ლატა მანგეშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატა მანგეშკარი

ლატა მანგეშკარი 2008 წელს
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1929
ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 6 თებერვალი, 2022 (92 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
ეროვნება ინდოელი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი,
კომპოზიტორი, პროდიუსერი
აქტიური 1942–2022
მშობლები მამა: დინანათ მანგეშკარი
დედა: შევანტი მანგეშკარი
ნათესავები აშა ბროსლი (და)
უშა მანგეშკარი (და)
მიინა მანგეშკარი (და)
რიდეინატ მანგეშკარი (ძმა)
ჯილდოები Bharat Ratna (2001)
Padma Vibhushan (1999)
Dadasaheb Phalke Award (1989)
Padma Bhushan (1969)

ლატა მანგეშკარი (ჰინდი: लता मंगेशकर; დ. 28 სექტემბერი, 1929, ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი — გ. 6 თებერვალი, 2022, მუმბაი) — ინდოელი მომღერალი ქალი, რომელმაც თავის კარიერაში 20 ათასზე მეტი სიმღერა შეასრულა, რითაც გინესის რეკორდთა წიგნში შევიდა და, მიუხედავად პოპ-მუსიკაში მოღვაწეობისა, ერთადერთმა ინდოეთის კლასიკური შემოქმედებისთვის უზენაესი ჯილდო მიიღო.

ლატა მანგეშკარმა სიმღერები შეასრულა თითქმის ყველა ფილმში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ინდოეთიდან შემოვიდა. სამშობლოში იგი აღიარებულია, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ვოკალისტი, ”მელოდიის დედოფალი”, ინდუიზმის მიმდევრებისთვის ლატა მანგეშკარი ხელოვნების ქალღმერთ სარასვატის განსახიერებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]