მატვეი პლატოვის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატვეი პლატოვის ძეგლი
რუს. Памятник М. И. Платову

ძეგლის თავდაპირველი ვარიანტი
კოორდინატები 47°24′48″N 40°06′29″E / 47.41327° ჩ. გ. 40.108° ა. გ. / 47.41327; 40.108
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ა. ივანოვი
მოქანდაკე პეტრე კლოდტი
მასალა ბრინჯაო, მარმარილო
გახსნის თარიღი 1993
მიძღვნილია მატვეი პლატოვი

მატვეი პლატოვის ძეგლი (რუს. Памятник М. И. Платову) — პირველი ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი აღმართულია ქალაქის დამაარსებლის, 1812 წლის სამამულო ომის მონაწილის, კავალერიის გენერალ მატვეი პლატოვის პატივსაცემად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატვეი პლატოვის პირველი ძეგლი დადგეს ატამანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1853 წლის 9 მაისს, ქალაქ ნოვოჩერკასკში, ნიკოლოზ I-ის მმართველობის პერიოდში. ძეგლის შექმნაზე მუშაობდნენ მოქანდაკე პეტრე კლოდტი და არქიტექტორი ა. ივანოვი. ძეგლი აღმართეს ქალაქის ცენტრში, ატამანის სასახლის წინ ატამანის სკვერში.

ძეგლის შექმნისათვის დაიწყეს შემოწირულობების შეგროვება. ძეგლის შექმნაზე მუშაობდა ცნობილი მოქანდაკეების ჯგუფი. ძეგლი გაიხსნა 1853 წლის 9 მაისს. ამ მოვლენის აღსანიშნავად ქალაქის საკათედრო ტაძარში აღევლინა საზეიმო ლიტურგია.

კვარცხლბეკზე იდგა ატამანი მთელი ტანით და ეცვა გენერლის მუნდირი. მარცხენა ხელში ეჭირა კვერთხი, ხოლო მარჯვენაში - შიშველი ხმალი. კვარცხლბეკზე იყო წარწერა:

ვიკიციტატა
„ატამან, გრაფ პლატოვს 1770-1816 წლების სამხედრო გმირობისათვის. მადლიერი დონელები“

ძეგლს გარს ერტყა რკინის ღობე.

მატვეი პლატოვის ძეგლის გახსნის ცერემონია შვედმა მხატვარმა კარლ მაზერმა აღბეჭდა თავის ნახატზე „პლატოვის ძეგლის გახსნა“[1].

70 წლის შემდეგ, 1923 წელს, რსფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 1918 წლის 12 აპრილის დადგენილების შესაბამისად, რადგან ძეგლი დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლებასთან, იგი კვარცხლბეკიდან ჩამოიღეს და გააგზავნეს დონის კაზაკთა მუზეუმში. 1925 წელს მის კვარცხლბეკზე დადგეს ლენინის ძეგლი.

1988 წლის 18 მარტს რსფსრ-ის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღედგინათ ძეგლი. ახალი ძეგლის ავტორები იყვნენ ალექსანდრე ტარასენკო და ა. სკნარინი[2].

1993 წელს მეორედ გახსნეს პლატოვის ძეგლი იმავე ადგილზე და იმავე კვარცხლბეკზე[3]. ძეგლის მეორედ გახსნის თარიღი, 1993 წლის 16 მაისი დონელი კაზაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мазер К. "Открытие памятника Платову"
  2. Исторические памятники города Новочеркасска. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-03-16.
  3. Памятник М.И. Платову. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-01-17.