პრიტი ზინტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრიტი ზინტა
მშობლიური სახელი ჰინ. प्रीति ज़िंटा
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1975 (1975-01-31) (49 წლის)
შიმლა, ჰიმაჩალ-პრადეში
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998 - დღემდე
მეუღლე(ები) ჯინა გუდენაფი

პრიტი ზინტა (ჰინ. प्रीति ज़िंटा, ინგლ. Preity Zinta, დ. 31 იანვარი, 1975, შიმლა, ჰიმაჩალ-პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი. ბოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი კინომსახიობი, რომელიც მონაწილეობას იღებს ტელუგურ, პენჯაბურ და ინგლისურ ფილმებშიც.

გარდა სამსახიობო კარიერისა ზინტა არის საზოგადო მოღვაწე და ტელეწამყვანი. მან დააარსა საპროდიუსერო სახლი PZNZ Media და ფლობს კრიკეტის გუნდს - Kings XI Punjab[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიტი ზინტა დაიბადა შიმლაში, ინდოეთის არმიის ოფიცრის ოჯახში[2]. მას ჰყავს ორი ძმა, დიპანკარი და მანიში. დიპანკარი კვალდაკვალ მიჰყვა მამას და მსახურობს პუნას ჯარში, მანიში კი ცხოვრობს ლოს ანჯელესში[3]. როცა პრიტი იყო 13 წლის, მამამისი დაიღუპა ავტოკატასროფაში, დედა კი მძიმედ დაშავდა და ორი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული[4].

მამის საქმიანობის გამო პრიტის ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა და სწორედ ამიტომაც ის სწავლობდა შიმლის სკოლა-ინტერნატში. მისი დასრულების შემდეგ მან ჩააბარა St. Bede's College-ში და წარჩინებულად დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტი[5], მერე კი დამატებით აიღო ფსიქოლოგ-კრიმინალისტის კურსები[6].

1996 წელს მეგობრის დაბადების დღეზე პრიტი შემთხვევით შეხვდა რეკლამების რეჟისორს და დათანხმდა მის შემოთავაზებას გადაეღოთ Perk chocolates-ის სარეკლამო რგოლში[5].

2016 წლის 1 მარტს პრიტი ცოლად გაჰყვა ფინანსისტ ჯინა გუდენაფს[7][8].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს პრიტი მეგობრის სინჯებზე შეხვდა რეჟისორ შექხარ კაპურს, რომელმა დაარწმუნა, რომ თვითონაც უნდა გაევლო მოსმენები და გამხდარიყო მსახიობი[3]. ის დათანხმდა მის ფილმში Tara Rum Pum Pum მონაწილეობაზე, მაგრამ გადაღებები მალევე გაუქმდა[9]. მიუხედავად ამისა შექხარმა მოასწრო პრიტისთვის რეკომენდაციის გაწევა და ის მიწვეული იყო მანი რატნამის ფილმში „ერთი ნახვით შეყვარება“ ოცწუთიან როლზე[3][10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kings XI Punjab co-owner Preity Zinta least wealthy among IPL team owners: Wealth-X. NDTV Sports (2014=07=19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-11. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  2. Shriniwas Joshi. (2007-03-16) Glamour girls from Himachal Pradesh. The Tribiune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-06. ციტირების თარიღი: 2017-08-03.
  3. 3.0 3.1 3.2 Sumita Chakraborty. (2013-05-24) Preity Zinta: "I Walked Out Of My Relationship With Ness Wadia!". Savvy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  4. Lata Khubchandani. (2000-05-22) „I had this illusion that filmstars are like kings and queens“. Rediff.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-10. ციტირების თარიღი: 2017-08-03.
  5. 5.0 5.1 „I would've been the PM“. The Times of India (2006-06-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2017-08-03.
  6. Lorraine Hahn. (2005-01-11) Bollywood Actress, Preity Zinta TalkAsia Interview. CNN. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  7. Preity Zinta-Gene Goodenough wedding: Why you won't get to see any marriage pictures soon!. Daily News and Analysis (2016-03-01). ციტირების თარიღი: 2016-03-03.
  8. Confirmed! Preity Zinta married to Gene Goodenough; Sushmita Sen congratulates the actress. The Indian Express (2016-03-01). ციტირების თარიღი: 2016-03-03.
  9. Soumyadipta Banerjee. (2011-10-25) Bobby Deol, Preity Zinta displeased with Shekhar Kapur. DNA India. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  10. Anupama Chopra. (2000-09-18) Sassy Sirens. India Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-26. ციტირების თარიღი: 2017-08-03.