ArchiCAD

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ArchiCAD

ArchiCAD 11 — სართულის გეგმა — Windows
მწარმოებელი Graphisoft
ბოლო გამოშვება 21 / 2 მაისი, 2017
ოს მაიკროსოფტ ვინდოუსი
ჟანრი არქიტექტურული მოდელირება
ლიცენზია GNU General Public License
საიტი graphisoft.com

ArchiCAD[1] — კომპანია Graphisoft-ის პროგრამული პაკეტი, განკუთვნილი არქიტექტურული მოდელირებისათვის.

„ვირტუალური შენობა“ — საბაზისო იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ArchiCAD-ის პაკეტი ბაზირებულია „ვირტუალური შენობის“ იდეაზე, რომელიც 1984 წელს გამოუშვა კომპანია Graphisoft-მა. ინსტრუმენტებისა და მათი მოხმარების წესების სრულყოფით წლიდან წლამდე, ვერსიიდან ვერსიამდე, პაკეტი უფრო და უფრო მოსახერხებელი და ძლიერი ხდებოდა, მაგრამ მისი საბაზისო იდეა უცვლელი დარჩა.

„ვირტუალური შენობის“ შესაბამისად არქიტექტორს წარმოუდგება აქრიტექტურული პროექტირების სპეციალიზებულ ინსტრუმენტებზე ორიენტირებული მთელი კრებული, რომელთა დახმარებითაც იქმნება „ვირტუალური შენობა“ — რეალური შენობის შესაბამისი კომპიუტერტის მახსოვრობაზე მყოფი მოცულობითი შენობა. ამ მოდელისაგან მოდის სხვადასხვა ინფორმაცია:

  • ესკიზები (სართულური გეგმები, ჭრილები და ფასადები, კვანძები და დეტალები და ა.შ.);
  • ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვლის შედეგები (სიები, სპეციფიკაციები, კომენტარები და ა.შ.);
  • საპრეზენტაციო მატერიალები(ფოტორეალისტური გამოსახულებები, ანიმაციური ფილმები, ვირტუალური რეალობის სცენები);
  • სხვადასხვა ფორმატის ფაილები მონაცემების გასაცვლელად შემკვეთებთან, კონსულტანტებთან და პროექტირების პროცესის სხვა მონაწილეებთან, რომლებსაც ხმარობენ სხვა პროგრამები (AutoCAD, Microstation, 3D Studio Max და ა. შ.).

„ვირტუალური შენობა“ ერთმანეთისგან გამოყოფილ ესკიზებზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ხოლო რეალური შენობის მოდელთან მუშაობისას, სადაც ყველა ელემენტი ერთმანეთზე დამოკიდებულია, პროექტში შეტანილი ყოველი ცვლილება ავტომატურად აისახება დოკუმენტაციაში.

ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა პროექტირების ადრეულ ეტაპებზე აღმოვაჩინოთ და ჩამოვიშოროთ მრავალი პრობლემა, რომლებიც პროეტირების შემდეგ ეტაპებზე აუცილებლად გამოიჩენდნენ თავს. ამას გარდა „ვირტუალური შენობის“ იდეა გარანტიას იძლევა, რომ ყოველი ესკიზი ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს იმდენად, რამდენადაც წარმოგვიდგება ერთი და იგივე მოდელის გამოსახვის სხვადასხვა საშუალება.

პარამეტრული კონსტრუქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკეტის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ ის ჩვეულებრივი მშენებარე კონსტრუქციების ესკიზების შექმნის ინსტრუმენტების კრებულთან მუშაობის საშუალებას იძლევა: კედლები, ფანჯრები, სახურავები და ა.შ. ყველა შექმნადი კონსტრუქცია გამოისახება პარამეტრულად (ე.ი. აღწერილნი არიან მათთვის დამახასიათებელი პარამეტრებით), მაშასადამე ნებისმიერი ნაწილი შესაძლებელია დარედაქტირდეს მისი პარამეტრების შეცვლით (სურ. 1). ამიტომ ნებისმიერ კონსტრუქციულ ელემენტს გააჩნია საკუთარი ინფორმაცია, მისი ესკიზზე გამოსახვისათვის, ასევე მისი თვისებების გამოთვლისათვის. მაგალითად, კედელი ArchiCAD-ში — ეს არ აირს მხოლოდ ორი პარალელური ხაზი, არამედ ეს არის მთელი პარამეტრული ობიექტი, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ხარისხები (მაგალითად, კედლის ეს შესაძლებლობა თანამშრომლობს სხვა კედლებთან, საშუალებას იძლევა ჩავსვათ ფანჯრები და კარები) და შეიცავს საჭირო მონაცემებს (გეომეტრიული ზომები, ხაზის ტიპები და გეგმებზე გამოსასახავი ჩრდილები, გარე მატერიალები, შიდა და პოლიგონური ზედაპირები და ა.შ.).

სურ. 1

ობიექტური ტექნოლოგია ArchiCAD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ArchiCAD-თან ერთად ყენდება სხვადასხვა ობიექტების ფართო ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება პროექტირების პროცესში. სტანდარტულ ბიბლიოთეკაში შედის 1000 -ზე მეტი ელემენტი — ფანჯრები და კარები, სამშენებლო კონსტრუქციები, ავეჯი და განათება, ესკიზების გაფორმებისა და ვიზუალიზაციის ელემენტები. შესაძლებელია ელემენტების გამოყოფილად შექმნა. ობიექტების უმრავლესობის გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტიდან (რა თქმა უნდა უფასოდ). ArchiCAD-ის ბიბლიოთეკის მთავარი განსაკუთრებულობა არ გამოისახება ბიბლიოთეკის მრავალფეროვნებაში, არამედ ის გამოისახება მისი გამოყენების ტექნოლოგიაში.

ArchiCAD-ის მთავარ ობიექტურ ტექნოლოგიაში დევს გეომეტრიული განსაზღვრის ენა (GDL), რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პარამეტრული ობიექტები, რომლებთა თვისებებს შეუძლიათ განსაზღვრონ როგორც დასმული მომხმარებლური პარამეტრები, ასევე განსხვავებული ზედაპირული მდგომარეობები (ესკიზის მასშტაბი, ობიექტის განთავსების სართულები, სივრცეში ობიექტის მდებარეობა და ა.შ.). მაგალითად ესკიზის მასშტაბის შეცვლით ავტომატურად შეიცვლება ობიექტის დეტალიზაციის ხარისხი (სურ. 2), ხოლო ერთი და იგივე კიბეებს ორგანზომილებიან სიმბოლოებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ სხვადასხვა სართულებზე.

სურ. 2

GDL ენით აღწერილი ობიექტები შეიცავენ სართულების გეგმის 2D სიმბოლოებს, SD მოდელს მოცულობითი გამოსახულების შესამნელად და ყველა მონაცემებს სპეციფიკის ფორმირებისათვის. ერთი ობიექტის ბაზური პარამეტრების შეცვლით შესაძლებელია მიღებულ იქნას უსასრულოდ სხვადასხვა ვარიანტები, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმით, ზომით, მატერიალებით და სხვა თვისებებით (სურ. 3).

ArchiCAD - საბაზისო კომპლექსური პროექტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ArchiCAD-ის პაკეტის ფუნქციონალური შესაძლებლობები საკმარისია არქიტექტურული პროექტირების მთავარი დავალების შესასრულებლად. თუმცა „ვირტუალური შენობის“ იდეის უპირატესობის მეშვეობით, გარე მოდულების ჩადგმით და სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ArchiCAD შესაძლებელია გახდეს პროექტირების მთავარი პროგრამა. ArchiCAD-ს აქვს შესაძლებლობა პროექტებზე კოლექტიური მუშაობისა, რისი დახმარებითაც კონსტრუქტორების ჯგუფს შეუძლიათ გააერთიანონ მათი ძალისხმევა და მიიღონ საერთო გადაწყვეტილება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.graphisoft.com/ - Graphisoft-ის ოფიციალური საიტი
http://geocg.myweb.ge დაარქივებული 2016-04-22 საიტზე Wayback Machine. - ქართული კომპიუტერული გრაფიკის საიტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიმოხილვა დაარქივებული 2018-06-18 საიტზე Wayback Machine. www.graphisoft.ru
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ArchiCAD&oldid=4460183“-დან