ჩერნოიაროვის სახლი (ნოვოჩერკასკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნოიაროვის სახლი
რუს. Дом Чернояровой
კოორდინატები 47°24′48″N 40°06′33″E / 47.4134° ჩ. გ. 40.1092° ა. გ. / 47.4134; 40.1092
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის შუა წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101001000

ჩერნოიაროვის სახლი (რუს. Дом Чернояровой) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი არის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და არქიტექტურული ძეგლი[1].

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი[1], ქალაქი ნოვოჩერკასკი, მოსკოვის ქუჩა № 37[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერნოიაროვის სახლი არის ერთ-ერთი ნიმუში მცირედ შემონახული იმ სახლებისა, რომლებიც ნოვოჩერკასკში გვხვდება. შენობა აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში[2][3] და აქვს რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდა ჩინოვნიკ ტ. ფ. ჩერნოიაროვს[1]. XIX საუკუნის 80-იან წლებში შენობაში განათავსეს „ნაროდნაია ვოლიას“ მიწისქვეშა სტამბა. მოძრაობის რიგებში გაწევრიანებული იყო სახლის მფლობელის ვაჟი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ე. ი. პეტროვსკი, რომელიც ადრე სწავლობდა ხარკოვის ინსტიტუტში. ნაროდნიკებს ნოვოჩერკასკში კარგი კონტაქტები ჰქონდათ ნიკოლაი ივანეს ძე კიბალჩიჩთან და სოფია ლვოვის ასულ პეროვსკაიასთან, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩერნოიაროვის სახლს[2]. სახლის ფასადზე დამონტაჟებულია მემორიალური დაფა, რომელიც ამტკიცებს მათ ყოფნას აღნიშნულ სახლში. 1992 წლიდან სახლი აღიარეს არქიტექტურის ძეგლად და რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რომელსაც იცავს კანონი[1]. ამჟამად შენობაში მუშაობს საკონდიტრო დაწესებულება „Близкие люди“[3].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის ფასადი გაფორმებულია კუთხის პილასტებით. ფანჯრები გაფორმებულია თამასებით[2]. შენობა ერთსართულიანია, მოპირკეთებულია ხით. შენობა დგას მაღალ ქვის ცოკოლზე. სახურავი ოთხფერდაა, დახურულია შიფერით, ფანჯრები ვიწროა და მართკუთხა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]