ლიზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზინი

L-ლიზინი

D-ლიზინი
ზოგადი
სისტემური სახელწოდება(2S)-2,6-დიამინოჰექსანმჟავა (L-ლიზინი)
(2R)-2,6-დიამინოჰექსანმჟავა (D-ლიზინი)
შემოკლებაLYS
ტრადიციული სახელწოდებალიზინი, D-ლიზინი, L-ლიზინი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა146.19 /მოლი
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი1.5 /100 მლ
კლასიფიკაცია
CAS 70-54-2
PubChem866
SMILES
  • C(CCN)CC(C(=O)O)N

ლიზინი — α, ε-დიამინოკაპრონმჟავა, დიამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა. უფერო კრისტალებია და მოლური მასაა 146.19 გ/მოლი.

ლიზინი ცნობილია ორი ოპტიკურად აქტიური ფორმის სახით — D- და L- ფორმები. ბუნებრივი L-ლიზინი (დნობის ტემპერატურა 224-225°C) კარგად იხსნება წყალში, მჟავებსა და ტუტეებში, ცუდად — სპირტში. ლიზინი მიღებულია სინთეზურად. შედის ყველა ცხოველურ და მცენარეულ ცილაში. ლიზინი შეუცვლელი ამინომჟავაა, მისი ნაკლებობა საკვებში იწვევს ბავშვის ზრდის შეჩერებას, მოზრდილის აზოტის ბალანსის დარღვევას. მოზრდილი ადამიანისთვის დღე-ღამეში საჭიროა 23 მგ ლიზინი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, ჩვილი ბავშვისთვის 170 მგ/კგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]