ბორას ხალხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორას ხალხი
საერთო მოსახლეობა
2 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ვიტოტო
რელიგიები ქრისტიანობა, ანიმიზმი

ბორა — ადგილობრივი ტომი ამაზონის ჯუნგლებში, პერუს, კოლუმბიისა და ბრაზილიის ტერიტორიებზე, მდინარე პუტუმაიოსა და ნაპოს შორის. ბორას ხალხის რაოდენობა დაახლოებით 2 000-ს შეადგენს; საუბრობენ ვიტოტოს ენაზე. ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, მათმა ოდენობამ მოიმატა, ძირითადად სახლობენ მუდმივ ტყეებში. ბორას ანიმისტურ მსოფლმხედველობაში, არ არსებობს განსხვავება ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის და სულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან წარმოდგენილნი. ბორას ოჯახები ეგზოგამიას (ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის) მისდევენ. გააჩნიათ ცოდნა მიმდებარე ტროპიკულ ტყეში არსებული მრავალი მცენარის შესახებ.

ბორას კულტურის ძირითადი საბრძოლო იარაღი მშვილდი და ისარია, რომლებიც პიროვნულ კონფლიქტებში გამოიყენება. ტომი საკმაოდ დაყოფილი და პოლიტიკურად არაორგანიზებულია.

ბორას ხალხს საკუთარი მიწის დაცვა უწევს როგორც სხვა ტომებისგან, ისე კოლონისტებისგან. მეოცე საუკუნეში, მათთვის მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა კაუჩუკის ბუმი. წინაპრებისგან მიღებულ მათ მიწებს ამჟამად დიდ ზიანს აყენებს ხე-ტყის უკანონო ჩეხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]