ანკარული ზაფრანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანკარული ზაფრანა
Crocus ancyrensis
Crocus ancyrensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ირისებრი
გვარი:  ზაფრანა
ლათინური სახელი
Crocus ancyrensis

ანკარული ზაფრანა (თურქ. Ankara çiğdemi; ლათ. Crocus ancyrensis),[1] — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის სახეობა, ზაფრანის გვარის (Crocus) ირისისებრთა ოჯახის (Iridaceae) წარმომადგენელი. თურქეთისთვის ენდემური სახეობა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციით, გაუჩინარებისთვის ნაკლებად საფრთხის ქვეშ მყოფი (LC).[2] მიიღო ანკარის ანტიკური სახელწოდება — Ancyra.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველურ ბუნებაში იზრდება ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და ცენტრალური ანატოლიის ტერიტორიაზე. გავრცელებულია თურქეთის შემდეგ პროვინციებში: ამასია, ანკარა, ბოლუ, ჩორუმი, კასთამონუ, ქირშეჰირი, კაისერი, ქაჰრამანმარაში, სამსუნი, სივასი და იოზგათი.

იზრდება ზღვის დონიდან 1000-1600 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ნიადაგზე, მშრალ ტყეებსა და ალპურ მდელოებზე, ასევე წიწვოვან ტყეებში. ყინვებს უძლევს, არ უყვარს სითბო, მაგრამ უყვარს წყალი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ანკარული ზაფრანა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BSBI List 2007 (xls). Botanical Society of Britain and Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-25. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
  2. Kew World Checklist of Selected Plant Families