კვარის შტატი
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ილორინი | ||
კოორდინატები | 8°30′00″ ჩ. გ. 5°00′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 5.00000° ა. გ. | ||
დაარსდა | 27 მაისი 1967 | ||
ფართობი | 36 825 კმ² | ||
მოსახლეობა | 2 365 353 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 64,23 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
ISO 3166 კოდი | NG-KW | ||
ოფიციალური საიტი | kwarastate.gov.ng | ||
![]() |
კვარის შტატი (ინგლ. Kwara State) — შტატი ნიგერიის დასავლეთით.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ილორინი.
- ფართობი — 36 825 კმ², მოსახლეობა — 2 365 353 ადამიანი (2006).[1]
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვარის შტატი მდებარეობს 306 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ლაგოსიდან და 500 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით აბუჯიდან.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვარის შტატი დაარსდა 1967 წლის 27 მაისს, როდესაც გენერალ იაკუბუ გოუონის ფედერალურმა სამხედრო მთავრობამ იმ პერიოდში არსებული 4 რეგიონისგან შემდგარი ქვეყნის დაყოფა შეცვალა 12 შტატად. კვარის შტატი შეიქმნა ჩრდილოეთის რეგიონის ილორინის და კაბის ყოფილი პროვინციებისგან და თავდაპირველად ერქვა დასავლეთ-ცენტრალური შტატი, მაგრამ მოგვიანებით სახელად დაერქვა «Kwara» — მდინარე ნიგერის ადგილობრივი სახელი.
კვარის შტატი 1976 წლიდან ნიგერიის ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ზომებში. 1976 წლის 13 თებერვალს ბენუეს შტატის ფორმირებისთვის იდაჰის/დეკინის შტატის ნაწილი გამოეყო და შეუერთდა მაშინდელი ბენუე/პლატოს შტატის ნაწილს.
1991 წლის 27 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის 5 ოლქი, კერძოდ ოიი, იაგბა, ოკენე, ოკეჰი და კოგი ასევე გამოყვეს, რათა შექმნილიყო კოგის ახალი შტატის ნაწილი, ხოლო მეექვსე ოლქი — ბორგუ შეუერთდა ნიგერის შტატს.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვარის შტატი დაყოფილია 16 თვითმმართველობის რაიონად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
|