ბაბინსკის სამკურნალო წყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბინსკის სამკურნალო წყარო (რუს. Бабинский целебный источник) — სამკურნალო წყარო როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის სოფელ პეტროვკაში, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი: რუსეთი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი პეტროვკა, ლუგოვაიის ქუჩა № 12.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბინსკის სამკურნალო წყარო მდებარეობს მიასნიკოვის რაიონის სოფელ პეტროვკაში, ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესიის მახლობლად.

წყაროს ისტორია სათავეს იღებს 1841 წლიდან. XIX საუკუნეში იმ ადგილზე, სადაც ამჟამად მდებარეობს ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია, რამდენიმეჯერ მოხდა ღვთისმშობლის გამოცხადება. წყარო ცნობილი გახდა ავადმყოფთა გამოჯანმრთელების შემდეგ.

ლეგენდის თანახმად, 1841 წლის აგვისტოში აქ გლეხებს გაუთენებიათ ღამე. მეორე დღეს ერთ-ერთი მათგანი წასულა წყალზე და უხილავს ღვთისმშობლის ხატი ყრმით მარჯვენა ხელში. გლეხმა ამის შესახებ უამბო გარშემო მყოფთ, ამის შემდეგ ყველა გლეხი გაემართა წყაროსკენ და იგივე იხილეს საკუთარი თვალით. ეს ამბავი გლეხებმა ბაბინსკის დასახლების მმართველს უამბეს. ღვთისმშობლის გამოცხადების ამბავი მალევე მოედო გარშემო მდებარე სოფლებს. გამოცხადების მეორე დღეს ბაბინსკის წყარომ განკურნა მძიმედ ავადმყოფი ადგილობრივი მცხოვრები მატრონა ზოტოვა. მორწმუნე ადამიანებმა თანდათან დაიწყეს სიარული ახალი სიწმინდისაკენ.

1841-1842 წელს დონის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეესწავლა განკურნებული პაციენტების შემთხვევები. საბოლოოდ წყლის სამკურნალო თვისებები აიხსნა აქ ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების საფუძველზე.

1848 წელს წყაროსთან ააშენეს სამლოცველო. 1849 წელს კი ხის ეკლესია ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს სახელზე.

XIX საუკუნეში ბაბინსკის წყარო იყო მცირე სიღრმის ჭა, რომელიც ქვით იყო ამოშენებული.

1850 წლის 6 აგვისტოს ატამან მიხეილ ხომუტოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესიას[1].

XX საუკუნის დასაწყისში წყაროსთან მომლოცველების რიცხვი შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი იყო 1905-1907 წლების რევოლუციის დროს მომხდარი არეულობები. ამ პერიოდში ოლქში მოხდა ყაჩაღობები და მკვლელობები[2].

1911 წელს, რუსეთში გატარებული საგლეხო რეფორმის 50-ე წლისთავზე წყარსთან გაიხსნა იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლი[3]. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძეგლი დაანგრიეს. ეკლესიაში კი გახსნეს საწყობი და სოფლის მეურნეობის ტექნიკის სარემონტო სახელოსნო. მორწმუნეების დევნა ახალი ძალებით დაიწყო ნიკიტა ხრუშჩოვის ხელისუფლბაში მოსვლის შემდეგ. ეკლესიასთან საეკლესიო დღესასწაულებში აიკრძალა ხალხმრავლობა. ხელისუფლებამ ბრძანა დაენგრიათ სამლოცველო და ჭაში ქვები ჩაეყარათ. წყაროსთან მომლოცველობა შეწყდა. პერესტროიკის წლებში მოსახლეობამ ეკლესია გაასუფთავა ნაგვისაგან და წყარო გაწმინდეს[2].

ამჟამად წყაროს წყალი სპეციალურად აშენებულ პავილიონში მიჰყავთ რკინის მილებით. ღობესთან მიმდინარეობს ლოცვები. ეკლესიასთან არის აბანო სადაც შეიძლება სამკურნალო წყაროში ბანაობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Алексий, иерей. Описание Кринички // Донские епархиальные ведомости. 1914. № 15. С. 620-624; № 16 (1 июня). С. 681-685.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Св. Синода от 5 авг. 1842 г. за №11981 в Донскую духовную Консисторию
  2. 2.0 2.1 Крыничка | Меотида: История, культура, природа нижнего Дона и приазовья. meotyda.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
  3. Живоносный источник Петровка Бабинский Целебный Источник Описание кринички. www.donvrem.dspl.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.