აზოვის ვაჟთა გიმნაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟთა გიმნაზია
Мужская гимназия
კოორდინატები 47°06′19″N 39°25′51″E / 47.1052° ჩ. გ. 39.4308° ა. გ. / 47.1052; 39.4308
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
თარიღდება 1877

აზოვის ვაჟთა გიმნაზია (რუს. Мужская гимназия) — სკოლა ქალაქ აზოვში. იგი არის ორსართულიანი ისტორული ნაგებობა ქალაქში, რომელსაც აქვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზოვის ვაჟთა გიმნაზია დაარსდა 1877 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანების შესაბამისად და თავდაპირველად ეწოდებოდა აზოვის ვაჟთა პროგიმნაზია. რევოლუციამდელ რუსეთში გიმნაზიები და პროგიმნაზიები ეწეოდნენ საშუალო განათლების სწავლებას. მოგვიანებით მათ ეწოდათ გიმნაზია. სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდნენ მოსწავლეები 8 წლის ასაკიდან 10 წლის ასაკამდე. გიმნაზიის მოსწავლეები სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ლიტერატურასა და რუსულ ენას, ლათინურ, ბერძნულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, მათემატიკას, ფიზიკას, ისტორიას და სხვა საგნებს[1].

გიმნაზიის ფორმა შედგებოდა ლურჯი პერანგისაგან და შავი შარვლისაგან. პერანგზე და ქამრის ბალთაზე ამოტვიფრული იყო აზვის გიმნაზიის ინიციალები „АГ“.

XIX საუკუნის 90-იან წლებში აზოვში გაიხსნა ქალთა გიმნაზიაც, ამჟამად შენობაში, რომელშიც განთავსებული იყო ქალთა გიმნაზია, მდებარეობს პედაგოგიური კოლეჯი.

XX საუკუნის 20-იან წლებში ვაჟთა გიმნაზიას ეწოდა ერთიანი შრომის სკოლის I (დაწყებითი კლასები) და II (უფროსი კლასები) საფეხურები. სკოლაში დიდ ყურადღებას უთმობდნენ შრომით აღზრდას. დღიურები მათ არ ჰქონდათ, მათ მაგივრად ატარებდნენ შრომის წიგნაკებს. 1924 წელს სკოლას მიენიჭა ლენინის სახელი.

მეორე მსოფლიო ომამდე ეს იყო ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ქალაქში. მსოფლიო ომის პერიოდში სკოლაში განთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტალი. მოსწავლეები დახმარებას უწევდნენ სანიტრებს და დაჭრილებისთვის მართავდნენ კონცერტს. ომის შემდეგაც გარკვეული პერიოდი სკოლა რჩებოდა ერთადერთ სასწავლო დაწესებულებად.

ამჟამად შენობაში განთავსებული აზოვის № 1 საშუალო სკოლა.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში სკოლაში გაიხსნა ლენინის სახელობის მუზეუმი. 2012 წელს სკოლამ მიიღო საგანმანათლებლო პროექტში „სკოლა ციფრულ საუკუნეში“ მონაწილეობის სერთიფიკატი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიმნაზიის შენობა არის ქალაქის არქიტექტურის მარგალიტი. აგურის ორსართულიან ნაგებობას აქვს სწორედ ისეთი არქიტექტურა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქის გიმნაზიებისთვის. სკოლაში არის შიდა კიბე, დიდი ჰოლი და გრძელი დერეფნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дик Н. Азовское просвещение. Как все начиналось. / Информационно-аналитический журнал «Современный журнал Азов», №3 (13), октябрь 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]