სარსანგის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარსანგის წყალსაცავი
აზერ. Sərsəng su anbarı
კოორდინატები: 40°10′53″ ჩ. გ. 46°37′01″ ა. გ. / 40.18139° ჩ. გ. 46.61694° ა. გ. / 40.18139; 46.61694
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული ტერტერის რაიონი
ფართობი 14,2 კმ²
მოცულობა 0,56 კმ³
ჩაედინება ტერტერჩაი
გამოედინება ტერტერჩაი
კაშხლის სიმაღლე 125
სარსანგის წყალსაცავი — აზერბაიჯანი
სარსანგის წყალსაცავი

სარსანგის წყალსაცავი (აზერ. Sərsəng su anbarı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი დიდი წყალსაცავი, რომელიც მდებარეობს ტერტერის რაიონში. დღეისთვის წყალსაცავი ოკუპირებულია სომხური ოკუპაციური ძალების მიერ და მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.[1][2][3]

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარსანგის წყალსაცავი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 1976 წელს მდინარე ტერტერჩაიზე აშენდა.[4] წყალსაცავის ფართობი 14,2 კმ²-ს შეადგენს.[2] წყალსაცავის საერთო მოცულობა 560 მილიონ მ³-ს შეადგენს.[5] კაშხლის სიმაღლე 125 მეტრია. წყალსაცავი კაშხლის სიმაღლით ყველაზე მაღალი კაშხალია. გახსნის დღიდან წყალსაცავმა სარწყავი წყლით 100 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა უზრუნველყო ისეთ რაიონებში, როგორიცაა ტერტერი, აღდამი, ბარდა, გორანბოი და ევლახი.[6] წყალსაცავის გახსნის შემდეგ, ამოქმედდა 50 მეგავატიანი სიმძლავრის სარსანგის ჰიდროელექტროსადგური.[7]

1992 წლის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, ტერტერის რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, გადავიდა „Artsakh HEK OJSC“-ის მფლობელობაში, რაც მთიანი ყარაბაღის ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა (40-60 %).[8] ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოთქვა იმედი, რომ წყალსაცავი გრძელვადიან პერსპექტივაში, გარდაიქცევა ძირითად ტურისტულ ობიექტად.[1][9]

ეკოლოგიური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სარსანგის წყალსაცავი ცუდი მოვლის გამო საფრთხეს უქმნის ყარაბაღის დაბლობში მცხოვრები დაახლოებით 400 000 ადამიანს, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ცხოვრობენ.[10] ქვეყანამ წინასწარ გაატარა სპეციალური ზომები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა წყლის გაჟონვის შემთხვევაში მიყენებული ზარალი.[11] გარდა ამისა, სომხეთის მხარის მიერ წყალსაცავის წყლის გამოყენებამ, ტერტერის რაიონის შვიდი აზერბაიჯანული სოფლის ფერმერები, წყლის რეგულარული გამოყენების შესაძლებლობა შეუწყვიტა.[12]

2014 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოსნიელმა წევრმა, მილიკა მარკოვიჩმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც ის ასახავს კაშხლის რეგულარული მოვლის ნაკლებობის გამო გარემოს რისკებს, ხოლო აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობა მოწყვეტილია წყალს, რაც გამოწვეულის ინტენსიური მეურნეობის, სამრეწველო საქმიანობის, კლიმატის ცვლილებისა და მომხმარებელთა ჩვევების შეცვლის, ასევე მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მხრიდან, არასწორი პოლიტიკის გატარების გამო.[13] 2016 წლის 26 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (რომლის წევრები სომხეთი და აზერბაიჯანი არის) მიიღო რეზოლუცია 2085, რომლის მიხედვითაც საბჭო გამოხატავს მწუხარებას, რომ „სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის სხვა მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია ქმნის მსგავს ჰუმანიტარულ და გარემოსდაცვით პრობლემებს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვემო ყარაბაღის ხეობაში“, ასევე მოითხოვა სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივი გაყვანას რეგიონიდან, რათა დამოუკიდებელმა ინჟინრებმა ადგილზე ჩაატარონ კვლევები. ასამბლეამ ასევე ურჩია სომხურ მხარეს, რომ დაანებოს თავი წყლის რესურსების გამოყენებას პოლიტიკური გავლენისა და ზეწოლის ინსტრუმენტად.[14]

2016 წლის ივნისში, თეთრი სახლი ოფიციალურად გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით 330 000-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას და სარსანგის წყალსაცავის მიერ გამოწვეულ საფრთხეს.[15] საპასუხოდ, ობამას ადმინისტრაციამ გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2085 რეზოლუციის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ის მიესალმება ტექნიკურ ექსპერტებს შორის შეხვედრას.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hakobyan, Tatul (2005-12-13). „SARSANG RESERVOIR A REST ZONE“. Azg Daily. ციტირების თარიღი: 12 January 2011.
  2. 2.0 2.1 Ministry of Ecology of Azerbaijan: Su anbarları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2017-04-23.
  3. Geographical names supplied by National Geospatial-Intelligence Agency: Sərsəng Su Anbarı, Azerbaijan Retrieved on 25 October 2010
  4. Mehmet Fatih Oztarsu, Disputed Water, Region Plus, http://www.regionplus.az/en/articles/view/1696
  5. (2010) NAGORNO KARABAKH IN FIGURES 2010. ხანქენდი: The National Statistical Service of Nagorno-Karabakh Republic, გვ. 7. ციტირების თარიღი: 2011-01-13.  დაარქივებული 2011-08-27 საიტზე Wayback Machine.
  6. AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI MELİORASİYA VƏ SU TƏSƏRRÜFATI AÇIQ SƏHMDAR CƏMİYYƏTİ: SU ANBARLARI
  7. Artsakh HEK and ArmenBrok. IPO Investment Memorandum. Armenbrok CJSC. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 7, 2011. ციტირების თარიღი: January 12, 2011.
  8. Mediamax (2009-03-03). "Artsakh Hydroelectric Power Plant" realizes the first IPO in Armenia“. Banks.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-05. ციტირების თარიღი: 9 January 2011.
  9. Arpi Harutyunyan (2006-10-27). „More than War: Tourism business building to show another side of Karabakh“. ArmeniaNow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 12 January 2011.
  10. Tereza Pultarova. Azerbaijan Sarsang Reservoir dam threatens to burst დაარქივებული 2016-09-19 საიტზე Wayback Machine. . Engineering and Technology Magazine. 11 June 2013.
  11. Azerbaijan ends building a dam to protect against damage from Sarsang reservoir water evacuation by Armenian invaders დაარქივებული 2016-10-20 საიტზე Wayback Machine. . Azerbaijan Business Centre. 16 August 2016.
  12. Массовая акция протеста в Тертере. Haqqin.az. 13 August 2013.
  13. Milica Marković. Inhabitants of frontier regions of Azerbaijan are deliberately deprived of water. PACE Committee on Social Affairs, Health and Sustainable Development.
  14. PACE Resolution 2085 (2016). Inhabitants of frontier regions of Azerbaijan are deliberately deprived of water. 26 January 2016.
  15. L'Azerbaïdjan souligne l'importance de la pétition lancée sur le site de la Maison Blanche დაარქივებული 2016-09-15 საიტზე Wayback Machine. . TRT. 31 May 2016.
  16. Marianna Mkrtchyan. White House officially replies to Azerbaijani petition on Nagorno-Karabakh and Sarsang dam დაარქივებული 2016-10-09 საიტზე Wayback Machine. . Arminfo. 13 June 2016.