაგას, პოპს, afro-fusion-ს და ჰიპ-ჰოპს. კენიის თანამედროვე მუსიკა ხდება საკმაოდ პოპულარული აფრიკის მუსიკალურ არხებზე, როგორებიცაა Channel O და MTV Base.

ყოველწლიური მუსიკალური პროგრამა — Kisima Music Awards, რომელიც ეძებს მუსიკალურ ტალანტებს მთელ აღმოსავლეთ აფრიკაში, დაარსებულია კენიაში და დღესაც ამ ქვეყანაში მდებარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის ლიტერატურას ღრმა ისტორია გააჩნია: ქვეყანაში დასახლებულმა სხვადასხვა ხალხის მდიდარმა ფოლკლორმა მხატვრული სიტყვის განვითარებისთვის შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი. XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება პირველი ცნობილი წერილობითი ნაწარმოები — „წიგნი ირაკლიის შესახებ“ (Juo ja Herkal), დაწერილი სუაჰილის ენაზე. იმავე ეპოქის მეორე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები ისევე, როგორც „წიგნი ირაკლიის შესახებ“, მიეკუთვნება Utenzi-ს ჟანრს.

თანამედროვე მწერლების ნაშრომები ძირითადად ქვეყნდება ინგლისურ ენაზე და სუაჰილზე, რაც დაკავშირებულია ენობრივი პოლიტიკის თავისებურებებით, რომლის ფარგლებშიც კენიაში საგანმანათლებლო სფეროში მთავარ როლს ასრულებს ინგლისური ენა, სუაჰილის ენა კი მეორეხარისხოვანია, ხოლო ათეულობით სხვა ენა[42], რომელზეც ლაპარაკობენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, ითვლება საკმაოდ მცირედ, რომ ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს მათზე წიგნების ბეჭვდა[43].

XIX საუკუნეში კენიის ლიტერატურას წარმოადგენდნენ ისეთი პოეტები, როგორებიცაა მუიაკა ბენ ჰაჯი ალ-ჰასანი (1776—1840 წლები) და მვანე კუპონა (?-1860).

დღევანდელ დღეს მცხოვრებ და მოღვაწე კენიელ მწერლებს შორის არც თუ ისე ცოტაა ისეთები, ვინც ცნობილია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბევრმა მათგანმა დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, როდესაც მათ მიიღეს პრესტიჟული პრემიები ლიტერატურის დარგში.

1978 წელს ლოტუსის პრიზი ლიტერატურაში (Lotus Prize for Literature) მიიღო მეჯა მვანგიმ[44].

კეინის პრემიის ლაურეატები გახდნენ ზედიზედ ორი კენიელი მწერალი: 2002 წელს — ბინიავანგა ვაინაინა; 2003 წელს — ივონ ადიამბო ოვუორი (Yvonne Adhiambo Owuor). შორტლისტერებს შორის სხვადასხვა წლებში ასევე იყვნენ მუკომა ვა ნგუგი (Mũkoma wa Ngũgĩ), ლილი მაბურა, პარსელელო კანტაი და მუტჰონი გარლანდი[45].

თანამეგობრობის მწერლების პრემია მიღებული აქვთ მოიეს გ. ვასანჯის (M. G. Vassanji) (1990 წელს)[46] და მარგარეტ ოგოლას (Margaret Ogola) (1995 წელი)[47].

ჟურნალ „ისტ ეფრიკანის“ მიერ შექმნილ აფრიკის 25 წამყვანი მწერლის რეიტინგში კენიას წარმოადგენს ნგუგი ვა ტიონგო[48].

ცნობილ კენიელ ლიტერატორებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი მწერლები, როგორებიცაა გრეის ოგოტი (Grace Ogot)[49], ფილო იკონია (Philo Ikonya)[50], აბდილატიფ აბდალა (Abdilatif Abdalla)[51] და სხვები.

კენიაში გამოდის ბინიავანგა ვაინაინას მიერ დაარსებული ლიტერატურული ჟურნალი „Kwani?“[52].

ინგლისურ და სუაჰილის ენებზე დაწერილ საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებებისთვის იძლევა კენიის ეროვნული ჯომო კენიატას სახელობის ლიტერატურული პრემია (Jomo Kenyatta Prize for Literature), რომელსაც სახელი დაერქვა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ჯომო კენიატას პატივსაცემად[53].

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლება არ ეხმარება კენიის კინოინდუსტრიას. რამდენიმე ფილმის გადაღება ამის გამო შეწყდა კიდევაც. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რამდენიმე უცხოური გადაღება მაინც განხორციელდა. ასეთი ბოლო ფილმი — „ერთგული მებაღე“ გადაიღო რეჟისორმა ფერნანდუ მეირელისმა, სადაც მთავარ როლებში გამოდიან რეიფ ფაინზი და რეიჩელ ვაისი. ბოლო დროს კენიაში გადაღებული სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია ოსკარის მფლობელი „არსად აფრიკაში“ და „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“.

„შინა, ჯუნგლების დედოფალი“ ცნობილი გახდა 1980-იან წლებში და გახდა ერთ-ერთი პირველი უცხოური ფილმი, რომელიც მთლიანად კენიაში იქნა კენიაში. მეორე კენიაში გადაღებული საკმაოდ ცნობილი ფილმია კარენ ბლიკსენისაფრიკიდან“, მთავარ როლებში რობერტ რედფორდი და მერილ სტრიპი და რეჟისორ სიდნი პოლაკისთავისუფლად დაბადებული“, რომელიც ჯოი ადამსონის ავტობიოგრაფიის მიხედვითაა შექმნილი. 1999 წელს ფილმ „ლომებთან ერთად სიარულის“ ნაწილი, სადაც მონაწილეობდა მსახიობი რიჩარდ ჰარისი, გადაღებული იქნა კენიაში. უნდა აღინიშნოს ფილმებში მონაწილე კენიელი მსახიობები: პოლ ონსონგო, დევიდ მულვა, სიდედე ონიულო, ჯონ სიბი ოკუმუ და ნჯერი ოსააკი.

შვეიცარიელ ქალზე გადაღებული გერმანული ფილმი „თეთრი მასაი“, სადაც ქალი შეყვარებული იყო მასაიელ მეომარზე, მიიღო პრემია, როგორც 2006 წლის საუკეთესო უცხოურმა ფილმმა, თუმცა ამას კენიაში კარგად ვერ შეხვდნენ. „იდი ამინის აღმაფრენა და დაცემა“, რომელიც ასახავს უგანდელი დიქტატორის ცხოვრებას, გადაღებულია კენიაში და კენიელი რეჟისორის და პროდიუსერის შარად პატელის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ადგილობრივი კენიელი კინემატოგრაფებია: ინგოლო ვა კეია, ალბერტ უანდაგო და ჯუდი კიბინგე. „არსად აფრიკაში“, რომელსაც მიღებული აქვს გერმანული ჯილდოები, მოგვითხრობს კენიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მცხოვრებ გერმანელ დევნილებზე. ფილმის დიდი ნაწილი მიმდინარეობს კენიაში და მრავალ სცენებში მონაწილეობენ, როგორც კენიელი, ასევე გერმანელი მსახიობები.

ზოგიერთი ბოლო ცნობილი დადგმის ეკრანიზებაში მუსიკალური გაფორმება შესრულებულია ჯგუფების U2-ს, რობი უილიამსის, R.E.M.-ის მიერ, რომლებიც 2005 წლის ივლისში ასევე მონაწილეობდნენ Live 8-ის კონცერტებში ევროპაში და აშშ-ში.

კენიის კინოკომისია (KFC) შეიქმნა კენიის ხელისუფლების ინიციატივით 2005 წელს, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის შუიდან.

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიაში ყოველწლიურად ტარდება სკოლების და კოლეჯების დიდი დრამატული ფესტივალი. კენიის ეროვნული თეატრი მდებარეობს ნაირობიში, ოტელ ნორფოლკის მოპირდაპირე მხარეს. თეატრის საშემსრულებლო ჯგუფები მონაწილეობენ ელიუდ აბუტოს მხატვრული ხელოვნების ფესტივალში. მასში რეგულარულად გამოდიან კენიის ეროვნული თეატრი, Alliance Francaise, პროფესიონალური ცენტრის ბაზაზე შექმნილი Phoenix Players, Heartsrings Ensemble და ქალაქ მომბასაში მდებარე მომბასის პატარა თეატრალური კლუბი.

კენიის თეატრალური სცენის გამორჩეულ სახეებს წარმოადგენენ მსახიობები სტელა ავინჯა მუკა და ენ უანჯუგუ. ცნობილი რეჟისორი ტირუს გატვე დღეისათვის კენიაში ყველაზე გამოჩენილი თეატრალური რეჟისორია. 1990-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში, ვაჰომე მუტაჰი გაჰყვა ლეგენდარული ნგუგი ვა ტიონგოს გზას, როდესაც მან იგიზას ნაწარმოებები გააერთიანა ტირუს გატვესთან და დაიწყო „სახალხო თეატრის“ პროექტის რეალიზირება, სადაც მთელი ქვეყნის ღამის კლუბებში ხორციელდებოდა ბევრი დადგმები, ძირითადად პოლიტიკური ფელეტონების სახის.

ხელოვნების სხვა ცნობილი რეჟისორებია კაროლ ოდონგო და მბეკი მვალიმუ, ასევე მუმბი კაიგვა, რომელიც დღეისათვის ერთადერთი ქალი რეჟისორია კენიაში. ასევე აღსანიშნავები არიან შემდეგი კენიელინ რეჟისორები: ჯორჯ მუნგაი, ქეიტ პირსონი, სემი მვანგი, ჯონ სიბი-ოკუმუ და ვიქტორ ბერი.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენიის ეროვნული მუზეუმები (NMK) — სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მართავს მუზეუმებს, ღირსშესანიშნაობებს და ძეგლებს კენიაში. ის ატარებს ეროვნული მემკვიდრეობის გამოკვლევებს და აქვს შესწავლის გამოცდილება პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში და ბიომრავალფეროვნებაში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მუზეუმების ბორცვზე, უჰურუს გზატკეცილის გვერდით, ცენტრალურ საქმიან ზონასა და ვესტლენდსს შორის ნაირობიში. კენიის ეროვნული მუზეუმების კორპორაცია დააარსა აღმოსავლეთ აფრიკის ბუნებრივი ისტორიის საზოგადოებამ (E.A.N.H.S.) 1910 წელს. საზოგადოების მთავარი მიზანი მუდამ იყო აღმოსავლეთ აფრიკის ცხოვრების წესების ბუნებრივი ატრიბუტების მუდმივი სამეცნიერო შესწავლა. მუზეუმებში ინახება კოლექციები, ასევე დროებითი და მუდმივი გამოფენები. დღეისათვის კენიის ეროვნული მუზეუმების კორპორაცია მართავს 22-ზე მეტ რეგიონალურ მუზეუმს და კულტურულ ძეგლს მთელ ქვეყანაში.[54]

კენიის ეროვნული მუზეუმების კორპორაციის შემადგენლობაში მუშაობს რამდენიმე მუზეუმი, მათ შორისაა:

კენიის ეროვნული მუზეუმების კორპორაციის კონტროლ ქვეშაა შემდეგი ღირსშესანიშნაობები და ძეგლები:

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვასკო და გამას კოლონა მალინდაში (XVI ს);
  • იესოს ფორტი მომბასაში (XVI ს.);
  • სიბილოის ეროვნული პარკი;
  • მაუნთ-კენიის ბუნებრივი ტყე.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენია აქტიურად მონაწილეობს მთელ რიგ სპორტულ სახეობებში, მათ შორისაა: კრიკეტი, რალი, ფეხბურთი, რაგბი და კრივი. ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი მიღწევებით მძლეოსნობის საშუალო და გრძელ დისტანციებზე რბენებში, აქვს სტაბილური შედეგები ოლიმპიურ და თანამეგობრობის თამაშებში სხვადასხვა დისტანციებზე, განსაკუთრებით 800 მეტრზე, 1500 მეტრზე, 3000 მეტრზე წინაღობებით, 5000 მეტრზე, 10 000 მეტრზე და მარათონში. კენიელი სპორტსმენები (განსაკუთრებით კალენჯინის ხალხი) მსოფლიოში აგრძელებენ დომინირებას ამ დისტანციებზე, თუმცა მაროკოელი და ეთიოპიელი სპორტსმენებისგან კონკურენციამ შეამცირა ეს დომინირება.

ბოლო დროს კენიის მძლეოსნობის წრეებში შეიმჩნევა წინააღმდეგობები, რის გამოც მთელი რიგი კენიელი მძლეოსნები წარმოადგენენ სხვა ქვეყნებს, უპირველესად, ბაჰრეინს და კატარს.[57] კენიის სპორტის სამინისტრო ცდილობს შეაჩეროს დეზერტირობა, მაგრამ ისინი მაინც მიდიან სხვა ქვეყნებში. ამ დეზერტირობის უმრავლესობა გამოწვეულია ეკონომიკური ან ფინანსური ფაქტორებით. ზოგიერთი ელიტარული კენიელი მორბენალი, რომლებიც ვერ წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას მსოფლიო სარბიელზე, უცხოეთში მიდიან და მათ ღირსებას იცავენ.

კენია აფრიკაში იყო წამყვანი ძალა ქალთა ფრენბურთში. მისმა კლუბებმა და ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა სხვადასხვა კონტინენტური ჩემპიონობა ბოლო ათწლეულში. ქალთა ნაკრები მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში და მსოფლიოს ჩემპიონატებში, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. კრიკეტი კიდევ ერთი პოპულარული და ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის სახეობაა. კენია მონაწილეობს მსოფლიო თასზე კრიკეტში 1996 წლიდან. კენიის ნაკრები ამ სახეობაში გარეულია მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში და ნახევარფინალშიც გავიდა 2003 წლის ტურნირში. მათ გაიმარჯვეს ნაირობიში ჩატარებული პირველ მსოფლიო კრიკეტ ლიგის I დივიზიონის ტურნირი და მონაწილეობდა მსოფლიოს Т20-ში. ნაკრების დღევანდელი კაპიტანია რაკეპ პატელი.[58] ნაკრები მონაწილეობას იღებდა 2011 წლის კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატში. ლუკას ონიანგო პროფესიონალი რაგბი ლიგის მოთამაშეა, რომელიც თამაშობს Oldham Roughyeds-ის გუნდში. ის ასევე თამაშობდა რაგბი ლიგის Widnes Vikings-ში და რაგბის კავშირის Sale Sharks-ში.[59] რაგბი ხდება უფრო და უფრო პოპულარული. კენიის შვიდკაცა რაგბის ნაკრები ერთ-ერთი მოწინავეა აფრიკის კონტინენტზე რაგბის ამ სახეობაში. უკანასკნელ ათწლეულში აღმავლობას განიცდის თხუთმეტკაცა რაგბის ნაკრებიც. კენიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ასევე რეგიონალური ცენტრია ფეხბურთში. მაგრამ, მისი ლიდერობა ეჭვ ქვეშ დადგა კენიის ფეხბურთის ფედერაციის დაშლის გამო,[60] რის გამოც მას ფიფაში წევრობა შეუჩერდა, რომელიც გაუქმდა 2007 წლის მარტში.

კენიაში ყოველწლიურად იმართება მსოფლიოში ცნობილი „საფარის რალი“, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ რთულ მარშრუტადაა მიჩნეული.[61] ის იყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში, 2002 წლამდე, სანამ ფინანსური პრობლემების გამო ის არ შეწყდა თუმცა რალი მაინც ყოველწლიურად იმართება აფრიკის ჩემპიონატის ეგიდით. მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ დაბრუნდებიან რალის მსოფლიო ჩემპიონატებს უახლოეს წლებში.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი დღესასწაულები[62]
1 იანვარი ახალი წელი
გარდამავალი დიდი პარასკევი
გარდამავალი აღდგომა
გარდამავალი აღდგომის ორშაბათი
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე
1 ივნისი მადარაკის დღე
გარდამავალი ურაზა-ბაირამი (რამადანის დასასრული)
20 ოქტომბერი გმირების დღე
12 დეკემბერი რესპუბლიკის დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2011-04-04.
  2. კენიის დახასიათება 2009 წლის მოსახლეობის აღწერასთან ერთად
  3. Kenya-Census-2009
  4. Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
  5. Citypopulation
  6. კენიის პროვინციების ტერიტორია და მოსახლეობა 2009 წელს
  7. 7.0 7.1 კენიის მოსახლეობა 2009 წელს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-14. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
  8. 8.0 8.1 8.2 kenya-population (2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
  9. cia.gov — The World Factbook Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2011-04-04.
  10. www.britannica.com
  11. World Statesmen.Kenya.
  12. BBC News - Kenya election: Uhuru Kenyatta hails 'democracy triumph'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2013-03-10.
  13. Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-30. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  14. 14.0 14.1 Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.
  15. Kenya National Bureau of Statistics; and the final report of the IEBC as ratified in the National Assembly Constituencies and County Assembly Wards Order, 2012
  16. Statoids
  17. CIA – The World Factbook – Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2011-04-04.
  18. Languages of Kenya
  19. Finding Quakers Around the World დაარქივებული 2010-12-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  20. Denis Gathanju, Kenyan Women Light Up Villages with Solar Power 13 ივლისი 2010 г[მკვდარი ბმული]
  21. UNICEF Statistics: Kenya დაარქივებული 2019-06-04 საიტზე Wayback Machine. . Unicef.org.
  22. Infant Mortality ranks დაარქივებული 2020-08-02 საიტზე Wayback Machine. . The World Factbook
  23. WHO Health-Related Millennium Development Goals Report 2011
  24. CIA World Factbook: HIV/AIDS – Adult Prevalence Rate Rankings დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. . Cia.gov. Retrieved 23 April 2012
  25. World AIDS Day Report 2011 დაარქივებული 2014-08-24 საიტზე Wayback Machine. UNAIDS
  26. "Kenya", pp. 111–113 in World Malaria report 2009. WHO
  27. IFs Forecast – Version 7.00 – Google Public Data Explorer. ციტირების თარიღი: 15 February 2015.
  28. Kenya – Kenya Demographic and Health Survey 2008–09 დაარქივებული 2019-01-02 საიტზე Wayback Machine. . Kenya National Data Archive (KeNADA)
  29. Country Profile: Kenya. Federal Research Division. Library of Congress (June 2007). ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  30. WHO – Female genital mutilation and other harmful practices. ციტირების თარიღი: 15 February 2015.
  31. Boseley, Sarah (8 September 2011). „FGM: Kenya acts against unkindest cut“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 7 January 2012.
  32. Ferre, Celine (February 2009). „Age at First Child: Does Education Delay Fertility Timing? The Case of Kenya“ (PDF). Policy Research Working Paper (4833). World Bank. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  33. Eshiwani, G.S. (1990). „Implementing Educational Policies in Kenya“ (PDF). Africa Technical Department Series Discussion Paper (85). World Bank. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  34. Vocational Education in Kenya. UNESCO-UNEVOC (November 2012). ციტირების თარიღი: 12 June 2014.
  35. Code of Conduct for the Practice of Journalism in Kenya http://www.mediacouncil.or.ke/index.php?option=com_content&view=article&id=23&Itemid=90[მკვდარი ბმული]
  36. Function of the Media Council of Kenya http://www.mediacouncil.or.ke/index.php?option=com_content&view=article&id=22&Itemid=34 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
  37. Star FM | The Voice of Nep.
  38. Kenya country profile. Library of Congress Federal Research Division (June 2007). Lazarus Albert Community radio This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  39. List of Kenyan Magazines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  40. inairobi, inairobi. inairobi. http://www.inairobi.com.+ციტირების თარიღი: 23 September 2014.[მკვდარი ბმული]
  41. Rebensdorf, Alicia. “‘Representing the Real’: Exploring Appropriations of Hip-hop Culture in the Internet and Nairobi.” Senior Thesis, Lewis & Clark.
  42. Kenya. Languages. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  43. Nathan Oyori Ogechi, Emily Bosire-Ogechi. (2002) Educational Publishing in African Languages, With a Focus on Swahili in Kenya. Nordic Journal of African Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-01. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  44. Meja Mwangi. British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-01. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  45. The Caine Prize winners. The Caine Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-23. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  46. NDUTA WAWERU. (2014-01-29) MG Vassanji inspires young writers. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  47. Margaret A. Ogola. (1994) The River and the Source. Google. წიგნები. Focus Books. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  48. Mwenda Micheni. (2010-09-27) The top 25 African writers. The EastAfrican. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  49. PETER NGANGI NGULI. (2013-09-11) Grace Ogot took the African story to the world. The Standard. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  50. Philo Ikonya. PEN International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  51. Abdilatif Abdalla. Institut für Afrikanistik. Leipzig University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  52. Michelle Pauli. (2003-07-15) Kenya celebrates Caine prize double. The Guardian. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  53. Jomo Kenyatta Prize for Literature Award - 2013. Kenya Publishers Association (2013-09-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  54. NMK, "National Museums of Kenya," 2006-03-31, Museums.or.ke, web: MuseumsOR
  55. Our Museums. National Museums of Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-16. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  56. Sites & Monuments. National Museums of Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-16. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  57. IAAF: Changes of Allegiance 1998 to 2005 დაარქივებული 2013-05-09 საიტზე Wayback Machine. .
  58. Cricket Kenya website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: 2015-11-28.
  59. Nakuru upset KCB in Kenya Cup. Daily Nation (25 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 16 April 2010.
  60. New Vision, 3 June 2004: Wrangles land Kenya indefinite FIFA ban დაარქივებული 2008-01-10 საიტზე Wayback Machine.
  61. The Auto Channel, 21 July 2001: FIA RALLY: Delecour takes points finish on Safari Rally debut
  62. holidays
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: