მებრძოლი ანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მებრძოლი ანგელოზი
Ангел-воин
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ი. ნავრატი
გახსნის თარიღი 1927

მებრძოლი ანგელოზი (რუს. Ангел-воин) — ჩეხოსლოვაკიელი სამხედრო ტყვეების ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ქალაქის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს ტაგანროგის რუსულ-ბალტიურ ქარხანაში („კომბაინების ქარხანა“) მუშაობდა 1 700 ჩეხი და სლოვაკი, რომლებიც ტყვეებად ჩავარდნენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. მუშათა დიდი ნაწილი დაიღუპა სამოქალაქო ომის დროს, რომლებიც იბრძოდნენ ბოლშევიკების მხარეს. მათი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, 1927 წელს წითელი ქვიშაქვისაგან დაამზადეს ძეგლი ი. ნავრატის პროექტის მიხედვით. საფლავის ფილაზე დგას მებრძოლი ანგელოზი, რომელსაც ერთი ფრთა მოტეხილი აქვს.

კვარცხლბეკზე რევოლუციური რომანტიზმის სტილში ამოტვიფრულია ტექსტი რუსულად და ჩეხურად.

ვიკიციტატა
„Из далекой страны мужей и дел великих уныло-грустный гений прилетел. Он опустился над братской могилой на прах сынов той измученной страны, из рук которых безжалостная смерть вырвала всепобедный меч Свободы.“

რომლის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. დაკარგულია ანგელოზის თავის ნაწილიც, რბილი ქვიშაქვა გაანადგურა, თოვლის დნობამ ზამთრის შემდეგ. ძეგლი დროებით დაკონსერვებულია, რის გამოც დამახინჯებულია ძეგლის ფერი, აუცილებელია სასწრაფო აღდგენითი სამუშაოები.

2009 წლის მდგომარეობით საკონსერვაციო მასალისაგან არარაფერი იყო დარჩენილი და მხატვარმა-ენთუზიასტებმა მოხატეს ვარდისფერ ფერებში. 2010 წელს და მომდევნო წლებში გადაღებეს თეთრად. 2016 წელს რუსული ტექსტის ადგილზე დაამონტაჟეს შავი მარმარილოს დაფა ტექსტის რეპლიკით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]