აჩქარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჩქარება

ვაკუუმში (ჰაერის წინააღმდეგობის გარეშე) დედამიწის მიერ მიზიდული ობიექტები სტაბილური სიჩქარით იძენენ სიჩქარეს
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა მ/წმ2
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

აჩქარება (აღნიშვნა: ) — ძირითადი ფიზიკური (ვექტორული) სიდიდე, რომელიც ახასიათებს მატერიალური წერტილის სიჩქარის ცვლილებას. უფრო ზუსტად, აჩქარება განისაზღვრება როგორც სიჩქარის ვექტორის პირველი წარმოებული დროით:

მრუდწირული მოძრაობის შემთხვევაში აჩქარება შეიძლება დაიშალოს ტანგენციალურ აჩქარებად (), რომელიც ახასიათებს სიჩქარის სიდიდის ცვლილებას, და ნორმალურ აჩქარებად (), რომელიც ახასიათებს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას:

სადაც არის ტრაექტორიის შესაბამის წერტილში მხების ერთეულოვანი ვექტორი, — სიმრუდის რადიუსი ტრაექტორიის ამავე წერტილში, ხოლო — ნორმალის ერთეულოვანი ვექტორი.

ტანგენციალური აჩქარება მიმართულია ტრაექტორიის მხების გასწვრივ, ხოლო ნორმალური აჩქარება — ტრაექტორიის ნორმალის გასწვრივ — ჩაზნექილობისაკენ.

აჩქარების ცნება ახასიათებს წერტილს; სხეულის აჩქარებაზე კი ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გადატანითი მოძრაობისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]