ზღვისგველისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვისგველისებრნი

პელამიდა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hydrophiidae

ზღვისგველისებრნი (ლათ. Hydrophiinae) — შხამიანი გველების ქვეოჯახი. შეიცავს 38 გვარის 199 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე უმეტესწილად 1.2–1.4 მ აღწევს; ზოგიერთი სახეობის სიგრძე 2.75 მ-მდეა. გავრცელებული არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის ორგანოს წარმოადგენს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. შხამი ძლიერ ტოქსიკურია. შობენ ცოცხალ ნაშიერს. იკვებებიან ძირითადად თევზებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]