რაგიბაღ-ყაენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაგიბაღ-ყაენი
Ражабаг хаан
მონღოლთა იმპერიის მე-11 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-7 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: ოქტომბერი, 1328
მმართ. დასასრული: 14 ნოემბერი, 1328
წინამორბედი: იესუნ თემურ-ყაენი
მემკვიდრე: ჯაიათუ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1320
გარდ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1328
გარდ. ადგილი: იუანის დინასტია
სრული სახელი: არაჯაბიღ რაგიბაღ -ყაენი
დინასტია: იუანი
მამა: იესუნ თემურ-ყაენი
დედა: ბაბუხან ხათუნი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

არაჯაბიღ რაგიბაღ-ყაენი იგივე იმპერატორი ტიანშუნი (დ. 1320 — გ. 14 ნოემბერი, 1328) — იუანის დინასტიის მე-7 იმპერატორი 1328 წელს, მონღოლთა ნომინალური ყაენი, იესუნ თემურ-ყაენის ვაჟი, ყუბილაის შთამომავალი.

მამამისის გარდაცვალების შემდეგ იუანის დინასტია ქაოსმა მოიცვა. ჩინეთში ქულუგ-ყაენის ვაჟის, ჯაიათუს მომხრეებმა დაიწყეს აჯანყებები. მათი ამბოხის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლების მუსლიმებით დაკომპლექტება იყო. 1328 წლის ოქტომბერში ჯაიათუს არმიამ რამდენიმეჯერ დაამარცხა რაგიბაღ-ყაენის რეგენტის, დავლათ-შაჰის მომხრეთა ჯარი.

ერთ-ერთი შეტაკების დროს ჩინელებმა დავლათ-შაჰი მოკლეს და შეიპყრეს 8 წლის რაგიბაღ-ყაენი, რომელიც 14 ნოემბერს სიკვდილით დასაჯეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Cambridge History of China, vol6, pg539
  • Tu-Meng wu erh shih chi, 157. pp. 26a
  • C.P.Atwood-Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, p. 430
  • The Empire of the Steppes, by Rene Grousset, Naomi Walford, p. 321
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p. 544
  • Frederick W. Mote- Imperial China 900–1800, p. 471

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]