სილიციუმმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილიციუმმჟავა

სილიციუმმჟავა (H2SiO3) — მყარი, ნახევრად გამჭვირვალე, სუსტი ორფუძიანი მჟავა. ვინაიდან სილიციუმის ოქსიდი (SiO2) წყალში არ იხსნება სილიციუმმჟავას მიღება შესაბამისი ოქსიდის წყალთან ურთიერთქმედებით შეუძლებელია. ამიტომ სილიციუმმჟავას სილიკატებზე (სილიციუმმჟავას მარილებზე) მჟავების ურთიერთქმედებით იღებენ. მაგ:Na2SiO3+H2SO4->Na2SO4+H2SiO3.[1] სილიციუმმჟავა პოლიმერი, წყალში არ იხსნება, წარმოქმნის ლაბას ან კოლოიდურ ხსნარს. ფიზიკურად სილიციუმმჟავა ლაბისმაგვარია. თუ სილიციუმმჟავას წყალს მოვაშორებთ დარჩება ნახევრად გამჭვირვალე მყარი, ადვილად მსხვრევადი ფორებიანი ნივთიერება, რომელსაც კარგად გამოხატული ადსორბციული უნარი ახასიათებს. ეს არის სილიკაგელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ადსორბენტად ან კატალიზატორების სარჩულად. მაგალითად, მის ზედაპირზე განაწილებული პლატინა გოგირდმჟავას კატალიზატორად გამოიყენება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქიმია უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის/ ვ. კოკოჩაშვილი, თ. კოკოჩაშვილი