კრის მარტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრის მარტინი

კრის მარტინი 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტოფერ ენტონი ჯონ მარტინი
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1977 (1977-03-02) (47 წლის)
დაბ. ადგილი ექსეტერი, დევონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი, ალტერნატიული როკი, ფორტეპიანო როკი
საქმიანობა ვოკალისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა, მანდოლინა, კლარნეტი, ჰარმონიკა, ბას გიტარა, ორგანი, ზარები, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Capitol Records
მეუღლე გვინეტ პელტროუ
საიტი Coldplay.com
კრის მარტინი ვიკისაწყობში

კრისტოფერ ენტონი მარტინი (დ. 2 მარტი, 1977 ) — როკ-ჯგუფ Coldplay-ს წამყვანი ვოკალისტი, ზოგჯერ კი წამყვანი გიტარისტი და პიანისტი. მისი ყოფილი მეუღლეა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი გვინეთ პელტროუ.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისი დაიბადა ექსეტერში, დევონში და იყო ყველაზე უფროსი ხუთ ბავშვს შორის. მისი მამა, ენტონი მარტინი, არის ყოფილი ბუხჰალტერი, ხოლო დედა, ელისონ მარტინი მუსიკის მასწავლებელია.[1][2] მარტინმა თავდაპირველად განათლება ექსეტერის კათედრალურ სკოლაში მიიღო.[3] სწორედ იქ ჩამოაყალიბა მან თავისი პირველი ჯგუფი, The Rocking Honkies, რომელშიც ნიკ რეპტონი და აივენ გრონოუ შედიოდნენ. ჯგუფის პირველი საკონცერტო გამოსვლა მსმენელებს არ მოეწონა.[4] ექსეტერის სკოლის შემდეგ მარტინი მოხვდა ბიჭების დამოუკიდებელ, შერბორნის სკოლაში. იქ მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მენეჯერი ფილ ჰარვი. შემდგომში კრისი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში გადავიდა. ის ანტიკური სამყაროს ისტორიასა და ბერძნულ და ლათინურ ენებს სწავლობდა. ამ სასწავლებელში მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მუსიკოსები, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და გაი ბერიმენი[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-10. ციტირების თარიღი: 2008-12-10.
  2. http://www.guardian.co.uk/music/2003/dec/07/popandrock
  3. http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-203666/The-genteel-Mr-Paltrow.html
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-13. ციტირების თარიღი: 2011-03-28.
  5. http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/1183008.stm