პიკო-ბაზილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიკო-ბაზილე
პიკო-ბაზილე
პიკო-ბაზილე
კოორდინატები: 3°35′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. / 3.58333° ჩ. გ. 8.76667° ა. გ. / 3.58333; 8.76667
სიმაღლე 3011 
ბოლო ამოფრქვევა 1923
პიკო-ბაზილე — აფრიკა
პიკო-ბაზილე
პიკო-ბაზილე — ეკვატორული გვინეა
პიკო-ბაზილე

პიკო-ბაზილე (ესპ. Pico Basilé, ადრინდელი სახელი — პიკო-დე-სანტა-ისაბელი) — მთა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ბიოკოზე. ეკვატორული გვინეის ყველაზე მაღალი მთა. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 3011 მეტრს.[1] იგი ყველაზე უფრო მაღალია სამ ბაზალტურ ვულკანებს შორის, რომლებისგანაც ჩამოყალიბებულია კუნძული. მისი მწვერვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოსჩანს კამერუნის მთა. პიკო-ბაზილე მდებარეობს დედაქალაქ მალაბოს სიახლოვეს.

კუნძული ბიოკო ჩამოყალიბდა კამერუნის ხაზის გასწვრივ, ატლანტის ოკეანიდან კამერუნამდე. ეს ხაზი მოიცავს გვინეის ყურის სხვა ვულკანურ კუნძულებს, როგორებიცაა: ანობონი, პრინსიპი და სან-ტომე, ასევე მასიურ სტრატოვულკანს კამერუნის მთაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Africa Ultra-Prominences. Peaklist.org. ციტირების თარიღი: 2013-02-10.