განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი“
რეჟისორი გარეთ ედვარდსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ვარსკვლავური ომების პერსონაჟები
ჯორჯ ლუკასი
ისტორია
როლებში
მუსიკა
ოპერატორი გრაიგ ფრეიზერი
მონტაჟი
სტუდია Lucasfilm Ltd.
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 10 დეკემბერი, 2016 (2016-12-10) (Pantages)
  • 16 დეკემბერი, 2016 (2016-12-16) (აშშ)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 1,056 მილიარდი აშშ დოლარი[1]

განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი“ (ინგლ. Rogue One: A Star Wars Story) ან უბრალოდ „განდგომილი ერთი“ — 2016 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი, გადაღებული გარეთ ედვარდსის მიერ, საიმონ ვაიცის და ტონი გილროის სცენარის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ჯონ ნოლის და გერი უიტას მიერ შემუშავებულ ამბავს. ფილმი გადაიღო Lucasfilm-მა, ხოლო დისტრიბუტორი არის Walt Disney Studios Motion Pictures. ეს არის პირველი კინოფილმი ვარსკვლავური ომების ანთოლოგიის სერიაში, რომლის მოქმედება მიმდინარეობს „ახალ იმედამდე“. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ფელისიტი ჯოუნსი, დიეგო ლუნა, რიზ აჰმედი, ბენ მენდელსონი, დონი იენი, მადს მიკელსენი, ალან ტუდიკი, ვენ ძიანი და ფორესტ უიტეკერი. განდგომილში მოთხრობილია აჯანყებულების ჯგუფის შესახებ, რომელიც ასრულებს სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების მოპოვების მისიას.

ნოლმა ფილმის იდეა გადაღების დაწყებამდე ათი წლით ადრე წარადგინა. ნამუშევარი ტონით, სტილით და სხვა ელემენტებით განსხვავდება ვარსკვლავური ომების სხვა ფილმებისგან, მათ შორის — დასაწყისში ტრადიციული მოძრავი ტიტრების ამოღებით. გადაღებები დაიწყო ელსტრის სტუდიებში (ლონდონთან), 2015 წლის აგვისტოში და დასრულდა 2016 წლის თებერვალში. ძირითადი გადაღებების შემდეგ დამატებითი თარიღები დაინიშნა, რამდენიმე სცენის ხელახლა გადასაღებად (სცენარისტ გილროის პროცესში ჩართვით). ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2016 წლის 10 დეკემბერს. იგი გამოვიდა აშშ-ში, 2016 წლის 16 დეკემბერს.

განდგომილმა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, შესრულების, მოქმედების სცენების, საუნდტრეკის და ბნელი ტონის გამო, თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსი უკმაყოფილო იყო პერსონაჟების დეტალიზაციით და ზოგიერთი მსახიობის გარეგნობის აღსადგენად კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა მილიარდზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც 2016 წლის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად აქცია. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, ხმის საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Rogue One (2016). IMDb. ციტირების თარიღი: April 2, 2017.
  2. Rogue One: could Disney want to cap the success of Star Wars spin-off?. ციტირების თარიღი: December 2, 2016.