The Elder Scrolls Travels

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Elder Scrolls-ის ლოგო

The Elder Scrolls Travels — პორტატიული როლური ვიედო თამაშების სერია „The Elder Scrolls“-ის სერიიდან., რომელიც ძირითადად შეიმუშავა და გამოსცა კომპანია Vir2L Studios-მა. სერია მოიცავს შემდეგ თამაშებს: „Stormhold“ (2003), „Dawnstar“ (2004) და „Shadowkey“ (2004).

Stormhold[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Elder Scrolls Travels: Stormhold
დეველოპერ(ებ)ი Vir2L Studios
გამომცემელი Vir2L Studios
პლატფორმ(ებ)ი J2ME, BREW
გამოსვლის თარიღი 1 აგვისტო, 2003
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

The Elder Scrolls Travels: Stormhold — როლური ვიდეო თამაში, შექმნილი ექსკლუზიურად J2ME და BREW მოწყობილობებისთვის. „Elder Scrolls Travels-ის სერიის ორი ძირითადი თამაშის მსგავსად, ის შექმნა და გამოსცა Vir2L Studios-მა, 2003 წლის 1 აგვისტოს.

Dawnstar[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Elder Scrolls Travels: Dawnstar
დეველოპერ(ებ)ი Vir2L Studios
გამომცემელი Vir2L Studios
პლატფორმ(ებ)ი J2ME, BREW
გამოსვლის თარიღი 26 აგვისტო, 2004
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

The Elder Scrolls Travels: Dawnstar — როლური ვიდეო თამაში, შექმნილი ექსკლუზიურად J2ME და BREW მოწყობილობებისთვის. „Elder Scrolls Travels-ის სერიის ორი ძირითადი თამაშის მსგავსად, ის შექმნა და გამოსცა Vir2L Studios-მა, 2004 წლის 26 აგვისტოს.

Shadowkey[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Elder Scrolls Travels: Shadowkey
დეველოპერ(ებ)ი Vir2L Studios, TKO Software[1]
გამომცემელი Vir2L Studios, Nokia
გამოსვლის თარიღი 11 ნოემბერი, 2004
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი

The Elder Scrolls Travels: Shadowkey როლური ვიდეო თამაში შექმნილი Vir2L Studios-ის მიერ ექსკლუზიურად Nokia N-Gage-ისთვის. მრავალმოთამაშიანი რეჟიმის შექმნაზე მუშაობდა კომპანია TKO Software. როგორც Elder Scrolls Travels სერიის ნაწილი, გამოვიდა 2004 წლის ნოემბრის თვეში და ითვლება პირველ და ერთადერთ თამაშად სერიიდან, რომელიც გამოვიდა პორტატიულ კონსოლზე.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Elder Scrolls Travels: Shadowkey-მა მიღო უარყოფითი შეფასებები კრიტიკოსებისგან და საერთო მიმოხილვების საიტზე GameRankings-ზე ფლობს 55.91%.. GameSpot-ის მიმოხილველმა გააკრიტიკა თამაშის კონტროლის და ბრძოლის სისტემა და სიუჟეტი.

Oblivion[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Elder Scrolls Travels: Oblivion
გამომცემელი Bethesda Softworks, ZeniMax Media
პლატფორმ(ებ)ი PSP
გამოსვლის თარიღი -
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

The Elder Scrolls Travels: Oblivion — როლური ვიდეო თამაში შექმნილი PSP მოწყობილობისთვის. თამაში არასდროს გამოსულა. ბეტა ვერსია ხელმისაწვომია ინტერნეტ-საიტებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Elder Scrolls Travels: Shadowkey Comes To The N-Gage Platform. vir2l.com (3 მაისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-17. ციტირების თარიღი: =4 სექტემბერი, 2016.