ფიოდოროვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიოდოროვის სახლი
რუს. Дом Фёдорова
კოორდინატები 47°12′41″N 38°56′17″E / 47.211434° ჩ. გ. 38.938042° ა. გ. / 47.211434; 38.938042
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

ფიოდოროვის სახლი (რუს. Дом Фёдорова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 63.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აშენებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში არქიტექტორ პ. მაკედონსკის პროექტის მიხედვით.

1873 წლიდან 1880 წლამდე შენობის პირველი მფლობელები იყვნენ სპეციალური დავალებების ოფიცერი, კონტრ-ადმირალი პ. პერელეშინე და „კოლეჟსკი ასესორი“ მიხეილ კრავცოვი.

1880 წელს შენობა კოლეჟის მდივნის იაკობ დიაჩენკოს მფლობელობაშია. მას და მის მემკვიდრეებს სახლი ეკუთვნოდათ 1898 წლამდე. 1898 წელს სახლი შეიძინა ინჟინერ-მექანიკოსის ცოლმა ლიუბოვ კროტკოვამ. კროტკოვა სახლს ფლობდა 1906 წლამდე. შენობის უკანასკნელი მფლობელი იყო გლეხი სემიონ ფიოდოროვი. იგი სახლის მფლობელი იყო 1906-1915 წლებში.

ფიოდოროვის სახლში ცხოვრობდა ვლადიმირ მიხაილოვსკი - პედაგოგი და ბუნების ისტორიის მასწავლებელი მარინის ქალთა გიმნაზიაში და ა. გრანოვსკის კერძო სკოლაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი აგებულია ადეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მის მთავარ შესასვლელზე დაშენებულია დიდი აივანი.

მეორე სართულის ფანჯრებს ამშვენებს სანდრიკები, ხოლო ფანჯრის ქვეშ სწორკუთხა ნიშებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]