კრასნი-სულინის გამარჯვების მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გამარჯვების მემორიალი
Мемориал «Победа»
Памятник советскому солдату.jpg
საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი
კოორდინატები 47°53′32″N 40°03′53″E / 47.89225° ჩ. გ. 40.06484° ა. გ. / 47.89225; 40.06484
მდებარეობა კრასნი-სულინი, რუსეთი
არქიტექტორი ზანისი
მოქანდაკე ვ. ბატიაი
თარიღდება 1975

კრასნი-სულინის გამარჯვების მემორიალი (რუს. Мемориал «Победа») — მემორიალური კომპლექსი ქალაქ კრასნი-სულინში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მემორიალი ოფიციალურად გაიხსნა 1975 წელს. იგი მოიცავს სტელას, მარადიულ ცეცხლს, საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლსა და გმირების ხეივანს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის პერიოდში, 1942 წლის 21 ივლისს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ქალაქი, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს გერმანელებმა[1][2].

1943 წლის 14 თებერვალს კრასნი-სულინი ოკუპანტებისაგან გაათავისუფლეს ვოროშილოვგრადის ოპერაციის ფარგლებში[1]. განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის მეხუთე სატანკო არმია[3].

კრასნი-სულინის ოკუპაცია მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში (1942 წლის 21 ივლისიდან 1943 წლის 14 თებერვლამდე). ოკუპაციის პერიოდში გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს 400-ზე მეტი ქალაქის მაცხოვრებელი.

გამარჯვების მემორიალი დაამონტაჟეს 1975 წლის 25 აპრილს მეტალურგთა კულტურის სასახლის წინ მდებარე გამარჯვების მოედანზე, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად და შინმოუსვლელ თანაქალაქელთა პატივისცემის ნიშნად. მემორიალის პროექტის ავტორი იყო ზანისი, ხოლო მოქანდაკე - ვ. ბატიაი.

მემორიალის ძირითადი ფიგურაა ექვსმეტრიანი ჯარისკაცის გამოსახულება, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს, ხოლო წელზე გამარჯვების ლენტა აკრავს. ძეგლის მახლობლად დამონტაჟებულია სტელა, რომელიც მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით და მარადიული ცეცხლით. სტელაზე დაწერილია სიტყვები რ. როჟდესტვენსკის „რექვიემიდან“:

ვიკიციტატა
„... люди! покуда сердца стучатся, - помните: какой ценой завоевано счастье, - пожалуйста, помните!“

დიდების ხეივანზე არსებულ მარმარილოს ფილებზე მიმაგრებულია საბჭოთა კავშირის გმირების ბარელიეფები. ფილებზე წარმოდგენილნი არიან: ა. ალექსეევი, ა. გალატოვი, პ. დერნოვი, ფ. კალინინი, ი. კორნიენკო, ა. კრავცოვი, ი. პროსანდეევი, ვ. სიდორინი, ი. ომელჩენკო, ი. ჩისტოვი და დიდების ორდენის სრული კავალერი ვ. სამოხინი.

2000 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 55-ე წლისთავის მიჯნაზე დაიწყო ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
  2. Исаев А. В. От Дубно до Ростова. — М.: АСТ; Транзиткнига, 2004.
  3. Сайт РККА. http://rkka.ru.