კარამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაციებული კარამელი‎

კარამელი (ფრანგ. caramel და ესპ. caramelo „შემწვარ შაქარს“) — მაღალ გრადუსზე მშრალად გამდნარი შაქარი. ტემპერატურის სიდიდისდა მიხედვით კარამელი იღებს ოქროსფერ-მუქ ყავისფერ ფერებს და თავისებურ არომატს.

დაახლოებით 135 °C-ზე იწყებს შაქარი დნობას. ის თავდაპირველად ფერს არ იცვლის. ასეთი გამდნარი შაქარი გამოიყენება მაგ. ნამცხვრის დეკორაციისათვის, შაქრის მინანქრის სახით და სხვა. ნამდვილი კარამელის გემოსა და ფერის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 150 °C. მუქი ფერი და ინტენსიური კარამელის გემო მიიღება შაქრის 180 °C-იდან 200 °C-ამდე.

გაციებული კარამელი არის გამჭვირვალე და შუშისამებრ მტვრევადი მასა.

საკვები მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი სუფრის კოვზი კარამელი შეიცავს:[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nutrient data for 19364, Toppings, butterscotch or caramel. National Nutrient Database for Standard Reference. United States Department of Agriculture, Agricultural Research Service, United States National Agricultural Library, Nutrient Data Laboratory.[მკვდარი ბმული]