დიდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დიდება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიდება მრავალმნიშვნელოვანი.

დიდებახატის, ღვთაების სადიდებელი გუნდური მღერა-გალობა (ხშირად ფერხულთან ერთად). საეკლესიო დღესასწაულებზე, სახალხო დრეობებში (ალავერდობა, კვირიკობა, მარიამობა, თეთრიგიორგობა, იახსარობა, ლაშარობა, კოპალობა, პირქუშობა) სიმღერა-გალობას ასრულებდა როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ორ-სამხმიანი გუნდი; განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის. დიდება ერქვა აგრეთვე თეთრი გიორგის სადიდებელ ძველთაძველ, პანტომიმური ხასიათის ქალთა ფერხულს, რომელიც ხშირად ერთვოდა გუნდურ მღერა-გალობას. მუსიკალური ზომა 3/4.

დიდებაზე სიარული გავრცელებული ცრუმორწმუნეობრივი რიტუალი იყო. გამუდმებული გვალვის ან ავდრის დროს ფეხშიშველი ქალები კარდაკარ დადიოდნენ „დიდების“ გალობით და ამინდის ღვთაება ლაზარეს (ლაზარობა) გვალვაში წვიმას შესთხოვდნენ, ავდარში — გამოდარებას. შეგროვილი თანხით ნაყიდ „საღვთოს“ სწირავდნენ ელიას იმ იმედით, რომ მათ თხოვნას შეისმენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1, თბ., 1972;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960;
  • Аракчиев Д. И., Краткий очерк развития грузинской карталино-кахетинской народной песни..., М., 1905
  • ჩხიკვაძე გ., გვარამაძე ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 507, თბ., 1978