როზა პარქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზა პარქსი

როზა პარქსი 1955 წელს, უკანა ფონზე მარტინ ლუთერ კინგთან ერთად
დაბადების სახელი როზა ლუიზა მაკალაი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი 1913
ტუსკეგე,ალაბამა
გარდაცვალების თარიღი 24 ოქტომბერი, 2005 (92 წლის)
დეტროიტი, მიჩიგანი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა სამოქალაქო უფლებების აქტივისტი
ცნობილია როგორც მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის მონაწილე
მეუღლე(ები) რეიმონდ პარქსი (1932–1977)
ხელმოწერა

როზა ლუიზა მაკალაი პარქსი (დ. 4 თებერვალი, 1913 — გ. 24 ოქტომბერი, 2005) — აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცვეელი. მას უწოდებდნენ „თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა“ და „თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას“.

პარქსმა ალაბამას შტატის თავისი მშობლიური ქალაქის, მონტგომერის, მუნიციპალურ ავტობუსში მომხდარი ინციდენტით გაითქვა სახელი. 1955 წლის 1 დეკემბერს მან კანონისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინდა და მძღოლის მოთხოვნის მიუხედავად, თეთრკანიან მგზავრს ადგილი არ დაუთმო, რის გამოც იგი ციხეში აღმოჩნდა. პარკსის დაპატიმრებას მოჰყვა საყოველთაო გაფიცვა, რომელიც მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის სახელითაა ცნობილი. 381 დღის მანძილზე მონტგომერის შავკანიანი მოსახლეობა საქალაქო ავტობუსების ქსელს ბოიკოტს უცხადებდა და ფეხით, ველოსიპედით ან ტაქსით გადაადგილდებოდა. პროტესტის არაძალადობრივმა ფორმამ შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის კანონი გაუქმდა,[1][2] რაც აშშ-ში შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში მოპოვებული პირველი დიდი გამარჯვება იყო. შემდგომში პარქსის წინააღმდეგობრივი აქტი და მონტგომერის ბოიკოტი რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა.

როზა იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP). სხვა ფერადკანიანი ადამიანების მსგავსად, ის დაიღალა მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ქვედა ფენის ადამიანად წოდებისგან და შევიწროებისგან.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა პარქსი დაიბადა, როგორც როზა ლუიზა მაკალაი ტუსკეგეში, ალაბამა 1913 წლის 4 თებერვალს. მისი მშობლები იყვნენ ჯეიმზ და ლეონა მაკალაები. პარქსი უმთავრესად აფრიკული წარმომავლობის იყო. ერთი მისი დიდი ბაბუა იყო შოტლანდიელ-ირლანდიელი, იგი ჩასულიყო ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში და იყო ხელშეკრულებით მსახური.

როზას მამამ დატოვა სახლი, რათა ეპოვნა სამსახური, ამ დროს კი იგი მხოლოდ 2 წლის იყო. დედამისი კი სხვა ქალაქის სკოლაში ასწავლიდა. როზა და მისი ძმა სილვესტერი ბებიამ და ბაბუამ გაზარდა.

როზამ სწავლა დაიწყო 1919 წელს 6 წლის ასაკში. იმ დროს სკოლები დანაწევრებული იყო, შავკანიანების და თეთრკანიანების სკოლებად. მოგვიანებით, პარქსი იხსენებდა, რომ თეთრკანიანი მოსწავლეები ავტობუსით ბრუნდებოდნენ სახლში, ხოლო შავკანიანი სტუდენტები იძულებული იყვნენ ფეხით დაბრუნებულიყვნენ შინ:

ვიკიციტატა
„მე ყოველდღე ვხედავდი როგორ მიდიოდა ავტობუსი...მაგრამ ჩემთვის ის სიცოცხლის გზა იყო; ჩვენ არჩევანი არ გვქონდა, იძულებულნი ვიყავით მიგვეღო ეს წესი. ავტობუსი იყო პირველი შესაძლებლობაა, რის შემდეგაც გავაანალიზე, რომ არსებობდა შავი და თეთრი სამყარო.“

1924 წელს პარქსი ჩაირიცხა გოგონების მონტგომერის სამრეწველო სკოლაში მონტგომერში, ალაბამა. 5 წლის შემდეგ მან დატოვა სკოლა და წავიდა სამუშაოდ პერანგის ქარხანაში. ის ასევე ზრუნავდა თავის ბებიაზე.

პატიმრობა და განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციის ანგრიში პარქსის დაპატიმრებაზე, 1955 წლის 1 დეკემბერი, 1 გვერდი
სურათზე გამოსახულია, როგორ იღებს როზა პარქსის თითის ანაბეჭდს შერიფის მოადგილე დ.ჰ. ლუკი
როზა პარქსის თითის ანაბეჭდის ფურცელი

1955 წლის 1 დეკემბერს პარქსი ავიდა ქალაქის ავტობუსში, სამსახურიდან შინ დასაბრუნებლად. მან გადაიხადა თავისი 10¢ და დაჯდა შავკანიანების განყოფილების პირველ რიგში. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უფრო მეტი თეთრკანიანი მგზავრი ავიდა ავტობუსში. ავტობუსის მძღოლმა უბრძანა პარკსს და სხვა სამ შავკანიანს დაეთმოთ ადგილი თეთრკანიანი მგზავრებისთვის. დანარჩენი სამი გადავიდნენ ავტობუსის უკანა ნაწილში, ხოლო პარქსი ფანჯარასთან გაცურდა. მან თქვა, რომ კანონის თანახმად სწორ სექციაში იჯდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ როდესაც თხოვეს ავტობუსის უკანა რიგში გადასვლა „ვიფიქრე ემეტ ტილზე და უბრალოდ ვერ შევძელი გადასვლა.“ (ტილი იყო 14 წლის შავკანიანი გოგონა, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს მისისიპის შტატში სამი თვით ადრე.)

ავტობუსის მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და გამოუძახა პოლიციას. პოლიციის ორმა ოფიცერმა დააკავა პარქსი და წაიყვანა საპატიმროში ალაბამას ავტობუსის კანონების დარღვევის საფუძველზე.

პარქსის დედა დაუკავშირდა ედგარ ნიქსონს, რათა გაენთავისუფლებინა შვილი ციხიდან. ნიქსონი იყო ადგილობრივი NAACP-ის პრეზიდენტი. ნიქსონმა იცოდა რა საფრთხის წინაშე იდგა პარქსი და დაუყოვნებლივ გადაიხადა მისი გირაო.

ადგილობრივი NAACP ეძებდა სიტუაციურ ფაქტს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ავტობუსებში სეგრეგაციის კანონების მიმართ. პარქსი იყო პატივცემული ქალბატონი. ის ძალიან კარგად საუბრობდა და მისი მდგომარეობა იქნებოდა კანონებისადმი პროტესტის გამოთქმის კარგი მიზეზი. გადაწყდა, რომ 5 დეკემბერს ჩატარდებოდა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი.

ავტობუსის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ხმა შავკანიან საზოგადოებაში სწრაფადვე გავრცელდა. შავკანიანმა მინისტრებმა მოუწოდეს თავიანთ ჯგუფებს მხარი დაეჭირათ ბოიკოტისთვის. 5 დეკემბერს, ორშაბათს როზა პარქსი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. ეს იყო პირველი დღე, როდესაც შავკანიანმა მძღოლებმა დატოვეს მონტგომერის ავტობუსები. მონტგომერის ქუჩები ივსებოდა შავკანიანი ხალხით. შავკანიანი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. იმავე დილას მონტგომერის ყველა ავტობუსს იცავდა ორი მოტოციკლიანი პოლიცია, რათა დაეცვათ მძღოლები შავკანიანთა ნებისმიერი ბანდისგან. მაგრამ იქ არანაირი შავკანიანთა ბანდა არ იყო. უბრალოდ შავკანიანთა საზოგადოება გაერთიანდა ბოიკოტისთვის. ავტობუსები მთელი დღე ცარიელი იყო. თეთრკანიანმა მძღოლებმაც შიშის გამო დატოვეს ავტობუსები.

საავტომობილო კანონების დარღვევის გარდა, პარკს ასევე უწესოდ მოქცვის გამო წაუყენეს ბრალი. მისი სასამართლო ძალიან სწრაფად ჩატარდა, ის მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა. სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა $14. ბოიკოტი კი გრძელდებოდა.

ბრაუდერ ვი გეილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკსმა გაასაჩივრა თავისი განაჩენი. მისმა ადვოკატმა ფრედ პარკსმა და NAACP -ის სხვა წევრებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი სახელად ბროუდერი, გეილის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 1956 წლის 19 ივნისს მონტგომერში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის სასარგებლოდ.

1956 წლის 13 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქვედა სასამართლოს მოთხოვნები. ავტობუსის ბოიკოტი დასრულდა. ის გრძელდებოდა 381 დღე.[3] მონტგომერის შავკანიანი მოქალაქეები უფლებამოსილნი იყვნენ ავტობუსში, სადაც სურდათ იქ დამსხდარიყვნენ. როზა პარქსი 1956 წლის 21 დეკემბრიდან მგზავრობდა ავტობუსით.[4] ამჯერად ეს უკვე ინტეგრირებული ავტობუსი იყო. ირონიულად, მას ისევ ის ავტობუსის მძღოლი ჰყავდა, ვინც პარქსი გასულ წელს დააპატიმრა. ინტერვიუში პარკსმა განაცხადა: „მას არ ჰქონდა არანაირი რეაგირება (შესვენება) და არც მე“.[4]

როზა პარქსი იყო შავკანიანთა საზოგადოების გმირი. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო არ იყო, მისმა ქმედებებმა გააჩაღა ცეცხლი, რამაც დიდი ცვლილებები მოიტანა.[5]

ბოიკოტის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარქსის ქანდაკება ეროვნული ადამიანის უფლებების მუზეუმში, რომელიც მდებარეობს მემფისში. გამოსახულია დღე 1956 წლის 21 დეკემბერი, როდესაც მონტგომერის საზოგადოებრივი ტრანსტორტის სისტემა იურიდიულად კომპლექსური გახდა
როზა პარქსი 1978 წელს

მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის შემდეგ, პარკსმა ბევრი სირთულეები გამოიარა. მან დაკარგა სამუშაო მაღაზიაში. მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო.

1957 წელს პარკსმა და მისმა ქმარმა დატოვეს მონტგომერი და გადასახლდნენ ჰემპტონში, ვირჯინიაში, სამუშაოს პოვნის მიზნით. ჰემპტონში პარკსმა იპოვნა სამუშაო ჰემპტონის ინსტიტეტში დიასახლისად, ისტორიულად მას შავ კოლეჯს უწოდებენ.

მოგვიანებით პარქსი და მისი ქმარი გადავიდნენ დეტროიტში, მიჩიგანში. პარკსმა აქტიურად გააგრძელა აქტივისტად მუშაობა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯონ კონიერსისთვის. ამის შემდეგ, ის მუშაობდა აქტივისტად აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მან ასევე გახსნა ცენტრი დეტროიტში, რომლის მეშვეობით ის აძლევდა შავკანიან ახალგაზრდებს რჩევებს კარიერასა და სამუშაო ადგილების შესახებ.[6]

1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დააჯილდოვა პარქსი კონგრესის ოქროს მედლით. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქისთვის ყველაზე დიდი პატივი (ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო). როდესაც მან გადასცა პარკსს ჯილდო, პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა:

ვიკიციტატა
„როდესაც ეს ცერემონიალი დასრულდება, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს უბრალო ადამიანების შესაძლებლობისა და ძალაუფლების შესახებ, რათა ადამიანის ღირსებისთვის ცეცხლში იდგეთ.[6]

პარქსი გარდაიცვალა 2005 წლის 24 ოქტომბერს, თავის სახლში, დეტროიტში. 30 ოქტომბერს მისი კუბო დადგეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში.[6] ეს უდიდესი პატივია ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის.

მემკვიდრეობა და პატივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზა პარქსის კონგრესის ოქროს მედალი
პარქსი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი
როზა პარქსის გადაზიდვის ცენტრი, დეტროიტი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ზის ავტობუსში. პარქსი დააკავეს იმავე რიგში მჯდომარე, სადაც ობამა ზის, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს.
მემორიალური დაფა სახელწოდებით „ავტობუსის გაჩერება“ დექსტერის გამზ. და მონტგომერის ქუჩაზე — ადგილი, სადაც როზა პარქსი ავიდა ავტობუსში, რამაც მას პატივი და მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის წარმატება მოუტანა.
№ 2857 ავტობუსი, სადაც პარქსი იმყოფებოდა დაპატიმრებამდე (GM „ძველი სახის“ ტრანზიტული ავტობუსი, სერიული ნომრით 1132), დღესდღეობით არის ჰენრი ფორდის მუზეუმის ექსპონატი.
  • 1976 წელს, დეტროიტმა მე-12 ქუჩას დაარქვა „როზა პარქსის ბულვარი“.[7]
  • 1979 წელს, NAACP-მა დააჯილდოვა პარქსი სპრინგარნის მედლით,[8] უმაღლესი პატივი[9]
  • 1980 წელს, მან მიიღო მარტინ ლუთერ კინგის უმცროსის ჯილდო.[10]
  • 1983 წელს, მას ოფიციალურად თანამდებობა მისცეს მიჩიგანის ქალთა დიდებულ დარბაზში, ადამიანთა უფლებებში მისი მიღწევების გამო.[11]
  • 1984 წელს, მან მიიღო 100-მდე შავკანიანი ქალბატონის ეროვნული კოალიციისგან კანდაცეს ჯილდო.[12]
  • 1990 წელს,
  • 1992 წელს, მან მიიღო „პრემია მსოფლიოს სინდისის სიმამაცისთვის“ ბატონ ბენჟამინ სპოკთან და სხვებთან ერთად კენედის ბიბლიოთეკაში, ასევე ბოსტონის, მასაჩუსეტის ბიბლიოთეკაში.
  • 1994 წელს, სოკას უნივერსიტეტისგან, რომელიც მდებარეობს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, დოქტორის ხარისხი.[15][16]
  • 1995 წელს, თავისი მიღწევებისთვის, მას მიენიჭა უილიამსბურგის, ვირჯინიის აკადემიის ოქროს ფირფიტის ჯილდო.
  • 1996 წელს, მიენიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ჯილდო.
  • 1998 წელს, ის იყო პირველი, რომელსაც ეროვნულმა მიწისქვეშა რკინიგზის თავისუფლების ცენტრმა გადასცა საერთაშორისო თავისუფლების ხელმძღვანელის ჯილდო.
  • 1999 წელს
    • მან მიიღო კონგრესის ოქროს მედალი, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ფილიალის უმაღლესი ჯილდო, მედალი ეყრდნობა ლეგენდას „თანამედროვე ადამიანის უფლებებისთვის მოძრაობის დედა“ შესახებ.
    • მან მიიღო ვინდსორ-დეტროიტის საერთაშორისო თავისუფლების ფესტივალის თავისუფლების ჯილდო.
    • Time-მა დააასახელა პარქსი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკულტო ფიგურათა ოცეულის წევრად.
    • პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიიღო ის თავის განცხადებაში კავშირის მდგომარეობის შესახებ და თქვა: „დღეს ის ზის პირველი ლედის გვერდით და მას შეუძლია ადგეს, ან სულაც არა, ეს მისი გადასაწყვეტია.“[17]
  • 2000 წელს
    • მისმა მშობლიურმა შტატმა დააჯილდოვა პარქსი ალაბამას აკადემიის საპატიო ტიტულით
    • პირველმა სწორედ მან მიიღო გუბერნატორის მედალი ექსტრაორდინალური სიმამაცისთვის.[18]
    • მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებმა იგი დააჯილდოვეს ორი ათეული საპატიო დოქტორის წოდებით
    • იგი გახდა ალფა კაპა ალფა დობის საპატიო წევრი
    • მონტგომერში ტროის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მუზეუმი მიეძღვნა მას და დაერქვა როზა პარქსის ბიბლიოთეეკა და მუზეუმი
  • 2002 წელს
  • 2003 წელს, № 2857 ავტობუსი, რომლითაც პარქსი მგზავრობდა აღადგინეს და განათავსეს ჰენრი ფორდის გამოფენაში[20]
  • 2004 წელს, ქალაქ ლოს-ანჯელესის მეტრორეილის სისტემა, საიმპერატორო გზატკეცილი/უილინგტონის სადგური, სადაც ლურჯი ხაზი უკავშირდება მწვანე ხაზს, ოფიციალურად დასახელდა „როზა პარქსის სადგურად“.[21][22]
  • 2005 წელს
    • 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ ყველა დროშა პარქსის დაკრძალვის დღეს აფრიალდებოდა.
    • მეტრო ტრანზიტი კი კინგში, ვაშინგტონის შტატი, პლაკატები და ნაკლეიკები პარქსის გარდაცვალებიდან მალევე გამოფინეს ყველა ავობუსის მოწინავე წინა ადგილებზე. ეს ყოველივე კი პარქსის ხსოვნას ეძღვნებოდა.[23]
    • ამერიკული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაციამ 1 დეკემბერს გამოაცხადა, რომ პარქსის დაპატიმრების 50-ე წლისთავი იქნებოდა „ეროვნული სატრანზიტო შესაწირის როზა პარქსისასდმი მიძღვნილ დღედ“.[24]
    • ამ წლისთავზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა პუბლიკაცია L. 109–116-ს, რომლის მიხედვითაც პარქსის ძეგლი შეერთებული შტატების კონგრესის შენობის ეროვნულ ქანდაკებების დარბაზში განთავსდებოდა. ბიბლიოთეკის ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ რეზოლუციის ხელმოწერისას პრეზიდენტმა განაცხადა:
ვიკიციტატა
„მისი ქანდაკების ერის კონგრესის შენობის გულში მოთავსებით, ჩვენ ავღნიშნავთ მის მუშაობას უფრო სრულყოფილი კავშირისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, თითოეული ამერიკელისთვის.[24]
    • 2005 წლის დეკემბერში დეტროიტის შტატის 96 შტატშორისი ნაწილს, სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დაერქვა როზა პარქსის მემორიალური გზა.
  • 2006 წელს
    • სეუპერ ბოულ XL-ზე, რომელიც დეტროიტის Ford Field-მა გაითამაშა, ერთ წუთიანი დუმილით, დიდი ხნის განმავლობაში დეტროიტში მცხოვრები კორეტა სკოტ კინსა და პარკსს მიაგეს პატივი. სუპერ ბოული მათ ხსოვნას მიეძღვნა.[25] პარქსის შვილები და ძმისშვილები, ასევე მარტინ ლუთერ კინგ III შეუერთდნენ მონეტის სროლის ცერემონიას, რომლებიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ვარსკვლავ ტომ ბრედითან ერთად იდგნენ, სწორედ მან მოიპოვა მონეტა.
    • 14 თებერვალს, ნასაუს საგრაფოში, ნიუ-იორკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომას სუოზიმ განაცხადა, რომ ჰემპსტიდის ტრანზიტულ ცენტრს როზა პარქსის პატივსაცემად დაერქმეოდა როზა პარქსის ჰემპსტიდის ტრანზიტული ცენტრი.
  • 2007 წელს, ნეშვილე, ტენესე, მეტროროს ცენტრში ბულვარს (ჩრდილოეთით მე-8 ავენიუ) (აშშ 41A და SR 12) დაერქვა სახელად როზა L. პარქსის ბულვარი.[26]
  • 2009 წელს, 14 ივლისს დეტროიტში გაიხსნა როზა პარქსის სატრანზიტო ცენტრი მიჩიგანისა და კასის გამზირებზე.[27]
  • 2010 წელს, მიჩიგანის ქალაქ გრენდ რეპიდში, პლაზას, რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს დაერქვა როზა პარქსის წრე.
  • 2012 წელს, 18 აპრილს მიჩიგანში დეარბორნის ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია ცნობილ როზა პარქსის ავტობუსს ჰენრი ფორდის მუზეუმში.
    • ქალაქის დასავლეთ ხეობის ქუჩა, იუტაში (შტატის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი), რომელიც იუტას კულტურული სადღესასწაულო ცენტრისკენ მიემართებოდა დაერქვა როზა პარქსის მგზავრობა.[28]
  • 2013 წელს
    • 1 თებერვალს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა „როზა პარქსის დაბადებიდან მე-100 წლისთავი“. მან მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ დაეცვათ ეს დღე და შესაბამისი სამსახურით, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო პროგრამებით პატივი მიეგოთ როზა პარქსის მტკიცე მემკვიდრეობისთვის.[29]
    • 4 თებერვალს როზა პარქსის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, ჰენრი ფორდის მუზეუმმა ეს დღე გამოაცხადა „სიმამაცის ეროვნულ დღედ“, რომლის დროსაც ტარდებოდა 12 საათიანი ვირტუალური და ადგილზე აქტივობები ეროვნული აღიარების წამყვანებთან ერთად, მუსიკალური და დრამატული ინტერპრეტაციული წარმოდგენები, პრეზენტაციები „როზა პარქსის ცხოვრების“ შესახებ და ზღაპრის „წყნარი სიძლიერის“ კითხვა. ავტობუსი, რომლითაც როზა პარქსი მგზავრობდა გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, მათ შეეძლოთ დამსხარიყვნენ იქ, სადაც როზა პარქსი იჯდა.[29]
    • 4 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 დაბადების დღის მისალოცი სურვილები ხალხის სურვილისმებრ გადაიქცა 200 გრაფიკულ წერილად, რომელიც როზა პარქსის მე-100 დაბადების დღისადმი მიძღვნილ დევისის თეატრში ჩატარებულ სახელოვნებო წარმოდგენაში გამოიყენეს, მონტგომერში, ალაბამას შტატი. ეს იყო მე-100 დაბადების დღის სურვილების პროექტი, რომელსაც მართავდა როგორც როზა პარქსის მუზეუმი ტროის უნივერსიტეტში, ასევე მობილურის სტუდია, ეს ღონისძიებაც სენატის მიერ იყო გამოცხადებული.[30]
    • ორივე ღონისძიების დროს USPS -მა პარქსის პატივსაცემად საზეიმოდ გახსნა საფოსტო შტამპი.[31]
    • 27 თებერვალს პარქსი გახდა პირველი აფრიკელ ამერიკელი ქალი, რომლის ზუსტი გამოსახულებაც იდგა ეროვნულ ქანდაკებთა დარბაზში. მისი მონუმენტი, რომელიც შექმნილია მოქანდაკე ევგენი დაუბის მიერ, ცხრა სხვა ქალის მონუმენტთან ერთად არის კონგრესის შენობის ხელოვნების კოლექციის ნაწილი, რომელიც ინახება ეროვნული ქანდაკების დარბაზის კოლექციში.
  • 2014 წელს, ასტეროიდ (284996) როზაპარკსს როზა პარქსის პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი.[32]
  • 2015 წელს
    • წლების განმავლობაში სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ როზა პარქსის ნაშრომები კონგრესის ბიბლიოთკაში შეიტანეს.[33]
    • 13 დეკემბერს, პარიზში გაიხსნა როზა პარქსის სახელობის სარკინიგზო სადგური.
  • 2016 წელს სახლი დეტროიტში, სადაც როზა პარქსი 1957 წლიდან 1959 წლამდე ცხოვრობდა 500 დოლარად იყიდა მისმა ძმისწულმა რეა მაკ-კეულიმ არტისტ რიენ მენდოზას შემოწირულობისთვის. შემდგომში ეს სახლის დაშალეს და გემით გადაიტანეს ბერლინში, სადაც ხელახლა დაიდგა მენდოზას სახლის ბაღში.[34]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Editorial. 1974. "Two decades later." New York Times (May 17): 38. ("Within a year of Brown v. Board of Education, Rosa Parks, a tired seamstress in Montgomery, Alabama, was, like Homer Plessy sixty years earlier, arrested for her refusal to move to the back of the bus.")
  • Barnes, Catherine A. Journey from Jim Crow: The Desegregation of Southern Transit, Columbia University Press, 1983.
  • Rosa Parks with James Haskins, Rosa Parks: My Story New York: Scholastic Inc., 1992. ISBN 0-590-46538-4
  • Brinkley, Douglas. Rosa Parks: A Life, Penguin Books, October 25, 2005. ISBN 0-14-303600-9
  • The Rebellious Life of Mrs. Rosa Parks by Jeanne Theoharis, Beacon Press, 2015, ISBN 9780807076927

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Multimedia and interviews

Others

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. González, Juan; Goodman, Amy (2013). „The Other Rosa Parks: Now 73, Claudette Colvin Was First to Refuse Giving Up Seat on Montgomery Bus“. Democracy Now!. Pacifica Radio. 25 minutes in.
  2. Branch, Taylor. (1988)Parting the Waters: America in the King Years. Simon & Schuster. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 23, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2021.
  3. Joyce A. Hanson, Rosa Parks: A Biography (Westport, CT: Greenwood; Brighton: Roundhouse, 2010), p. xi
  4. 4.0 4.1 Robert Aitken; Marilyn Aitken, Law Makers, Law Breakers, and Uncommon Trials (Chicago, IL: American Bar Association, 2007), p. 378
  5. Joyce A. Hanson, Rosa Parks: A Biography (Westport, CT: Greenwood; Brighton: Roundhouse, 2010), p. 89
  6. 6.0 6.1 6.2 Civil Rights Icon Rosa Parks Dies (October 25, 2005). ციტირების თარიღი: February 17, 2016.
  7. Rosa L. Parks Collection. Papers, 1955-1976. Walter P. Reuther Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2012. ციტირების თარიღი: November 22, 2011.
  8. Springarn Medal Winners: 1915 to Today დაარქივებული 2010-07-07 საიტზე Wayback Machine. , NAACP, no date but list goes through 2010. Accessed 13 ნოემბერი, 2011.
  9. NAACP Honors Congressman Conyers With 92nd Spingarn Medal დაარქივებული 2009-06-27 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives, NAACP press release, April 3, 2007. Retrieved July 9, 2008.
  10. Black History Month. gale.cengage.com. ციტირების თარიღი: February 5, 2013.
  11. Michigan Women's Hall of Fame. Hall.michiganwomen.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2014. ციტირების თარიღი: August 13, 2012.
  12. CANDACE AWARD RECIPIENTS 1982-1990, Page 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2003.
  13. Ashby, Ruth. Rosa Parks: Freedom Rider, Sterling Publishing ISBN 978-1-4027-4865-3
  14. „Part of I-475 named for Parks“. Tuscaloosa News. September 5, 1990. ციტირების თარიღი: June 20, 2012.
  15. Rosa Parks Biography. Rosa Parks Foundation (January 22, 2005). ციტირების თარიღი: 23 October 2015.
  16. Rosa Parks Speaks at Soka University. United States Library of Congress (March 16, 2000). ციტირების თარიღი: 23 October 2015.
  17. „1999 State of the Union Address“. The Washington Post. January 28, 2000. ციტირების თარიღი: February 5, 2013.
  18. „Rosa Parks Museum Dedicated During Civil Rights Movement Anniversary Gala in Montgomery“. Jet: 8. December 18, 2000. ციტირების თარიღი: December 17, 2011.
  19. Asante, Molefi Kete (2002). „Rosa Parks“. 100 Greatest African Americans: A Biographical Encyclopedia. Amherst, New York: Prometheus Books. ISBN 1-57392-963-8.
  20. Parks Bus Restored. Parks Bus Restored. ციტირების თარიღი: June 20, 2012.
  21. MAX station renamed to honor Rosa Parks. TriMet (Feb 4, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 2, 2010. ციტირების თარიღი: November 27, 2009.
  22. TriMet MAX station name honors Rosa Parks. Portland Tribune (February 3, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 8, 2011. ციტირების თარიღი: February 10, 2009.
  23. Local Digest item "Buses are memorial to Rosa Parks", Seattle Times, 1 ნოემბერი, 2005. Accessed 13 ნოემბერი, 2011.
  24. 24.0 24.1 National Transit Tribute to Rosa Parks Day. American Public Transportation Association (2007-09-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2011.
  25. Rosa Parks. birdsofwinter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2013. ციტირების თარიღი: February 5, 2013.
  26. Tennessee Career Center at Metro Center. Department of Labor and Workforce Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2012. ციტირების თარიღი: December 17, 2011.
  27. Shea, Bill. (9 July 2009) Detroit's Rosa Parks Transit Center opens Tuesday. Crain's Business Detroit. ციტირების თარიღი: April 18, 2010.
  28. Neugebauer, Cimaron. (November 15, 2012) West Valley City renames street after Rosa Parks. The Salt Lake Tribune.
  29. 29.0 29.1 Presidential Proclamation -- 100th Anniversary of the Birth of Rosa Parks. ციტირების თარიღი: February 5, 2013.
  30. „Rosa Parks stamp unveiled for late civil rights icon's 100th birthday“. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2013. ციტირების თარიღი: February 5, 2013.
  31. Rosa Parks: First Statue of African-American Female to Grace Capitol. ABC News. ციტირების თარიღი: February 27, 2013.
  32. (284996) Rosaparks = 2010 LD58. ციტირების თარიღი: July 19, 2016
  33. Cornish, Audie (7 February 2015). „After years in Lockdown, Rosa Parks' Papers Head To Library of Congress“. NPR. ციტირების თარიღი: February 9, 2015.
  34. Why Rosa Parks' house now stands in Berlin. ციტირების თარიღი: April 10, 2017