ზარი (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზარი — სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. ზარი ყველაზე სრულად სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ შემოინახა. სვანური ზარი სამხმიანი სიმღერაა და ორ გუნდად სრულდება. ძველი ქართული წერილობითი წყაროებით დასტურდება ზარით გლოვა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანს ან ზრუნს უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახობაძე გ., ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, თბ., 1957;
  • კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961;
  • მაჩაბელი დ., ქართველთა ზნეობა, ი. გალობა, „ცისკარი“, 1864, № 5;