ბუტენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუტენები, ბუტილენები — უჯერი ნახშირწყალბადები ფორმულით . ბუტენები უფერო აირებია.

იზომერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია ბუტენების ოთხი იზომერი:

სახელი IUPAC-ის მიხედვით საერთო სახელი სტრუქტურა ჩონჩხური ფორმულა სამ განზომილებიანი მოდელი
ბუტენ-1 α-ბუტილენი
ბუტენ-2 ცის-β-ბუტილენი
ბუტენ-2 ტრანს-β-ბუტილენი
იზობუტილენი იზობუტილენი

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუტენები კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, წყალში კი — ძალიან მცირედ. აქვს ალკენების ყველა თვისება. ჰაერთან 1,7-9% ბუტენების ნარევი ფეთქებადსაშიშია. ბუტენებს იყენებენ ბუტადიენის, ბუტილკაუჩუკის (ოპანოლი), პოლიიზობუტილენის, იზოოქტანის და სხვათა მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]