განჯის ჭიშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განჯის ჭიშკარი გელათში

განჯის ჭიშკარიშუა საუკუნეების განჯის ხელოვნების ნიმუში.

ჭიშკარი დაამზადა ქურთული წარმოშობის დინასტიის შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა[1], როდესაც მმართველმა მოიფიქრა აეშენებინა დიდებული ციხესიმაგრე და დაეყენებინა დიდი ჭიშკრები ქალაქის ექვს სხვადასხვა შესასვლელში. განჯის ციხესიმაგრის ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით.

შაპურ I-ის ბრძანებით კარიბჭეზე ქუფიზე შეუსრულებიათ წარწერა, რომელიც მოგვითხრობს კარის შემქმნელზე და შექმნის დროზე.

ქუფი ქართულად

بسم الله الرحمن
الرحيم
امر اتخاذ هذا الباب مولانا الامير استاد
الاجل شاور بن الفضل ادام الله سلطانة[ه]
يدى القاضى ابى الفراج محمد بن عبد
الله ادام الله توفيق[ه]
عمل ابراهيم عثمان بن ملاكون
الحداد [سنت] خمسة و خمسون و اربعمائة

სახელითა მოწყალისა და მწყალობელისა ალაჰისა
ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და
ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის,
– ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა.
მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამმად ბინ აბდალლას მიერ
– ალაჰმა წყალობა მისცეს.
აგებულია მჭედელი იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალლაქუნის მიერ
455 (1063) წელს.[2][3]

დავით აღმშენებლის მემკვირდემ დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდე დაცულია[4]. დემეტრეს ლაშქრობას დაემთხვა სასტიკი მიწისძვრა, რომელმაც პირისაგან მიწისა აღგავა ქალაქი განჯა.

ამჟამად ჭიშკრის მხოლოდ ერთი ფრთაა გადარჩენილი, რომელიც გელათის მონასტრის კარიბჭეშია ჩამონტაჟებული[5]. ქართული წარწერა დაზიანებულია და ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„[წე] ლსა მეფ [ო] ბის… იგ: (13) ხ՜დასაბამითგან[6].“

განჯის ჭიშკრის ქართული ასომთავრულის ფრაგმენტები დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Древние Ворота Гянджи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-09. ციტირების თარიღი: 2017-04-22.
  2. Ворота древней Гянджи.
  3. გელათის კომპლექსი – რამდენიმე საინტერესო ცნობა
  4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966, გვ., 363
  5. Гянджинские ворота.
  6. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966, გვ., 223