სარკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარნაკი, ანარეკლი სარკეში

სარკე — გლუვი ზედაპირი, განკუთვნილი სინათლის ასარეკლად (ან სხვა გამოსხივებისთვის). მეტად ცნობილი მაგალითი — ბრტყელი სარკე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პატარა მეტალის, ოქროს ან პლატინის სარკეები, მიკუთვნილი ბრინჯაოს ხანას.

სარკეების თანამედროვე ისტორიას XIII საუკუნიდან ითვლიან, კერძოდ კი — 1240 წლიდან, როდესაც ევროპაში მინის ჭურჭლის მზადება ისწავლეს. ნამდვილი შუშის სარკის დამზადება საჭიროა მივაკუთვნოთ 1279 წელს, როდესაც იტალიელმა ბერმა - ფრანციკელმა ჯონ პეკამ აღწერა შუშის მეტალის თხელი ფენით დაფარვის მეთოდი.

შუშის წარმოქმნა ასე გამოიყურებოდა. ხელოსანი მილის საშუალებით ასხავდა გამდნარ მეტალს, რომელიც სწორი ფენით ესხმოდა შუშის ზედაპირზე. პირველი სარკე არ ყოფილა სრულყოფილი: ჩაზნექილი ნაწილები ოდნავ ამახინჯებდა გამოსახულებას, მაგრამ ის გახდა ნათელი და სუფთა.

XIII საუკუნეში ნიდერლანდელები დაეუფლნენ სარკეების დამზადების კუსტალურ ტექნოლოგიებს. მათ მოყვა ფლანდრია და გერმანელი ხელოსნების ქალაქი ნიურნბერგი, სადაც 1373 წელს წარმოიქმნა პირველი სარკის ქარხანა.

1407 წელს ვენეციელი ძმები დანზალო დელი გალომ შეისყიდა ფლამადცებისგან პატენტი, და ვენეცია მთელი ერთ ნახევარი საუკუნე იკავებდა მონოპოლიას შესანიშნავი ვენეციური სარკების დამზადებაზე, რომელთაც ფლამანდურით დარქმევა ჯობს. თუნდაც ვენეცია არ იყო ერთადერთი ადგილი სადაც იმ დროს სარკეები მზადდებოდა, მაგრამ ზუსტად ვენეციური სარკე ასხვავებდა ხარისხს. ვენეციელი მუშები ამსახველ შემადგენლობაში ამატებდნენ ბრინჯაოს და ოქროს, ამიტომ სარკეში ყველა საგანი იმაზე ლამაზადაც კი გამოიყურებოდა ვიდრე სინამდვილეში. ერთი ვენეციური სარკის ფასი უტოლდებოდა მცირე საზღვაო გემს, და მათ საყიდლად ფრანგ არისტოკრატებს ზოგჯერ მთელი ძვირფასეუელობების გაყიდვა უწევდათ. მაგალითად, ჩვენამდე მოღწეული ციფრები გვიჩვენებენ, რომ არც თუ ისე დიდი ზომის სარკეებია 100х65 სმ, რაც ღირდა რვა ათასზე მეტი ლივრი, ხოლო რაფაელის იმავე ზომის ნახატი — 3000-მდე. სარკეები ძალიან ძვირი იყო. მათი ყიდვა და კოლექციის შექმნა მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებსა და სამეფო ხალხს შეეძლო.

ХVI საუკუნის ძმებმა ანდრეა დომენიკომ მურანოდან გადაჭრეს ჯერ კიდევ გაცხელებული შუშის ცილინდრი და მათი ნახევრები გაშალეს სპილენძის დახლზე. გამოვიდა საფურცლო სარკისებული ნაჭერი, გამორჩეული ბრწყინვალებით, ბროლის გამჭირვალობით და სიწმინდით. ამდაგვარი სარკე, ბურთის ფრანგმენტებთან შედარებით არაფერს ამახინჯებდა. ასე მოხდა სარკეების წარმოების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

XVI საუკუნის დასასრულს, მოდას აყოლილი, საფრანგეთის დედოფალმა მარია მედიჩმა ვენეციას 119 სარკე შეუკვეთა თავისი სარკისებური კაბინეტისთვის რისთვისაც შეკვეთაში უდიდესი თანხა გადაიხადა. ვენეციელმა მესარკეებმა დედოფლის ქცევაზე ასევე უჩვეულო სიკეთე წარმოაჩინეს — საფრანგეთის დედოფალს მარიას აჩუქეს სარკე. ის ყველაზე ძვირად ღირებულს წარმოადგენს და ახლა ინახება ლუვრში. სარკე მორთულია აქატებით და ონიქსებით, ხოლო ჩარჩო ინკრუსტირებულია ძვირფასი ქვებით.

ფრანგმა არისტოკრატებმა ძვირადღირებული მიღებების დროს თავიანთ სასახლეებში სტუმრებთან დემონსტრირებას უკეთებდნენ სიმდიდრეებს, სიამაყით აჩვენებდნენ მდიდარ სარკეებს, შემკულს ძვირფასი ქვებით, ამის გარდა, მათ ცოლებსა და საყვარლებს უყვარდათ საკუთარი საზეიმო კოსტიუმების პატარა სარკეებით მორთვა. ერთხელ საფრანგეთის დედოფალი ანა ავსტრიელი, ლუდოვიკო XIV-ის დედა, წვეულებაზე თეთრ კაბაში გამოჩნდა, რომელიც შემკული იყო სარკის ნატეხებით. სანთლების ნათებაში მისგან დანამდვილებით სამეფო ბრწყინვალება ასხივებდა. ეს სარკისებრი კაბა სახელმწიფო ხაზინასთვის დიდ საფასურს წარმოადგენდა, და ფინანსთა მინისტრმა — მისიე კოლიბერმა — გადაწყვიტა, რომ საჭიროა რამეს გაკეთება, თორე ქვეყანა გაკოტრდება. კოლიბერმა მურანუვში თავის სანდო პირები გაგზვანა, რომლებმაც შეძლეს მოესყიდათ ოთხი მურანუველი ხელოვანი და ღამით პატარა ნავით საფრანგეთში წამოიყვანეს. ფრანგებმა, ჩამოსახლებულები მშვენიერ ადგილას დაასახლეს, მურანოდან მათი ოჯახებიც გამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ვენეცია თავისი ქვეშემდომების ამგვარ ქცევას ადვილად არ შეეგუა — ხელოსნებს ორი მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნეს, მაგრამ მათ რეაგირება არ ქონიათ, საფრანგეთის დაცვის იმედით. რამდენიმე ხანი იტალიელები მუშაობდნენ, სიამოვნებდათ ცხოვრება თავისუფლად და მაღალი ანაზღაურება. მაგრამ, შემდგომ მოწამვლისგან გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ორი კვირის შემდეგ — მეორე. ისინი ვინც ცოცხლები დარჩნენ, მიხვდნენ საშიშროებას და უკან სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მათ არ აკავებდნენ — გონებამახვილ ფრანგებს უკვე დაეუფლათ სარკეების დამზადების ყველა საიდუმლო, და დე ვილაში 1665 წელს გაიხსნა პირველი სარკის მანუფაქტურა საფრანგეთში.

ფრანგები ნიჭიერი მოსწავლეები აღმოჩდნენ და მალევე მასწავლებლებს აჯობეს. მათი ტექნოლოგია შემდეგნაირი იყო: გამდნარ სარკეს გამდნარი ქვაბიდან გადაასხამდნენ სწორ ზედაპირზე და ასწორებდნენ როლიკებით. ამ ხერხის მომგონებლად მოიხსენიება ლუკა დე ნეგუ.

გამოგონება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა: ვერსალში სარკეების გალერეას აშენებდნენ. სიგრძეში ის 73 მეტრს წარმოადგენდა, და საჭიროებდა დიდი ზომის სარკეებს. ფირმაში „სან-გაბენ“ დაამზადეს 306 ასეთი სარკე, იმისათვის რომ მათი ბრწყინვალებით გაეკვირვათ ის, ვინც იღბლიანი აღმოჩნდა და ვერსალი მეფის კარზე მოუხდა სტუმრობა.

ფრანგული სარკის მანუფაქტურის გახსნის შემდეგ ფასები სარკეებზე უცბად დაეცა. ამაში წვლილი შეიტანეს გერმანელებისა და ბოჰემელების შუშის ქარხნებმა, რომლებიც მეტად დაბალ ფასად აწარმოებდნენ სარკეებს. სარკეები ჩდნებოდნენ სახლების კედლებზე. XVIII საუკუნეში ფრანგების უკვე ორ მესამედს გააჩნდა ის.

სარკეების დამზადებაში რევოლუცია შეიტანა გერმანელმა ქიმიკოსმა, იუსტუს ფონ ლიბლიხმა, დაიწყო ვერცხლის გამოყენება[1] 1835 წელს სარკის დასავერცხლად და უფრო მკვეთრი გამოსახულების ასახვისთვის. ეს ტექნოლოგია, პრაქტიკულად ცვილებების გარეშე დღემდე გამოიყენება.

მასალები და სარკეების წარმოების ტექნოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სარკეები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ისინი ვერცხლისგან, სპილენძისაგან ან ბრინჯაოსაგან მზადდებოდა. მოგვიანებით სარკეების დამზადება შუშისგან დაიწყეს, რომელთა უკანა ზედაპირზე ვერცხლის თხელ, ოქროს ან ალუმინის ფენას ადებდნენ.

ჩაზნექილი სარკეები გამოჩნდა 1240 წელს. ბერავდნენ შუშის ბუშტებს, რომლებშიც ასხამდნენ გამდნარ სპილენძს, ის სწორი ფენით ვრცელდებოდა შიდა ზედაპირზე. შემდგომ ბუშტს ნაწილებად ამსხრევდნენ.

XVI საუკუნის დასაწყისში მესარკეებმა ისწავლეს ბრტყელი სარკეების გაკეთება. ცხელი ცილინდრი იჭრებოდა სიგრძეზე და ეს ნახევრები ბრტყელდებოდა სპილენძის დახლზე, რითაც შუშის ნაწილები მიიღებოდა. მაშინვე დაიწყეს ამალგამების გამოყენება (ვერცხლისწყლის თხევადი შენადნობები სხვა მეტალებთან) არეკვლადი ფენის დასატანებლად შუშაზე.

მოგვიანებით ფრანგებმა შუშის ინექციის სახით მიღება დაიწყეს. გამდნარ შუშას ასხამდნენ სწორ ზედაპიზე და აბრტყელებდნენ მას.

ზოგიერთ სამედიცინო მოწყებილობაზე გამოიყენება სარკეები მოქმედი სრული არეკვლის ეფექტის ხარჯზე სხვადასხვა რეფლაქციული მაჩვენებლებს საზღვრებს შორის.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ცხოვრებაში სარკეები, განსაკუთრებით დიდები, ფართოდ გამოიყენება ინტერიერის დიზაინში, იმისათვის, რომ შეიქმნას სივრცის, დიდი ფართის ილუზია პატარა შენობაში. ასეთი ტრადიცია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოჩნდა, როგორც კი საფრანგეთში გამოჩნდა ტექნოლოგიური საშუალება სარკების შესაქმნელად, თანაც არც თუ ისე ძვირი, როგორიც ვენეციურია. იმ დროიდან არც ერთი კარადა არ მზადდებოდა სარკის გარეშე.

სარკეები როგორც რეფლექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტომოტოლოგიური სარკე
ცხვირის სარკე
ყურის სარკე
გინეკოლოგიური სარკე

სინათლის წყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს სარკეების გამოყენებას ომპტიმალური სინათლის დინების ფორმირებისთვის. უფრო ხშირად გამოიყენება პარაბოლური სარკეები, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოქმნას პარალელური სხივები.

გამოყენება სამეცნიერო მოწყობილობებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ოპტიკური მოწყობილობა გამოიყენება ბრტყელი, ჩაზნექილი და ამოზნექილი სფერიფიული, პარაბოლიური, ჰიპერბოლიური და ელიპტიური სარკეები.

სარკეები ფართოდ გამოიყენება ოპტიკურ მოწყობილობებში — სპექტროფოტომეტრებში, სხვა ოპტიკური მოწყობილობების სპექტროფოტომეტრებში:

უსაფრთხოების, საავტომობილო და საგზაო სარკეების მოწყობილობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკე რთულ შესახვევთან

იმ შემთხვევაში, როდესაც ადამინაის მიმოხილვა რაღაც მიზეზების გამო შეზღუდულია, სარკეები ძალიან სასარგებლოა. ასევე, ყველა ავტომობილში, ველოსიპედების გზებზე არსებობს ერთი ან რამდენიმე სარკე, ზოგჯერ ოდნავ ამოზნექილი — თვალთახედვის გასაფართოებლად.

გზებზე და ვიწრო პარკირებებზე სტაციონალური ამოზნექილი სარკეები საშუალებას იძლევა გვერდი ავუაროთ უბედურ შემთხვევებს.

ვიდეოგადამღებ საშუალებებში სარკეები უზრუნვეყოფენ მიმოხილვას ფართო მასშტაბზე ერთი ვიდეოკამერიდან.


ნახევრადგამჭირვალე სარკე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევრადგამჭირვალე სარკე ფართოდ გამოიყენება ოპტიკურ მოწყობილობებში (ლაზერები, სარკესებრ-პრიმატული ხედმძებნი, ტელესუფლიორები და სხვა).

ნახევრადგამჭირვალე სარკეებს ხშირად უწოდებენ „სარკის შუშებს“ ან „ერთმხრიან სარკეებს“. ასეთი შუშები გამოიყენება ადამიანის ფარული ზედამხედველობისთვის (ქცევათა კონტროლის მიზნით ან თვალთვალისთვის), ამასთანავე ჯაშუში ბნელ შენობაშია, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი — ნათელ ოთახში. სარკის შუშის გამოყენების პრინციპი ის არის, რომ ჯაშუში არ ჩანს ღია არეკვლის ფონზე.

გამოყენება საომარ ვითარებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე თერმობირთვულ იარაღში გამოიყენება გამოსხივების ფოკუსირებისთვის და თერმობირთვული პროცესის სინთეზის პირობების შექმნის დაწყებისთვის.

რენტგენური სარკების გამოყენება თერმობირთვულ ბომბში

სარკეები ფოლკლორში, სარწმუნეობაში, მითებსა და ხელოვნების ნიმუშებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკის ანარეკლი ძალიან მოქმედებს ადამიანზე, პირველი შესაძლებლობა შეხვდე „მეორე მეს“. ისინი ხშირად განიხილავდნენ, რომ სარკეში ნაჩვენებია ვიღაც სხვა, შემდგომ კი ამბობდნენ, რომ სარკეში ადამიანის სულია.

ბავშვის რეაქცია საკუთარ ანარეკლზე

ამასთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი თვალსაზრისი, რიტუალები და ცრურწმენა (მაგალითად, აკრძალვა ჩაიხედო გატეხილ სარკეში ან სარკების დაფარვა 9 დღით ადამიანის გარდაცვლილების შემდეგ).

სარკე ლიტერატურასა და კინომატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნულ მითოლოგიაში პერსევსიმ მოკლა მედუზა, ბრწყინვალე ფარის, როგორც სარკის გამოყენებით (მედუზის გამოხედვა ადამიანს ქვად აქცევს)[2].

შუასაუკუნეების ტექსტებში სარკე მსოფლიოს სახეს, სიმბოლოს წარმოადგენს. სარკე მარადისობის სიმბოლოა, რადგან მასში არის ყველაფერი, რაც წავიდა, რაც არის ახლა და რაც მოვა.

სარკე ხელოვნებაში შუასაუკუნეების აღმოსავლეთში — ეს მსოფლიოს მხატვრული სახეა, რომელშიც ცხოვრობს ღვთაებრიობა. ასე, წარწერები ბრინჯაოს სარკეებზე წარმოადგენდნენ მოსაჯადოებელ ტექსტს.

სარკეში არა არეკვლადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მითები და რწმენა, ვამპირები, დოპელგანგერები და სულები სარკეში არ ირეკლება.

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს სარკე, შერქმეული იატა-ნო-კაგამის მიერ, რომელიც იაპონელი იმპერატორების რეგალიე იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бабайцев А. В. Символы зеркала и зеркальности в политике // Философия и будущее цивилизации: Тез. докл. и выступлений IV Рос. филос. конгр., 24—28 мая: В 5 т. / МГУ. — М.: Соврем. тетради, 2005. — Т. 5. — С. 9—10.
  1. Liebig, Justus (1856). „Ueber Versilberung und Vergoldung von Glas“. Annalen der Chemie und Pharmacie. 98 (1): 132–139. doi:10.1002/jlac.18560980112.
  2. Легенды и сказания Древней Греции и Древнего Рима / Сост. А. А. Нейхардт. — М.: Правда, 1987. с. 111—114.