კირეევკა-2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირეევკა-2
Киреевка-2
მდებარეობა ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეული, ახ. წ. VIII-X საუკუნეები

კირეევკა-2 (რუს. Киреевка-2) — ადრე ბრინჯაოს ხანისა (ძვ. წ. III ათასწლეული) და შუა საუკუნეების (ახ. წ. VIII-X საუკუნეები) უძველესი დასახლება, მდებარეობს ოქტომბრის რაიონის ხუტორ კირეევკასთან, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2006 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქოლოგიური ძეგლი, ძველი დასახლება კირეევკა-2, რომელიც მიეკუთვნება ადრე ბრინჯაოს ხანასა (ძვ. წ. III ათასწლეული) და შუა საუკუნეების (ახ. წ. VIII-X საუკუნეები) ეპოქას, აღმოაჩინეს 2006 წელს სოხრანოვკა-ოქტიაბრსკაიის გაზსადენის მაგისტრალური ხაზის გაყვანის დროს. მდებარეობს როსტოვის ოლქის ოქტომბრის რაიონის ხუტორ კირეევკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,7 კმ-ში. სახელწოდება მიიღო ხუტორ კირეევკის მიხედვით.

არქეოლოგიური გათხრები გაიშალა 3 520 კვ. მეტრზე. არექეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთებზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი ნაგებობა სამლოცველოს წარმოადგენდა და იგი მრგვალი ფორმისა იყო. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები თარიღდება ბრინჯაოს ხანით.

კულტურულ ძეგლზე აღმოჩენილია ოთხი არქეოლოგიური ფენა. პირველ ფენაში აღმოჩენილია ამფორების ნამტვრევები, რომელიც განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს — ძვ. წ. VIII-X საუკუნეები. ნაძერწი კერამიკის ნაშთები მიეკუთვნება გვიანი ბრინჯაოს ხანას - ძელური კულტურის პერიოდს (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული და I ათასწლეულის დასაწყისი).

გათხრების დროს აღმოჩნდა რამდენიმე კაჟის ნივთი, დანა, რომელიც დამზადებულია ვუკანური წარმოშობის ობსიდიანისაგან. დანა თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით. ასევე აღმოჩენილია VIII-X საუკუნეების კერამიკა.

შუა საუკუნეებში მოსახლეობა არ აშენებდა ქვის შენობებს და ცხოვრობდნენ მიწისპირზე აშენებულ დროებით საცხოვრებლებში, რომლებიც არ შემონახულა დღემდე. სწორედ ამის გამო მოსახლეობა თხრიდა ორმოებს სხვადასხვა დანიშნულებით. ერთ-ერთ ასეთ ორმოში აღმოჩენილია ამფორის ნატეხები და რკინის დანა კაუჭიანი ტარით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]