ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი FX
ეთერში 8 ოქტომბერი, 2014 (2014-10-08) – 21 იანვარი, 2015 (2015-01-21)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სასტუმრო
ეპიზოდების სია

ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ (ინგლ. American Horror Story: Freak Show) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეოთხე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს. მეოთხე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის.

სერიალის ისტორიაში ეს არის პირველი სეზონი რომლის დროსაც დაირღვა სერიალის მკაცრი ანთოლოგიური პრინციპი და დაბრუნდნენ მეორე სეზონის ფსიქიატრიული კლინიკა პერსონაჟები: მონაზონი მარი ეუნისე (ლილი რეიბი), პეპერი (ნაომი გროსმანი) და ახალგაზრდა ექიმი არტურ არდენი (ჯონ კრომუელი). მსახიობებმა წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ანჯელა ბასეტი, კეთი ბეიტსი, ჯემი ბრიუერი, ფრენსის კონროი, გრეის გამერი, დენი ჰიუსტონი, ჯესიკა ლანგი, დენის ოჰარე, სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ემა რობერტსი, გაბოურეი სიდიბე, მერ უინინგჰემი და ბენ ვულფი.

როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა მახინჯების შოუმ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 6.13 მილიონზე მეტი მაყურებელი რითიც გახდა ტელეკომპანია FX-ის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულები პროგრამა. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს ოცი ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ექვსი ნომინაცია ლანგის, ოჰარეს, ფინ ვიტროკის, პოლსონის, ბასეტის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის. 1952 წლისთვის ამერიკაში დარჩენია მხოლოს ერთი მახინჯების შოუს დასი და მის მონაწილეებს უწევთ ბრძლოა დისკრიმინაციის წინაშე. წლების წინ ეს შოუ ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი კარგავს პოპულარობას და ამ შოუს მმართველი ელზა მარსი (ჯესიკა ლანგი) ყველანაირად ცდილობს, რომ შოუ პოპულარული გახადოს და მისი ოცნებაა, თვითონაც გახდეს პოპულარული მომღერალი. როდესაც ორი სიამის ტყუპი, დოტი და ბეტი ტატლერი (სარა პოლსონი) აღმოჩნდებიან საავადმყოფოში, ელზა ცდილობს მათ შოუში გამოჩენას და ამით შოუს პოპულარობის გაზრდას. შოუს წევრები არიან ჯიმი დარლინგი (ივენ პიტერსი, ეგრეთ წოდებული „ლობსტერი ბიჭი“, რომელიც ნატრობს ნორმალურ ცხოვრებაზე და დედამისი, ეტელ დარლინგი (კეთი ბეიტსი) — წვერებიანი ქალი, რომელიც ინარჩუნებს წესრიგს შოუში და ელზას მეგობარია. შოუში აგრეთვე მონაწილეობენ მძლეოსანი დელ ტოლედო (მაიკლ ჩიკლისი) და მისი ცოლი, სამ მკერდიანი დეზირე დუპრე (ანჯელა ბასეტი). რაც უფრო მეტი დრო გადის, დასიდან ნელ-ნელა უჩინარდებიან მონაწილეები.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯესიკა ლანგი, სარა პოლსონი და ანჯელა ბასეტი (მარცხნიდან მარჯვნივ).
ფინ ვიტროკი, მაიკლ ჩიკლისი და დენის ოჰარე (მარცხნიდან მარჯვნივ).

სპეციალურად მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
391„Monsters Among Us“რაიან მერფირაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი8 ოქტომბერი, 2014 (2014-10-08)4ATS016.13[1]
402„Massacres and Matinees“ალფონსო გომეზ-რეჯონიტიმ მინერი15 ოქტომბერი, 2014 (2014-10-15)4ATS024.53[2]
413„Edward Mordrake (Part 1)“მაიკლ აპენდეჰლიჯეიმზ ვონგი22 ოქტომბერი, 2014 (2014-10-22)4ATS034.44[3]
424„Edward Mordrake (Part 2)“ჰოვარდ დოიჩიჯენიფერ სოლტი29 ოქტომბერი, 2014 (2014-10-29)4ATS044.51[4]
435„Pink Cupcakes“მაიკლ აპენდეჰლიჯესიკა შარზერი5 ნოემბერი, 2014 (2014-11-05)4ATS054.22[5]
446„Bullseye“ჰოვარდ დოიჩიჯონ გრეი12 ნოემბერი, 2014 (2014-11-12)4ATS063.65[6]
457„Test of Strength“ენტონი ჰემინგვეიკრისტალ ლიუ19 ნოემბერი, 2014 (2014-11-19)4ATS073.91[7]
468„Blood Bath“ბრედლი ბაკერირაიან მერფი3 დეკემბერი, 2014 (2014-12-03)4ATS083.30[8]
479„Tupperware Party Massacre“ლონი პერისტერებრედ ფელჩაკი10 დეკემბერი, 2014 (2014-12-10)4ATS093.07[9]
4810„Orphans“ბრედლი ბაკერიჯეიმზ ვონგი17 დეკემბერი, 2014 (2014-12-17)4ATS102.99[10]
4911„Magical Thinking“მაიკლ გოიჯენიფერ სოლტი7 იანვარი, 2015 (2015-01-07)4ATS113.11[11]
5012„Show Stoppers“ლონი პერისტერეჯესიცა შარზერი14 იანვარი, 2015 (2015-01-14)4ATS122.94[12]
5113„Curtain Call“ბრედლი ბაკერიჯონ გრეი21 იანვარი, 2015 (2015-01-21)4ATS133.27[13]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია (სეზონი 4): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 4 (2014–15): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[14]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13
მკვლელი სახლი3.182.462.592.962.742.833.062.812.852.542.593.22არ არის
ფსიქიატრიული კლინიკა3.853.062.472.652.781.892.272.362.222.212.512.302.29
ალქაჯთა კრება5.544.513.783.713.804.164.004.073.943.493.463.354.24
მახინჯების შოუ6.134.534.444.514.223.653.913.303.072.993.112.943.27
სასტუმრო5.814.063.203.042.872.642.642.312.141.851.842.24არ არის
როანოკი5.143.273.082.832.822.482.622.202.432.45არ არის
კულტი3.932.382.252.132.202.152.072.061.481.821.97არ არის


საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სიმღერა შემსრულებელი ეპიზოდ(ებ)ი ჩანაწერი
2014 Life on Mars? ჯესიკა ლანგი „Monsters Among Us“
„Pink Cupcakes“
„Curtain Call“
  • ორიგინალი შემსრულებელი: დევიდ ბოუი
  • გამოცემის თარიღი: 9 ოქტომბერი, 2014[15]
Criminal სარა პოლსონი „Massacres and Matinees“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ფიონა ეპლი
  • გამოცემის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2014[16]
Gods and Monsters ჯესიკა ლანგი „Edward Mordrake (Part 1)“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ლანა დელ რეი
  • გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი, 2014[17]
September Song ჯესიკა ლანგი „Bullseye“
  • ორიგინალი შემსრულებელი: კურტ ვაილი
  • გამოცემის თარიღი: 12 ნოემბერი, 2014[18]
Come as You Are ივან პიტერსი „Test of Strength“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ნირვანა
  • გამოცემის თარიღი: 19 ნოემბერი, 2014[19]
ყველა სიმღერა გამოიცა ლეიბლზე 20th Century Fox TV Records.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kondolojy, Amanda. (9 ოქტომბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + 'South Park' 'Teen Mom II', 'The Daily Show, 'Key & Peele' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-11. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2014.
  2. Bibel, Sara. (16 ოქტომბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'Teen Mom 2', Baseball, 'Impact Wrestling' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-14. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2014.
  3. Kondolojy, Amanda. (23 ოქტომბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + 'Key & Peele', 'Melissa & Joey' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-25. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2014.
  4. Bibel, Sara. (30 ოქტომბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'Key & Peele', 'Ghost Hunters', 'Top Chef' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-17. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2014.
  5. Kondolojy, Amanda. (6 ნოემბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story: Freak Show' Tops Night + 'South Park', NBA Basketball, 'Key & Peele' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-09. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2014.
  6. Bibel, Sara. (13 ნოემბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'South Park', 'American Pickers', 'Key & Peele', 'Top Chef' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-19. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.
  7. Kondolojy, Amanda. (20 ნოემბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + NBA Basketball, 'Duck Dynasty', 'South Park' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-04. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2014.
  8. Kondolojy, Amanda. (4 დეკემბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + College Basketball, 'Duck Dynasty', 'South Park' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2014.
  9. Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night,'South Park', 'Duck Dynasty', 'Melissa & Joey' & More - Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-12. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
  10. Kondolojy, Amanda. (18 დეკემბერი, 2014) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Tops Night + 'The Daily Show', 'The Colbert Report', 'Mob Wives' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-31. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2014.
  11. Ribel, Sara. (9 იანვარი, 2015) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'Duck Dynasty', 'Wahlburgers', 'Mob Wives', 'Little Women LA' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-12. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2015.
  12. Kondolojy, Amanda. (14 იანვარი, 2015) Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'The Game', 'Duck Dynasty', 'Workaholics' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-10. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2015.
  13. Wednesday Cable Ratings: 'American Horror Story' Wins Night, 'Duck Dynasty', 'The Game', 'Broad City', 'Melissa & Joey' & More. TV by the Numbers (22 იანვარი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2017-04-12.
  14. American Horror Story: Freak Show. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2016.
  15. American Horror Story Cast, The; Lange, Jessica. (9 ოქტომბერი, 2014) Life on Mars?. iTunes Store. Apple. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.
  16. American Horror Story Cast, The; Paulson, Sarah. (15 ოქტომბერი, 2014) Criminal. iTunes Store. Apple. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.
  17. American Horror Story Cast, The; Lange, Jessica. (22 ოქტომბერი, 2014) Gods and Monsters. iTunes Store. Apple. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.
  18. American Horror Story Cast, The; Lange, Jessica. (12 ნოემბერი, 2014) September Song. iTunes Store. Apple. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.
  19. American Horror Story Cast, The; Peters, Evan. (19 ნოემბერი, 2014) Come As You Are. iTunes Store. Apple. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2014.