რიჩი კოული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიჩი კოული (ინგლ. Richie Cole; დ. 29 თებერვალი, 1948 — გ. 2 მაისი, 2020 ) — ამერიკელი ჯაზ-ალტო საქსოფონისტი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოული დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ტრენტონში.[1] ალტო საქსოფონზე დაკვრა კოულმა 10 წლის ასაკში დაიწყო. დაამთავრა ნიუ-ჯერსის ივინგის საშუალო სკოლა.[2][3]

სონი როლინსის და ჩარლი პარკერის გავლენასთან ერთად არსებულმა ნიჭმა და მუსიკისადმი ერთგულებამ, კოულს სრული სტიპენდიის მოპოვებაში შეუწყო ხელი. ჟურნალ „Downbeat Magazine“-ის სტიპენდიის წყალობით ის ბოსტონში არსებული ბერკლის სამუსიკო სკოლაში მოეწყო. 

1969 წელს იგი შეუერთდა დრამერ ბადი რიჩის ბიგ ბენდს. ლაიონელ ჰემპტონის და დოკ სევერინსენის ბიგ ბენდებთნ მუშაობის შემდეგ, მან საუთარი კვინტეტი ჩამოაყალიბა და მსოფლიო ტურნე წამოიწყო, რომლის დროსაც ხელს უწყობდა ბიბოპის და საკუთარი „Alto Madness“-ის სტილის პოპულარიზებას 1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში. 1990 წელს მან ჩამოაყალიბა ორკესტრი „Alto Madness“.

კოულმა არაერთი სიმღერა ჩაწერა ისეთ შემსრულებლებთან როგორებიცაა: ედი ჯეფერსონი, ნენსი უილსონი, ტომ უეიტსი, მენჰეტენ ტრანსფერი, ბობი ენრიკესი, ფრედი ჰაბარდი, სონი სტიტი, არტ პეპერი და ბუტს რენდოლფი.

მას ჩაწერილი აქვს 50-ზე მეტი ალბომი, მათ შორის მისი ყველაზე პოპულარული ალბომი „Hollywood Madness“ (Muse Records, 1979) და ლეონარდ ბენრშტაინისადმი მიძღვნილი ალბომი — „Richie Cole Plays West Side Story“ (Musical Heritage Society, 1997).

2005 წელს მას მიენიჭა კალიფორნიის შტატის კონგრესის სერტიფიკატი ცხოვრებისეული მიღწევისთვის ჯაზის სფეროში, ჯილდო ტემეკულას ჯაზის საზოგადოების სახელით გაიცა. რიჩი კოული ამჟამად პენსილვანიის შტატის ქალქ პიტსბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Provizer, Norman.
  2. Bailey, Marilynn E. „Cole Bebops Into Greatness“, Evening Independent, December 2, 1978.
  3. Allmusic biography