კოლხური ძელური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური ძელური. სამხედრო და სასაწყობე დანიშნულების საკარმიდამო კოშკი. გამომწვარი აგურის საძირკველითმ ხის მორების წყობით და თივის სახურავით.

კოლხური ძელური — საცხოვრებელი სახლის ტიპი, რომელიც გავრცელებული იყო ანტიკურ კოლხეთში.

ვიტრუვიუსი, ცნობილი რომაელი არქიტექტორი თავის წიგნში "10 წიგნი არქიტექტურის შესახებ" კარგად აღწერს კოლხური ძელური ნაგებობის სქემას: "კოლხეთში ხე-ტყის სიუხვის გამო ხის ძელებს მიწაზე აწყობენ, შემდეგ გარდიგარდმო სხვა ძელებს ადებენ. ამრიგად იზღუდება ნაგებობის სივრცე. ოთხივე მხრივ შეკრული ძელების წყობით თანდათან ამოჰყავთ ძელების კედლები, აგებენ კოშკებს, ძელებს შორის ადგილებს კი, რომლებიც ძელის სიმრუდის გამო რჩება, ავსებენ თიხით. ამგვარადვე ამოჰყავთ პირამიდული გადახურვა, რომლის ძელებიც თანდათანობით მოკლდება. ასეთი გადახურვა აქ დამახასიათებელია" ( II, I, 4, 50).

ასეთი სახლების აგება იაფიც ჯდებოდა და კოლხეთი ხის ჯიშების სიუხვითაც გამოირჩეოდა და სიმრავლითაც. ძირითადად დაბალი სოციალური ფენის მიერ გამოიყენებოდა საცხოვრებლად. მას თავდაცვითი სიმაგრეც გააჩნდა მტრის უეცარი შემოსევებისაგან თავდასაცავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გამყრელიძის "ომი და შეიარაღება იბერია კოლხეთში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წ.)