ნოქსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Noxtton
დარგი ინფორმაციული ტექნოლოგიები
დაფუძნდა 2016
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია კიბერ უსაფრთხოება, IT კონსალტინგი, ERP სისტემები, ელექტრონული კომერცია, CRM სისტემები, ხელოვნური ინტელექტი AI, აპლიკაციები, ვებ დეველოპმენტი, ციფრული მარკეტინგი
თანამშრომელი 11-50
შვილობილ(ებ)ი ITEX,
საიტი noxtton.com

Noxtton (ნოქსტონი)[1] — ქართული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია. Noxtton პირველი ქართული მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მთავარი მიზნობრივი ბაზარი საერთაშორისო არენაა. კომპანიის ძირითადი აქცენტი ვრცელდება ბიზნეს კორპორაციებზე, არასამთავრობო სექტორზე და სტარტაპებზე.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton დაარსდა 2016 წლის ივნისში. კომპანიის მოქმედების არეალი მოიცავდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მუშაობდა კიბერ უსაფრთხოებისა და კონსალტინგის მიმართულებით. კომპანიის განვითარებასთან ერთად, მოხდა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მარკეტებზე შესვლა.[3]

ორგანიზაციულ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, Noxtton-მა გააფართოვა ტექნიკური მომსახურების სპექტრი და შეთავაზა პარტიორებს სერვისები როგორებიცაა: აპლიკაციების და ვებ დეველოპმენტი, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM), ელექტრონული კომერცია, კონსულტაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული მარკეტინგი, ERP სისტემების შემუშავება და დანერგვა, პროგრამული უზრუნველყოფა და ბოტ დეველოპმენტი.[4]

საქართველოს ბაზარზე შემოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton-ის მთავარი ფილიალი, დაფუძნების დღიდან მდებარეობს საქართველოში, თუმცა კომპანია 2017 წლამდე არ მუშაობდა და არ ემსახურებოდა ქართულ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალებს. ნოქსტონმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო 2016 წლის დეკემბერში და დღესდღეობით თანამშრომლობს საწართველოს მოწინავე კომპანიაბთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ სერვისებსა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს.[5]


სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton აქტიურად მუშაობს აპლიკაციებს მიმართულებით და სპეციალიზირდება Android, IOS, Smartwatch და Windows პლატფორმებზე აპლიკაციის დიზანისა და დეველოპმენტში.

კიბერ უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის ძირითადი საქმიანობა საწყის ეტაპზე მოიცავდა კიბერ უსაფრთხოებას. Noxtton-ის კიბერ უსაფრთხოების გუნდი ძირითადად ემსახურება საბანკო და საფინანსო სექტორებსა და საშუალო და დიდ ბიზნესებს

კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯმენტი (CRM)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზარდი კონკურენციის პირობებში, ორგანიზაციების მოთხოვნა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან CRM-ისადმი იზრდება. Noxtton მუშაობს წამყვან CRM სისტემების ინტეგრაციაზე როგორიც: Salesforce, Oracle CRM, Microsoft Dynamics CRM, Zoho და ასევე სთავაზობს საკუთარი — Noxtton CRM ის გადაწყვეტილებების ცალკეული მოდულების გამოყენებას, ასევე მთლიანი გადაწყვეტილების დანერგვასა და ინეგრაციას.

ტექნიკური კონსალტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ასრულებს კვლევით და საკონსულტაციო-მეთოდურ პროექტებს, რომელიც მოიცავს კორპორაციული მართვის სისტემებისმ ბიზნეს-პროცესების ობიექტ-ორიენტირებული მოდელირების ანალიზის, დაპროექტებისა და პროგრამული რეალიზაციის უახლესი მეთოდებისა და ინსტრუმენტების კვლევას. ასევე, არსებული გადაწყვეტილებების სრულყოფასა და ადაპტაციას უახლეს მოდელებთან.[6]

ციფრული მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton მუშაობს ციფრული მარკეტინგის სფეროში მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს , როგორიცაა კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, ზეგავლენის მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, რეპუტაციის მენეჯმენტის მარკეტინგი, SEO, CRO, სოციალური მედია და ონლაინ რეკლამები.

Noxtton Bot Icon

ხელოვნური ინტელექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton მუშაობს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით და აწარმოებს მუდმივ კვლევებსა და სამუშაოებს, რათა განავითაროს მისი პროდუქტები. ამჟამად კომპანიის ძირითადი აქცენტი კეთდება Smart Bot-ების კვლვასა და განვითარებაზე.[7]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

B2B[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია Noxtton ევროპის ქვეყნებში ემსახურება კომპანიებს სხვადასხვა სფეროში როგორებიცაა: ბანკინგი, კომერციული დაწესებულებები, ფინანსური ფონდები, საქველმოქმედო ფონდები და სხვა.

B2C[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნბში ემსახურება ინდივიდუალურ კლიენტებსა, ინდ. მეწარმეებსა და სტარტაპებს.

B2G[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია Noxtton მუშაობს სახელმწიფო სექტორებზე და აქვს გამოცდილება საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და საფინანსო სექტორების მიმართულებით.

ქვეყნები და ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Noxtton 2016 წლიდან ოპერირებს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, რუსეთი, ესტონეთი უკრაინა და იტალია.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ფილიალი (HQ)

მოქმედებს 2016 წლის ივნისიდან.

  • ლონდონის ფილიალი

მოქმედებს 2016 წლის აგვისტოდან.

  • ესტონეთის ფილიალი

მოქმედებს 2017 წლის ნოემბრიდან

  • შვეიცარიის ფილიალი

მოქმედებს 2021 წლის თებერვლიდან[8]

სოციალური პასუხისმგებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსების დღიდან Noxtton-მა მიზნად დაისახა საკუთარი წვლილის შეტანა ბუნების დაცვის მიმართულებით. ნოქსტონი ასევე არის მრავალი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მონაწილე და ინიციატორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crunchbase Organisations. Crunchbase. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.
  2. Official Website
  3. ახალი ქართული კომპანია მსოფლიო ბაზარზე. Marketer. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.
  4. Noxtton-ის განვითარების ახალი ეტაპი. Entrepreneur. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.
  5. Noxtton, new Georgian company on the world maket. Caucasus Business Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.
  6. Noxtton-ის გუნდი/ სამი გოგონა, სამი ისტორია, ერთი მიზანი – ვინ მართავს ციფრულ სამყაროს საქართველოში = Forbes Woman. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.
  7. Noxtton Bots. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-04. ციტირების თარიღი: 2021-02-17.
  8. ქართული კომპანია Noxtton შვეიცარიის ბაზარზე შედის. Entrepreneur. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]