ფრანციშკა ურშულა რაძივილოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანციშკა ურშულა რაძივილოვა
პოლ. Franciszka Urszula Radziwiłłowa
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1705(1705-02-13)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სტარი ჩარტორისკი
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 1753(1753-05-23)[1] [2] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი პუცევიჩი
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი და მწერალი
ენა პოლონური ენა
მოქალაქეობა ლიტვის დიდი სამთავრო
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
ჯილდოები Order of the Starry Cross
მეუღლე მიხეილ კაზიმიერ „რიაბენკო“ რაძივილი[4]
შვილ(ებ)ი Janusz Tadeusz Radziwiłł, Katarzyna Karolina Radziwiłł[5] , კაროლ სტანისლავ „პანიე კოჩანკუ“ რაძივილი, Teofila Konstancja Morawska, Michał Krzysztof Radziwiłł, Anna Radziwiłł და Ludwika Radziwiłł

ფრანციშკა ურშულა რაძივილოვა (პოლ. Franciszka Urszula, ბელარ. Frantsishka Urshulia; დ. 13 თებერვალი, 1705, ჩარტორისკი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა — გ. 23 მაისი, 1753, ნოვოგროდეკი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) — მწერალი და სცენარისტი, პირველი თანამედროვე მწერალი ქალი თანამედროვე პოლონეთისა და ბელარუსიის ტერიტორიაზე. იგი იყო პრინცესა (იგივე ჰერცორგინია) ვიშნიოვესკის კეთილშობილური სახლის უკანასკნელი წარმომადგენელი და მიხეილ კაზიმიეჟ რიბონკა რაძივილის ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანციშკა ურშულა იყო ცნობილი და მდიდარი მშობლების ერთადერთი შვილი. მამამისი, პრინცი (ოფიციალური წოდება „Knyaz“ ითარგმნება როგორც პრინცი, მაგრამ ექვივალენტურია ჰერცოგის) იანუშ-ანტონ ვისნიოვიესკი (1678–1741) იყო კასტელანი კრაკოვში, ვილნიუსისა და კრაკოვის მმართველი და პინსკის მერი.თეოფილე ლეშჩინსკაია (1680–1757) იყო სამეფო კარის სასმელის მომარაგებაზე და მომსახურებაზე პასუხისმგებელი მაღალი რანგის ოფიცრის ქალიშვილი. თეოფილეს მამა ასევე იყო პოდლიაშეს მმართველი, კოველისა და კამენეტსის მერი.

ფრანციშკამ მიიღო არაჩვეულებრივი განათლება სახლში, ის საუბრობდა რამდენიმე ევროპულ ენაზე, იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას და წერდა პოეზიას, ვისნიოვიესკების სახლში იყო შემოქმედებითი ატმოსფერო: ფრანციშკას მამა იყო ნიჭიერი მოსაუბრე და მწერალი, ის წერდა რელიგიურ ტრაქტატებს, ქებანს და გალობებს. მის კარზე ჩარტორისკში იყო აქტიური სამლოცველო, ასევე პრინცესას ბიძა მიხეილ სევატსი ვისნიოვიესკის ჰქონდა სამეფო თეატრი და შესაბამისად ის წერდა პიესებს.

1725 წლის 23 აპრილს ფრანციშკამ იქორწინა მიხაილ კაზიმიეჟ რაძივილ „რიაბონკაზე“, მეცენატსა და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ოჯახის მმართველზე. ის იყო ნესვიჟის მე-9 მმართველი (მოგვიანებით - დიადი ლიტვის ჰეტმანი). მათ ეყოლათ ოთხი შვილი:

იმ დროს წარმოუდგენელი იყო ნესვიჟში ცხოვრება ფესტივალების, ბანკეტების, ნადირობების, რალების, პარადებისა და თამაშობების გარეშე. ფრანციშკას ინიციატივით თეატრი დაემატა ამ სამეფო გართობათა რიცხვს: ვარშავაში თეატრალური წარმოდგენები ინიცირებული იყო მხოლოდ ავგუსტ II-ისა და ავგუსტ III-ის მიერ.

პრინცი მიხეილი ხშირად იყო შორს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო პარლამენტსა და ტრიბუნალებში, ისევე როგორც რეგულარულ შემოვლებში მათი სხვა მიწებისა, ამიტომ ახალგაზრდა პრინცესა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებ ნესვიჟის მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის გარშემო არსებულ საკითხებში. მან უხელმძღვანელა ნესვიჟის ციხის რესტავრაციასა შვედეთთან დამანგრეველი ომების შემდეგ, ასევე დაიცვა ნესვიჟი რუსული არმიის რეიდებისგან 1730-იან წლებში, გაამარტივა და გააფართოვა ბიბლიოთეკა, აღადგინა საბეჭდი სახლი.

ნესვიჟის ძალიან იშვიათად დატოვების წყალობით მან შეძლო ძლიერი კულტურული პროპაგანდით ქრისტიანობის გავრცელება და განდიდება. ნიჭმა ლიტერატურაში და ხელოვნების ცოდნმა შესაძლებლობა მისცა ფრანციშკას ნესვიჟში შეექმნა ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი ძალიან მოკლე პერიოდში.

მიხეილ კაზიმირისა და ფრანციშკა ურშულას თეატრალური მოთხოვნილება დაიწყო 1740 წელს, როდესაც ნესვიჟის ციხეში პირველად უცხოურმა დასმა ითამაშა „სამართლიანობის მაგალითი“. შემდეგ წარმოდგენები ადგილობრივი ძალისხმევით ორგანიზდებოდა. სპექტაკლებს შორის იყო მოლიერის კომედია, ვოლტერის „ზაირი“ და სხვა ევროპელი ავტორების ნაწარმოებები. მთლიანი ცხოვრება რაძივილის თეატრისა დაიწყო 1756 წლის შემდეგ, როდესაც ფრანციშკა ურშულა გახდა მისი მენეჯერი. ამ დროს მისი პირველი დრამატული ნამუშევრები გამოჩნდა. თითქმის ყოველწლიურად პრინცესა წერდა რამდენიმე ახალ სპექტაკლს ნარატიული კონტენტით: ზოგიერთში ურშულა აქცენტს აკეთებდა განათლების საჭიროებაზე, სხვებში გმობდა არაერთგულ ქმრებს ან ავლენდა ქალური სიკეთით, გულწრფელობით აღფრთოვანებას. თუმცა, დომინანტური თემა მისი დრამისა იყო სიყვარული, რაც დასტურდება სპექტაკლების კეთილხმოვანი სახელებით: „სიყვარული - მიკერძოებული მოსამართლე“, „სიყვარული - გამოცდილი ოსტატი“, „გამჭრიახი სიყვარული“ და სხვა.

რაძივილოვას შემოქმედება შეიძლება დაიყოს ორ მთავარ პერიოდად. პირველი (1725-45) იყო ორენოვანი და ჟანრის მიხედვით ძირითადად პოეტური ან ეპისტოლური, ხოლო მეორე და ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დრამატული ხელოვნებისა და თეატრალური აქტივობისა ნესვიჟში იყო 1746-1752 წლებში, როდესაც პრინცესა ხელმძღვანელობდა სასახლის კულტურულ ცხოვრებას.

ბოლო სასაცენო წარმოდგენა ნესვიჟის თეატრში, მიხეილ კაზიმირ რაძივილის „დღიურის“ თანახმად გაიმართა 1752 წლის 27 დეკემბერს. ეს იყო „ევროპის ოპერეტა“ (ანუ ოპერა „ბედნიერი უბედურება“). ოქტომბრის დასაწყისში პრინცესა გახდა ისე ავად, რომ ქმარს გამოსამშვიდობებელი წერილიც კი მისწერა. მან იცოცხლა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დაავადება, რომელმაც 1753 წლის პირველ თვეებში უკან დაიხია, უცებედად 18 მაისს მობრუნდა, როდესაც პრინცესა მიემგზავრებოდა გროდნოში და იძულებული გახდა დარჩენილიყო პუტსევიჩიში, სოფელში ნავაგრუდაკთან ახლოს. 19 მაისს ის ნავაგრუდაკში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა 1753 წლის 23 მაისს ბობრუისკის მერის სახლში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთმა ნესვიჟელმა მსახიობმა და სცენის დირექტორმა ჯაკუბ ფრიჩინსკიმ გამოაქვეყნა მისი ყველა დრამატული ნამუშევარი („Komedye y Tragedye“, 1754 წელი), რომლებზეც დატანილი იყო ფრაციშკა ურშულა რაძივილის ნახატებზე დაყრდნობით შექმნილი მიხეილ ჟუკოვკის ილუსტრაციები[6]. მოცულობითი ტომის სათაური იყო „კომედია და ტრაგედია, შექმნილი ... მისი აღმატებულესობის პრინცესა ვიშნევეტსკის, კორიბუტის, რაძივილის მიერ“. ეს ტომი მოიცავს მის ცხრა კომედიას, ხუთ ტრაგედიასა და ორ ოპერას (წიგნის ჟანრების განმარტების მიხედვით). ეს წიგნი რამდენიმეჯერ გამოიცა ბეჭდური სახით, მაგრამ დათარიღების გარეშე, კარგი ქაღალდითა და განსხვავებით ტექსტსა და სათაურის გვერდებს შორის. ერთ-ერთი ასლი ასეთი რეპუბლიკაციისა ინახება ბელარუსის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

პრინცესა ფრანციშკა ურშულა რაძივილის მემკვიდრეობა არის ფასეული ისტორიული და ლიტერატურული დოკუმენტი. ის შედგება 16 კომედიისა და ტრაგედიისაგან. მწერალს საკუთარი უნარები გამოცდილი ჰქონდა საოპერო ლიბერტოსშიც კი. მისი სპექტაკლთა დადგმები იმართებოდა რაძივილის კუთვნილ სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ მიხეილ კაზმირის გარდაცვალების შემდეგ 1762 წელს, მისი ცოლის ნამუშევრები გახდა თეატრალური რელიქვია და მხოლოდ რაძივილების ოჯახის მცირე წრეში იწვევდა ინტერესს. შემდეგ ხალხმა ის დაივიწყა. ახალი აღმასვლა ნესვიჟის თეატრისა დაიწყო 1777 წელს, როდესაც ფრანციშკას ვაჟმა კაროლ სტანისლავ რაძივილ „პან კოჩანკუ“ დაბრუნდა გადასახლებიდან.

დიდი ხნის განმავლობაში ფრანცეშკა ურშულა რაძივილის სახელი იყო უცნობი მკითხველთა უმეტესობისთვის. ბელარუსში რჩეული სპექტაკლების წიგნი გამოქვეყნდა 2003 წელს. ნატალია რუსერკაია, ნატალია გორდიენკო, ანდრეი ჰადანოვიჩი, ჟენა ნეკრაშევიჩ-კოროტკაია და სხვებმა შექმნეს თარგმანი ბელარუსულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Celia Hawkesworth, A History of Central European Women's Writing, Palgrave Macmillan, 2001, ISBN 0-333-77809-X
  • Jadwiga Sokolowska and Krystyna Zukowska, Franciszka Urszula Radziwillowa, Poeci polskiego baroku. Warsaw 1965, vol.2
  • Judkowiak Barbara, Słowo inscenizowane. O Franciszce Urszuli Radziwiłłowej – poetce
  • The Great Lithuanian Kingdom: encyclopaedia. V.2. – Minsk, 2006.
  • Encyclopaedia of Belarusian literature and art. V.4. – Minsk, 1985.
  • Frantsishka Urshulia Radzіwill // Belarusian encyclopaedia. Minsk, 2001. V.6, book 1, p. 213.
  • Frantsishka Urshulia Radzіwill // Encyclopaedia of history of Belarus. Minsk, 2001. V.6, book 1, p. 62.
  • Frantsishka Urshulia Radzіwill // Enlighteners of Belarus. 10th – beginning of 20th century: Minsk, 2001, pp 345–346.
  • Baryshau G. Ursula Frantsishka Radzіwill (1705–1753) / Gury Baryshau // Slavutyia іmiony Batskaushchyny: Minsk, 2000. №1, p. 147–159.
  • Baryshev G.I. Nesvizh amateur theater and drama of Urszula Frantsishka Radziwill // Baryshev G.I. Theatre culture of Belarus in XVIII century / Minsk, 1992. pp 103–140.
  • Gorshkovoz-Bazhenova O.D. Thumbnails of Urshula Frantsishka Radziwill, engraved by M. Zhukovsky. Theatre in Nevsizh / Gorshkovoz-Bazhenova O.D .// Zdabytkі: dakumentalnye. pomnіkі na Belarusi. Minsk, 2002, vol. 5, pp. 48–57.
  • Nekrashevіch-Karotkaya Zh. Frantsishka Urshulya Radzіwіll // History of Belarusian literature in X-XIX centuries. Literature of the past: XI – XVIII centuries, in 2 volumes / V.A. Chamyarytskі. – Minsk, 2007. ISBN 978-985-08-0875-2
  • Maslyanіtsyna, I. M. Radzіwіll Frantsishka Urshula // Myslіtselі i asvetnіkі Belarusi. Entsyklapedychny davednіk / edited by B. I. Sachanka. – Mіnsk: Belaruskaya entsyklapediya, 1995. – pp. 276–281. – 672. – ISBN 985-11-0016-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Internetowy Polski Słownik Biograficzny
  4. Radziwiłłowie herbu TrąbyWarszawa: Archiwum Główne Akt Dawnych, Wydawnictwo DiG, 1996. — 67 გვრ. — ISBN 83-85490-62-0
  5. Pas L. v. Genealogics — 2003.
  6. Widacka, Hanna. Księżna sawantka (Pol.). Muzeum Pałac w Wilanowie. Retrieved on March 15, 2012.