ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

ტვიროსის ალყა
თარიღი 1122-1124
მდებარეობა ლევანტი
შედეგი საზღვაო გამარჯვება იაფასთან (ვენეციელები)
ტვიროსის დაპყრობა (ვენეციელები/ჯვაროსნები)
მხარეები
ვენეციის რესპუბლიკა
იერუსალიმის სამეფო
ტრიპოლის საგრაფო
ფატიმიდები
სელჩუკები
მეთაურები
დომენიკო მიქელე
პონს ტრიპოლელი
გიიომ I დე ბიური
თოღთექინი
ძალები
71 სხვადასხვა სახის გემი
მრავალრიცხვოვანი სახმელეთო ჯარი
უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში

ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა — სამხედრო ექსპედიცია ვენეციის რესპუბლიკის მონაწილეობით, რომლის ძირითადი შედეგი იყო ტვიროსის დაპყრობა. მიმდინარეობდა 1122-24 წლებში. ეს იყო ჯვაროსნების მნიშვნელოვანი გამარჯვება იერუსალიმის სამეფოს ტერიტორიული გაფართოების დროს, რომლის მეფე ბალდუინ II იყო. ამ ლაშქრობის შემდეგ ვენეციელებმა მიიღეს სავაჭრო პრივილეგიები ტვიროსში. ვენეციელებმა ბიზანტიის ტერიტორიაზე შეტევებით იმპერატორი აიძულეს მიენიჭებინა პრივილეგიები ვენეციელი ვაჭრებისთვის იმპერიის ტერიტორიაზე.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალდუინ ბურგი იყო იერუსალიმის მეფის ბალდუინ I-ის ბიძაშვილი და 1118 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიკავა იერუსალიმის ტახტი.[1] 1119 წლის 28 ივნისს ჯვაროსნები სასტიკად დამარცხდნენ სარმადის ბრძოლაში. ერთი წლის შემდეგ ფრანკებმა შეძლეს ძალაუფლების აღდგენა ზოგიერთ დაკარგულ ტერიტორიაზე, მაგრამ მათი ძალაუფლება საგრძნობლად შესუსტდა.[2] ბალდუინმა დახმარება პაპ კალიქსტუს II-ს სთხოვა, რომელმაც ვენეციელებს სთხოვა ბალდუინის დახმარება.[3]

ბალდუინ II და ვენეციის დოჟი ელჩების შუამავლობით წინასწარ შეთანხმდნენ. რომის პაპმა ვენეციელებს გაუგზავნა ლატერანის პირველი საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვენეციელ ჯვაროსნებს მიენიჭათ პრივილეგიები, მათ შორის ცოდვების მიტევება.[4] ეკლესია აგრეთვე კისრულობდა ჯვაროსანთა ოჯახების და ქონების დაცვას.[5]

1122 წელს, ვენეციის დოჟი — დომენიკო მიქელე გაეშურა ჯვაროსნულ ლაშქრობაში.[6] 120-მა ვენეციურმა გემმა და 15 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა დატოვა ვენეცია 1122 წლის 8 აგვისტოს.[3] როგორც ჩანს ეს იყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელშიც ჯარისკაცებმა პირველად წაიყვანეს საკუთარი ცხენები.[7] ვენეციელები პირველად კუნძულ კერკირაზე გაჩერდნენ, მათ სურდათ ბიზანტიისთვის წაერთვათ კუნძული[6] და ალყა შემოარტყეს ქალაქს, მაგრამ როდესაც ბალდუინის დატყვევების შესახებ შეიტყვეს მაშინვე პალესტინისკენ გაეშურნენ. იერუსალიმის რეგენტი გახდა ევსტასი გრენირი.[1] ვენეციელები წმინდა მიწას 1123 წლის მაისში მიადგნენ.[6]

იაფის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო აღმოსავლეთი 1100 წელს

ვენეციური ფლოტი აკრას მაისის ბოლოს მიადგა.[8] იქ მათ შეიტყვეს ფატიმიანთა ფლოტის შესახებ, დაახლოებით 100 გემი მიცურავდა ასკალონისკენ,[9] რათა დახმარებოდნენ ემირა ბალაკს მის აღებაში. ვენეციელებიც ასკალონისკენ გაემართნენ. დოჟმა ფლოტი ორად გაყო. უფრო სუსტი წინ გაუშვა, რომელსაც თვითონ მეთაურობდა, ხოლო ძლიერი მათ უკან მიაყოლა.[8] მისი განზრახვა იყო ფლოტის მიყვანა ასკალონის დასასრულთან.[9] ეგვიპტელები ხაფანგში მოექცნენ ორ ფლოტს შორის. დაახლოებით 4000 სარაცინი დაიღუპა,[10] მათ შორის ადმირალი, დაატყვევეს 9 გემი.[11] ამის გარდა აკრისკენ მიმავალმა ვენეციელებმა ხელში ჩაიგდეს ათი სავაჭრო ხომალდი.[8]

ტვიროსის ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1124 წლის 15 თებერვალს ვენეციელებმა და ჯვაროსნებმა დაიწყეს ტვიროსის ბლოკადა. [6] ტვიროსი ამ დროს ეკუთვნოდა დამასკოს ათაბაგ თოღთექინს. ალყას ხელმძღვანელობდნენ ანტიოქიის პატრიარქი, ვენეციის დოჟი, პონს ტრიპოლელი და მეფის კონსტებლი გიიომ დე ბარი.[12]

ვენეციელებმა და ფრანგებმა ააგეს საალყო კოშკები და მანქანები, რათა მათი დახმარებით ქალაქის კედლები ჩამოეშალათ. ტვიროსის დამცველებმაც ააშენეს საალყო მანქანები კოშკებზე. ალყის გაჭიანურებასთან ერთად, ქალაქში შეიქმნა საკვების პრობლემა. მოქალაქეები დახმარების თხოვნებს გზავნიდნენ მუსლიმებთან. მაგრამ ალეპოს ემირა ბალაკ არმინელი ჰიერაპოლისის ალყისას გარდაიცვალა.[13] თოღთექინი დაიძრა ტვიროსისკენ, მაგრამ როდესაც პონს ტრიპოლელის და კონსტემბლ გიიომის ჯარებს გადააწყდა უბრძოლველად დაიხია უკან.[14] 1124 წლის ივნისში თოღთექინმა გააგზავნა ელჩები მოსალაპარაკებლად. ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ: ქალაქის მოსახლეებს შეეძლოთ თავისუფლად წასულიყვნენ ოჯახებით და ქონებით, ხოლო დარჩენის მსურვებლებს შეეძლოთ დარჩენილიყვნენ. ეს შეთანხმება ზოიერთ ჯვაროსანს არ მოეწონა, რადგან ბევრს სურდა ქალაქის გაძარცვა.[12]

ტვიროსი 1124 წლის 29 ივნისს ჩაბარდა ჯვაროსნებს. გიიომ ტვიროსელი აღტაცებით გადმოსცემს ტვიროსის მასიურ კედლებს, მაღალ კოშკებს მიუვალ ნავსადგურს. იგი წერს „მიუხედავად საშინელი შიმშილის, ზეწოლისა და მარაგის სიმწირისა, მათ შეძლეს დიდხანს გაეძლოთ ალყაში. როდესაც ჩვენი ჯარები დაეუფლნენ ქალაქს, მათ მხოლოდ ხუთი მინსურა ხორბალი ჰქონდათ დარჩენილი“.[13]

შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალდუინ II ტვიროსის დაპყრობის შემდეგაც ტყვეობაში დარჩა, მაგრამ იმავე წელს გაათავისუფლეს.[15] მან ვენეციელებს მიანიჭა ფართო სავაჭრო და კომერციული პრივილეგიები, რითაც უზრუნველყო საზღვაო ფლოტის არსებობა და პირველობა ლათინურ აღმოსავლეთში.[4] პრივილეგიები მიენიჭათ იმ ჯარისკაცების მემკვიდრეებსაც, რომლებიც ბრძოლისას დაიღუპნენ.[16]

ტვიროსის დაპყრობის შემდეგ, ვენეციელემბა უკან დაბრუნებისას გაძარცვეს ბერძნული კუნძულები. რამაც აიძულა ბიზანტიელები ეცნოთ ვენეციელთა კომერციული პრივილეგიები.[6]

უამრავი მუსლიმი რომელმაც დატოვა ტვიროსი, გადავიდა დამასკოში.[12] გათავისუფლების თანავე ბალდუინმა დაიწყო ომი ალეპოს და დამასკის წინააღმდეგ და ხარკი დაადო მათ. ამ დროს იერუსალიმის სამეფომ მიაღწია მაქსიმალურ საზღვრებს.[1] ტვიროსი შევიდა იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში. 1187 წელს, იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, სალადინმა ალყა შემოარტყა ტვიროსს, მაგრამ ვერ შეძლო აღება. ფრიდრიხ I ბარბაროსა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დაღუპვის შემდეგ ტვიროსის საკათედრო ტაძარში დამარხეს. 1291 წელს ქალაქი მამლუქებმა დაიპყრეს.[17]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Snell 1911.
  2. Smail 1995, p. 79ff.
  3. 3.0 3.1 Madden 2005, p. 44.
  4. 4.0 4.1 Blincoe 2008, p. 198.
  5. Blincoe 2008, p. 199.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Riley-Smith 1986.
  7. Riley-Smith 1995, p. 61.
  8. 8.0 8.1 8.2 Runciman 1951.
  9. 9.0 9.1 Hazlitt 1860.
  10. Richard 1998.
  11. Hopf 1865.
  12. 12.0 12.1 12.2 Shatzmiller 1993, p. 206.
  13. 13.0 13.1 Lebanon and The Crusades: Cedarland.
  14. Knox 2013.
  15. Madden 2005, p. 45.
  16. Laiou 2001, p. 182.
  17. Tyre: Lebanese Dental Association.