ბივრილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბივრილი
სამი სახის ბივრილი: მორგანიტი, აკვამარინი და ჰელიოდორი
საერთო
კატეგორიასილიკატები
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
მოლეკულური მასა537.50
ფერიმწვანე, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და სხვა.
Refractive indexnω = 1.564–1.595
nε = 1.568–1.602
Birefringence0.0040–0.0070

ბივრილი, ბერილი (ბერძ. berilos) — სილიკატების ჯგუფის მინერალი ქიმიური ფორმულით . შეიცავს -ს 14,1%-ის პროპორციით, — 19,0%, — 66,9%, ხშირად შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ლითიუმს, რუბიდიუმს, ცეზიუმს, სკანდიუმს, , , , მანგანუმს, ჰელიუმს, ვერცხლისწყალს, წყალსა და სხვა მინარევებს. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში. ქმნის პროზმულ, ნემსისებრ, ფირფიტისებრ კრისტალებს ან მთლიან მარცვლოვან მასებს. სიმაგრე მინერალური სკალით არის 7,5, სიმკვრივე 2650—2800 კგ/მ3. ფერის, გამჭვირვალობისა და მინარევების მიხედვით განარჩევენ ბევრილის სხვადასხვა სახეობას: საკუთრივ ბევრილი — მწვანე, მოყვითალო თეთრი მღვრიე კრისტალები; აკვამარინი მინარევით მომწვანო ცისფრად ან მუქ ცისფრად შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; ჰელიოდორი მინარევით ყვითლად შეფერილი კრისტალები; ზურმუხტი მინარევით მუქ ბალახისფერ მწვანედ შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; როსტერიტი — უფერო ან და 15%-მდე მინარევებით მოვარდისფროდ შეფერილი კრისტალები; ვორობიოვიტი (მორგანიტი) — მინარევების გამო ვარდისფერი.

წარმოქმნა და გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბივრილი წარმოიქმნება გრანიტულ პეგმატიტებში, გრაიზენებში, სკარნებში, მეტასომატური ტიპის პნევმატოლითურ ჰიდროთერმულ საბადოებში. ბივრილი ბერილიუმის მადნების ერთ-ერთი მთავარი მინერალია, რომლებიდანაც ბერილიუმს ადნობენ. გამჭვირვალე, ლამაზად შეფერილ კრისტალებს აწახნაგებენ და იყენებენ მაღალხარისხოვან ძვირფას ქვად.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]