ზღარბთევზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღარბთევზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ოჯახი:  ზღარბთევზასებრნი
გვარი:  ზღარბთევზა
სახეობა:  ზღარბთევზა
ლათინური სახელი
Diodon hystrix (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 193668

ზღარბთევზა (ლათ. Diodon hystrix) — თევზი შეზრდილყბიანების რიგისა. 60 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარული აქვთ ბასრი, მასიური, მოძრავი ეკლებით. ზღარბთევზა ფართოდაა გავრცელებული ატლანტის, ინდური და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერ წყლებში. მტაცებლისაგან თავდასაცავად იბერება, ეკლები ებურძგნება და მუცლით ზემოთ ამოდის. ზღარბთევზას კბილები არ აქვს, მაგრამ გაშიშვლებული ყბის ძვლებით ადვიდალ აქუცმაცებს ნიჟარებს და მარჯნის პოლიპების ტოტებს. მისი ხორცი შხამიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]