ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი
ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′51″ ჩ. გ. 40°06′38″ ა. გ. / 47.41417° ჩ. გ. 40.11056° ა. გ. / 47.41417; 40.11056
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110049000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება 1891-1904

ნოვოჩერკასკის ამაღლების ტაძარი (რუს. Вознесенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მეორე საკათედრო ტაძარი და დონის კაზაკების უმთავრესი სალოცავი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის საკათედრო ტაძარი 2014 წლიდან.

ტაძარში დაკრძალულნი არიან დონელი კაზაკები: მატვეი პლატოვი, ვასილი ორლოვ-დენისოვი, ივან ეფრემოვი და იაკობ ბაკლანოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოჩერკასკის დაარსებამდე დონელი კაზაკების მთავარი ტაძარი იყო სტაროჩერკასკის აღდგომის ტაძარი. ნოცვოჩერკასკის ტაძრის კურთხევა მოხდა 1805 წელს ქალაქის დაარსებისას, ამაღლების დღესასწაულზე. თუმცა ფაქტობრივად მშენებლობა დაიწყო 1811 წლის 1 ოქტომბერს. პროექტის ავტორი იყო ლუიჯი რუსკა. 1818 წელს ძმებმა რუსკებმა დატოვეს რუსეთი და ტაძრის მშენებლობა გააგრძელა არქიტექტრმა ამვროსიევმა. 1846 წელს გუმბათის შემცირების დროს მოულოდნელად ჩამოინგრა ტაძრის ნახევარი. იგივე განმეორდა 1863 წელსაც ახალი ტაძრის შენების დროს, რომელიც შენდებოდა ივან ვალპრედეს პროექტის საფუძველზე.

1891 წელს კაზაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება ტაძარი მესამედ აღედგინათ არქიტექტორ ალექსანდრ იაშჩენკოს პროექტის მიხედვით. 1891 წლის 24 მარტს პროექტი დაამტკიცა მისმა უდიდებულესობამ, რუსეთის იმპერატორმა. მშენებლობა პრაქტიკულად დასრულდა 1904 წელს.

საბჭოთა მმართველობის პერიოდში გუმბათიდან ჩამოხსნეს მოოქროვილი სპილენძის სახურავი, ნაცვლად ტაძარი უნდა გადაეხურათ რკინის ფირფიტებით, თუმცა დიდ ხნის მანძილზე ეს არ გაუკეთებიათ და ტაძარი სერიოზულად დაზიანდა ბუნების მოქმედების შედეგად. 1934 წელს ეკლესია საერთოდ დახურეს და მას გამოიყენებდნენ, როგორც საწყობს. ტაძარი გახსნეს 1942 წელს გერმანული ოკუპაციის პერიოდში.

2001 წელს დაიწყო სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები. 2005 წელს ნოვოჩერკასკის 200 და ტაძრის გახსნის 100 წლისთავთან დაკავშირებით აღდგენილი ტაძარი გაიხსნა ხელახლა. დამონტაჟდა განათების სისტემა და კედლები მოხატეს ბიბლიური სცენებით.

2010 წელს გუბათი ისევ მოოქროვილი ფირფიტებით დაფარეს, ხოლო ჯვარი მთის ბროლისაგან დაამზადეს.

2014 წელს სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ბრძანებით ამაღლების ეკლესია საპატრიარქო კათედრად იქცა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Донская церковная старина", ч. 1, стр. 81, г. Новочеркасск, 1906г.
  • Газета "Знамя Коммуны", № 174 от 10 сентября 1988г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]