კოჰეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის წვეთის კოჰეზიური ხასიათი აშკარად შესამჩნევია

კოჰეზია (ლათ. cohaesus – ბმული, მიკრული) — მოლეკულების (ატომების, იონების) შეჭიდულობა, გამოწვეული მიზიდვის ძალებით. ეს არის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებისა და ქიმიური ბმის ძალები. ამ ურთიერთქმედებით არის განპირობებული ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ერთობლიობა — აგრეგატული მდგომარეობა, ხსნადობა, აქროლადობა. კოჰეზიური ძალები მცირე მანძილზე მოქმედებს (მანძილის გადიდებისას სწრაფად ეცემა). ამიტომ კოჰეზია ძლიერია მყარ და თხევად სხეულებში, სადაც მანძილი ატომებსა და მოლეკულებს შორის მცირეა. აირებში კოჰეზია მეტად უმნიშვნელოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]