ჰაფიზ აჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
Müezzinzade Hafiz Ahmed Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 8 თებერვალი , 1625
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1626
წინამორბედი: ჩერქეს მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: დამატი ჰალილ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 25 ოქტომბერი, 1631
მმართ. დასასრული: 10 თებერვალი, 1632
წინამორბედი: ექრემ ჰუსრევ ფაშა
მემკვიდრე: თოფალ რეჯეფ-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1564
დაბ. ადგილი: პლოვდივი, ბულგარეთი
გარდ. თარიღი: 8 თებერვალი, 1640
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე სულთანი
მამა: მუეზინი რაჰმანი
რელიგია: ისლამი

მუეზინზადე ჰაფიზ აჰმედ-ფაშა (თურქ. Müezzinzade Hafız Ahmed Paşa; დ. 1564, პლოვდივი,ბულგარეთი, — გ. 10 თებერვალი,1632, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბულგარელი. დიდი ვეზირი 1625-1626 და 1631-1632 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 წლის ასაკში აღმოჩნდა ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის კარზე. იყო თოფქაფის სასახლის ერთ-ერთი დარაჯი 1600-იანი წლების დასაწყისამდე. დაწინაურდა აჰმედ I-ის მმართველობის დროს, ერთ-ერთი აჯანყების წარმატებით ჩახშობის შემდეგ. 1609 წელს დაინიშნა დამასკოს მმართველად, 1611 წელს ვანი ჩაიბარა, 1614წელსერზურუმი, ხოლო 1621 წელს ოსმან II-მ დანიშნა ბაღდადის ბეგლარბეგად.

1624 წელს სეფიანები შაჰ-აბას I-ის სარდლობით შეესივნენ ოსმალების ხელში მყოფ არაბულ ერაყს და ბაღდადი დაიკავეს. ირან-ოსმალეთის მეოთხე ომის დაწყებისთანავე, ფაშა მურად IV-მ დანიშნა ოსმალეთის აღმოსავლეთის ფრონტის არმიის მეთაურად. გარკვეული წარმატებების შემდეგ, 1625 წელს ის დედაქალაქში იხმეს და ქიოსემ სულთნის ბრძანებით დიდ ვეზირის ბეჭედი უბოძეს, თუმცა 1 წლის შემდეგ თანამდებობა დაკარგა და დაინიშნა მეორე ვეზირად.

1627 წელს ის ოსმანთა დინასტიის დამატი (სიძე) გახდა. მას მიათხოვეს აიშე სულთანი, რომელთანაც 3 შვილი ეყოლა. 1630 წლამდე ჰაფიზ-აჰმედ ფაშა იმყოფებოდა მესოპოტამიაში და ირანის წინააღმდეგ იბრძოდა. 1631 წელს მურად IV-მ მექრთამეობის ბრალდებით გადაყენა დიდი ვეზირი- ექრემ ჰუსრევ ფაშა და მის ნაცვლად ვეზირობა ისევ ჰაფიზ-აჰმედს უბოძა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერიაში მძვინვარე კორუფციისა და ანარქიის გამო ჰაფიზ-ფაშამ ვერ შეაჩერა ამბოხებული ჯარისკაცები. 1632 წლის თებერვალში იანიჩრები აჯანყდნენ გასამრჯელოს დაგვიანების გამო. ამაში მათ ბრალი დასდეს სწორედ დიდ ვეზირს. 10 თებერვალს მათ თოფქაფის სასახლე აიღეს და მოკლეს ჰაფიზ-აჰმედ ფაშა. სიკვდილს ძლივს გადარჩენილი მურად IV დათმობებზე წავიდა. ამ ფაქტის გამო სულთანმა გადაწყვიტა დედის მფარველობისგან თავი დაეღწია და მმართველობის სადავეები ხელში თავად აიღო. ჰაფიზ-ფაშა სულთანმა დიდი პატივით უსქუდარში დაკრძალა და უსასტიკესი მეთოდებით შეუდგა იმპერიის მართვას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971 (Turkish) Jump up ^
  • Danişmend (1971), p. 33. (Turkish)