ენუგუს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ენუგუს შტატი
ინგლ. Enugu State
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Enugu[1]
შიდა დაყოფა Aninri[2] [3] , Ezeagu[2] [3] , Enugu South[2] [3] , Enugu North[2] [3] , Enugu East[2] [3] , Awgu[2] [3] , Igbo Eze North[2] [3] , Igbo Etiti[2] [3] , Isi Uzo[2] [3] , Igbo Eze South[2] [3] , Oji River[2] [3] , Nsukka[2] [3] , Nkanu West[2] [3] , Nkanu East[2] [3] , Udenu[2] [3] , Udi[2] [3] და Uzo Uwani[2] [3]
კოორდინატები 6°30′00″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. / 6.50000° ჩ. გ. 7.50000° ა. გ. / 6.50000; 7.50000
დაარსდა 27 აგვისტო, 1991[1]
ფართობი 7161 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1]
მოსახლეობა 3 267 837 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 456,34 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 400001[1]
ოფიციალური საიტი enugustate.gov.ng

ენუგუს შტატი (ინგლ. Enugu State) — შტატი ნიგერიის სამხრეთით.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ენუგუ (რაც ნიშნავს «ბორცვის მწვერვალი»), რის მიხედვითაც შტატმა მიიღო თავისი დასახელება.
  • ფართობი — 7161 კმ², მოსახლეობა — 3 267 837 ადამიანი (2006).[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენუგუს შტატის ტერიტორიაზე პირველი ევროპელი დამსახლებლები მოვიდნენ 1909 წელს. ალბერტ ერნესტ კიტსონის მეთაურობის ქვეშ არსებული ჯგუფი ვერცხლს ეძებდა, მაგრამ მის ნაცვლად უდის ქედზე აღმოაჩინა ქვანახშირის მარაგი. ნიგერიის გუბერნატორი ფრედერიკ ლუგარდი დაინტერესდა აღმოჩენით და 1914 წელს ქვანახშირის პირველი პარტია გააგზავნა დიდ ბრიტანეთში. ქვანახშირის მოპოვების მოცულობა იზრდებოდა, რამაც მოიტანა ახალი ქალაქების შექმნა. ენუგუს შტატის ტერიტორიაზე გაიყვანეს რკინიგზა. 1917 წელს ენუგუმ მიიღო ქალაქის სტატუსი და ფაქტობრივად გახდა აღმოსავლეთ ნიგერიის მთავარი ქალაქი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნიგერია დაიყო სამ ოლქად და ქალაქი ენუგუ გახდა აღმოსავლეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. რამდენიმე ხანი ის ასევე იყო ბიაფრის რესპუბლიკის დედაქალაქი. 1967 წელს ჩატარდა ნიგერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის რეფორმა, რის მიხედვითაც ქვეყანა დაიყო 12 შტატად. ქალაქი ენუგუ რჩებოდა ჯერ აღმოსავლეთ-ცენტრალური შტატის, შემდეგ ანამბრის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრად, ხოლო 1991 წელს გახდა უკვე ენუგუს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

ენუგუს შტატი შეიქმნა 1991 წლის 27 აგვისტოს, ანამბრის შტატიდან გამოყოფით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენუგუს შტატი დაყოფილია 17 თვითმმართველობის რაიონად.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]