ლევანტე (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევანტე
სრული სახელი Levante Unión Deportiva, S.A.D.
მეტსახელი ბაყაყები (ესპ. Les Granotes)
დაარსდა 9 სექტემბერი, 1909; 114 წლის წინ (1909-09-09)
სტადიონი სიუდად დე ვალენსია
ვალენსია, ესპანეთი
(ტევადობა: 26,354 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა კიკო კატალანი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პაკო ლოპესი
კაპიტანი ესპანეთის დროშა პედრო ლოპეს მუნიოსი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2017-18 მე-15 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ლევანტე“ (ესპ. Levante Unión Deportiva) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ვალენსიიდან. დაარსდა 1909 წლის 9 სექტემბერს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სიუდად დე ვალენსიაზე, რომელიც 25 453 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1909 წელს, როგორც საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“. სახელი აღებულია ლევანტეს სანაპიროსგან, რომელიც ლა მავროსაში მდებარეობას და არის პირველი კლუბი ვალენსიაში. ადგილობრივი მეტოქე არის „ვალენსია“, რომელიც 1919 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო კიდევ ერთი ვალენსიური კლუბი „კაბანიალი“ არსებობდა 1903 წლიდან.

თავდაპირველად კლუბი საშინაო მატჩებს ატარებდა „ლა პლატიეტაზე“, რომელიც პარფიუმერიული მეწარმეების მფლობელობის ქვეშ იყო. შემდეგ კლუბისთვის ადგილი მოიძნებნა პორტთან ახლოს, რის გამოც კლუბმა თანდათან დაიწყო ასოცირება მუშათა კლასთან. 1919 წელს, კლუბმა პირველი მატჩი ჩაატარა „ვალენსიასთან“ და დამარცხდა ანგარიშით 0-1. მატჩი გაიმართა ახალი სტადიონის ინაუგურაციისთვის, რომელიც ალხიროსში მდებარეოდა. 1928 წელს „ლევანტე“ გახდა ვალენსიის ჩემპიონატის გამარჯვებული.

1909 წელს ასევე დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ხიმნასტიკო“, რომელსაც შემდეგში „ხიმნასტიკო-პატრონატო“ დაერქვა. 1920 წლისთვის კლბს დაერქვა „რეალ ხიმნასტიკო“, ალფონსო XIII-სგან მინიჭებული სამეფო პატრონაჟის გამო. 1920 წელს, „ხიმნასტიკომ“ შეძლო ვალენსიის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ საფინალო მატჩი არ გამართულა. 1932 წელს, ესპანეთის მეორე რესპუბლიკის შექმნის გამო, კლუბს სახელიდან ჩამოშორდა „რეალი“.

1934-35 წლების სეზონში, „ხიმნასტიკოც“ და „ლევანტეც“ პირველად აღზევდნენ სეგუნდა დივიზიონში, როდესაც ლიგის კლუბთა რაოდენობა 10-დან 24-მდე გაიზარდა. 1935 წელს „ლევანტემ“ მოიგო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვალენსიის, მურსიის და ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანებების კლუბები.[1] ასევე შეძლო ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლა, დაამარცხა „ვალენსია“ და „ბარსელონა“, საბოლოოდ კი მომავალ მეორეადგილოსან „საბადელთან“ დამარცხდა.

თავისუფალი ესპანეთის თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, „ლევანტე“ და „ხიმნასტიკო“ ასპარეზობდნენ ხმელთაშუა ლიგაში, სადაც დაიკავეს მე-5 და მე-6 ადგილები, ამ ჩემპიონატის კლუბები ასევე მონაწილეობას იღებდნენ თავისუფალი ესპანეთის თასზე. (ინგლ. Free Spain Cup; ესპ. Copa de la España Libre). თასზე მონაწილეობას იღებდნენ ჩემპიონატში პირველ 4 ადგილზე გასული კლუბები, „ბარსელონამ“ თასზე ასპარეზობას არჩია ტური მექსიკაში და აშშ-ში, შედეგად თასზე ასპარეზობის უფლება „ლევანტემ“ მიიღო.

ტურნირის პირველი ტური იყო მინი-ლიგა საუკეთესო 2 გუნდს შორის, „ლევანტე“ და „ვალენსია“ ფინალში იღებდნენ მონაწილეობას. 1937 წლის 18 ივლისს, „ლევანტემ“ ადგილობრივი მეტოქე დაამარცხა, ანგარიშით 1-0.[2]

შერწყმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, „ლევანტეს“ სტადიონი განადგურდა, მაგრამ გუნდი შენარჩუნდა. „ხიმნასტიკომ“ შეინარჩუნა სტადიონი, ესტადიო დე ვალიეხო, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილი. შედეგად 1939 წელს მოხდა ორი კლუბის შერწყმა და შეიქმნა „Unión Deportiva Levante-Gimnástico“. 2 წლის შემდეგ კლუბს დაერქვა „Levante Unión Deportiva“, რომელიც დღემდე კლუბის სახელია. 2000-იანებიდან კლუბის ძირითადი ფერები არის ლურჯი და ბროწეულისფერი (ესპ. blaugrana), რომელიც „ხიმნასტიკოს“ ძირითადი ფორმის ფერები იყო, ხოლო „ლევანტეს“ გასვლითი ფორმა შავ-თეთრი იყო.

პრიმერა დივიზიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩამდე, 2013

„ლევანტეს“ დებიუტი პრიმერა დივიზიონში შედგა 1960-იან წლებში. 1963 წელს, კლუბმა მე-2 დივიზიონის გათამაშებაში დაიკავა მე-2 ადგილი, აღსაზევებელ პლეი-ოფში კი დაამარცხა „დეპორტივო ლა-კორუნია“, 2 მატჩის ჯამში ანგარიშით 4-2. 1963-64 წლების სეზონში, უმაღლესი დივიზიონის ორივე მატჩში „ლევანტემ“ დაამარცხა „ვალენსია“. 1964-65 წლების სეზონში კი საშინაო მატჩში მოუგო „ბარსელონას“, ანგარიშით 5-1. მიუხედავად ამისა, დასაქვეითებელ პლეი-ოფში დამარცხდა „მალაგა“ და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. მომავალი 2 ათწლეულის დიდი ნაწილი გაატარა დონით მე-3 ჩემპიონატში. 1981 წელს „ლევანტეს“ ღირსებას იცავდა ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავი იოჰან კრეიფი, რომელმაც 3 წლის შემდეგ კარიერა დაასრულა.

2003-04 წლების სეზონში გახდა სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონი და აღზევდა უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ მხოლოდ 1 სეზონით. 2005-06 წლების სეზონში, სეგუნდა დივიზიონში მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ, ისევ აღზევდა. 2006-07 წლების სეზონის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა „ვალენსიის“ წინააღმდეგ, რომელშიც „ლევანტემ“ 4-2 იმარჯვა, 2 გოლი რიგა მუსტაფამ გაიტანა, ხოლო თითო სალვა ბალიესტამ და ლორან კურტუამ.

„ლევანტეს“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოთამაშეებმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ მეხუთედი მიიღეს. საინფორმაციო გამოშვებებმა განაცხადეს, რომ მოთამაშეებისთვის გადასახდელი ხელფასები ჯამური ვალი €18 მილიონ ევროს აჭარბებდა. კლუბის მდგომარობა გაუარესდა, რის გამოც სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. მოთამაშეებმა უხელფასობა გააპროტესტეს, „დეპორტივოსთან“ გამართულ მატჩში, მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ უარი თქვეს თამაშზე. 2007-08 წლების სეზონის ბოლო მატჩისას, „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ, დააანონსეს, რომ გაიფიცებოდნენ. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო შოთა არველაძემ.

2010 წლის 13 ივნისს, „ლევანტე“ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში მას შემდეგ, რაც დაამარცხა უკვე დაქვეითებული „კასტელიონი“. მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტ „რეალ ბეტისთან“ 4-0 დამარცხდნენ და ქულათა რაოდენობა გათანაბრდა, მე-3 ადგილი „ლევანტემ“ დაიკავა.[3]

ლუის გარსიას მწვრთნელობის დროს, რომელმაც კლუბი უმაღლეს დივიზიონში აიყვანა, „ლევანტემ“ საბოლოოდ შეინარჩუნა ადგილი ჩემპიონატში. პრიმერა დივიზიონის მე-2 წრის დაწყებისას, კლუბი იკავებდა მე-3 ადგილი „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდის“ შემდეგ, ვინაიდან ბოლო 12 მატჩიდან წააგო მხოლოდ ერთი - მადრიდის „რეალთან“.[4]

2011 წლის 26 ოქტომბერს, 2011-12 წლების სეზონის მე-9 ტურში, „ლევანტემ“ დაამარცხა „რეალ სოსიედადი“, ანგარიშით 3-2 და დაიკავა ადგილი სიის თავში.[5] ეს იყო საუკეთესო შედეგი ისტორიაში, დააგროვა 7 გამარჯვება, პირველ 2 მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ.[6] მას შემდეგ, რაც ბოლო ტურის მატჩში 3-0 დაამარცხა „ატლეტიკ ბილბაო“, „ლევანტემ“ გათამაშება დაასრულა მე-6 ადგილზე და მიიღო ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება, პირველად ისტორიაში.[7]

პრიმერა დივიზიონში გატარებული 6 სეზონის შემდეგ, 2015-16 წლების სეზონში დაიკავა მე-20 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. დაქვეითებიდან პირველივე სეზონში, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული და დაბრუნდა უმაღლესი დონის ჩემპიონატში.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩემპიონატი Levante-Sur:
    • ჩემპიონი (1): 1934/35
  • ვალენსიის ჩემპიონატი
    • ჩემპიონი (1): 1927/28

ამხანაგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალაქ ვალენსიის თასი
    • გამარჯვებული (1):1996

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ტურნირი ეტაპი მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
2012-13 უეფა-ს ევროპის ლიგა პლეი-ოფი შოტლანდიის დროშა მოტერუელი 1–0 2–0 3–0
ჯგუფი L ნიდერლანდების დროშა ტვენტე 3–0 0–0 მე-2 ადგ.
გერმანიის დროშა ჰანოვერ 96 2–2 1–2
შვედეთის დროშა ჰელსინგბორგი 1–0 3–1
1/16 ფინალი საბერძნეთის დროშა ოლიმპიაკოსი 3–0 1–0 4–0
1/8 ფინალი რუსეთის დროშა რუბინი ყაზანი 0–0 0–2 (დ.დ) 0–2

გამოჩენილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაში მოცემულია ფეხბურთელები, რომლებსაც მინიმუმ 100 მატჩი აქვთ უმაღლეს დივიზიონებში ჩატარებული, ან მიღებული აქვთ მონაწილეობა სანაკრებო მატჩებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spain – List of Champions of Levante, Valencia and Murcia; at RSSSF
  2. Spain – Copa de España Libre 1937; at RSSSF
  3. Levante are finally dethroned as La Liga becomes a more boring place; The Guardian, 31 ოქტომბერი, 2011
  4. Levante are back and this time they're ready to take on the world; The Guardian, 17 ოქტომბერი, 2011
  5. Levante pulls off the impossible; Sports Illustrated, 26 ოქტომბერი, 2011
  6. Underdog turns heads at the top in Spain; The New York Times, 28 ოქტომბერი, 2011
  7. Ghezzal helps Levante secure European place. ESPN Soccernet (13 მაისი, 2012). ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2013.