პერაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიზიის შტატი
პერაკი
მალ. Perak
ჯავი:ڨيرق
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი იპოჰი
შიდა დაყოფა Kinta District, Larut, Matang, and Selama, Manjung, Hilir Perak, Kerian, Batang Padang, Kuala Kangsar District, Perak Tengah, Hulu Perak, Kampar District, Muallim და Bagan Datuk District
კოორდინატები 4°45′00″ ჩ. გ. 101°00′00″ ა. გ. / 4.75000° ჩ. გ. 101.00000° ა. გ. / 4.75000; 101.00000
მმართველი Nazrin Shah of Perak
ფართობი 21 005 კმ²
მოსახლეობა 2 352 743 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 112,01 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 05
საფოსტო ინდექსი 30000–36999 და 39000–39999
საავტომობილო კოდი A
ოფიციალური საიტი perak.gov.my
პერაკი — ინდონეზია
პერაკი

პერაკი (მალ. Perak, ჯავი: ڨيرق — „ვერცხლი“) — მალაიზიის სასულთნო. მალაიზიის 13 შტატიდან ერთ-ერთი. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი იპოჰი. მდებარეობს მალაიზიის მალაკურ ნაწილში, მალაკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

ოფიციალური სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერაკის დროშა მიიღეს 1879 წლის 1 მარტს. იგი მართკუთხა ფორმის ნაჭერია, რომელიც შედგება სამი თანაბარი ჰორიზონტალური ზოლისაგან: თეთრი, ყვითელი და შავი. თეთრი ფერი ასოცირდება მმართველთან, ყვითელი ფერი — „მცირე მმართველთან“, ხოლო შავი ფერი — პირველ მინისტრთან, რომელიც ტახტის რიგით მეორე კანდიდატია „მცირე მმართველის“ შემდეგ.

პერაკის გერბი ნახევარმთვარის ფორმისაა, რომელშიც ჩასმულია ბრინჯის ყვავილები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერაკის შტატი მდებარეობს დასავლეთ მალაიზიაში, მის დასავლეთ სანაპიროზე და მალაკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

შტატის ფართობია — 21 005 კმ². მოსახლეობა შეადგენს 2 352 743 ად. (2010 წ.). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 112,01 ად./კმ² (2010). შტატში ქალაქის მოსახლეობის წილია 58,7 %. პერაკი კონსტიტუციური მონარქიაა, სასულთნოა. შტატის მეთაურია (2014 წლის 29 მაისიდან) — სულთანი ნაზრინ-შაჰი. სულთნის რეზიდენცია მდებარეობს ქალაქ კუალა-კანგსარში.

პერაკის შტატს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტაილანდი და მალაიზიის შტატი კედაჰი. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კელანტანი და პაჰანგი, სამხრეთით კი პელანგორის შტატი. დასავლეთიდან კი საზღვრავს მალაკის სრუტე. პერაკის შტატის აღმოსავლეთი საზღვარი მიუყვება ბანჯარან-ტიტივანგსის ქედს, რომელიც თავის შუა ნაწილში აღწევს 2 183 მ სიმაღლეს (მთა კონბუ).

შტატის მთელ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება მდინარე პერაკი, რომელიც მალაკის სრუტეში ჩაედინება. სრუტესთან შეერთების ადგილის პირდაპირ მდებარეობს კუნძული პანგკორი. შტატის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი მთიანია, სადაც მდინარე პერაკი ზემო დინებაში ქმნის მთის ტბების ჯაჭვს. სამხრეთი ჭაობიანი დაბლობია.

1884 წელს პერაკის შტატის კინტის რაიონში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე უდიდესი კალის საბადო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მთელ მალაიზიაში, პერაკის შტატშიც სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: 54,7 % — მალაიები, 32 % — ჩინელები და 13 % — ინდოელები. პერაკში ასევე ცხოვრობენ მცირერიცხოვანი ადგილობრივი ტომები: ჯაკუნი, სენოი და სემანგი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში პერაკის სასულთნოს ბრძოლები ჰქონდა ჰოლანდიელებთან, რომლებიც ცდილობდნენ ფეხი მოეკიდებინათ მალაკის ნახევარკუნძულზე. XVIII-XIX საუკუნეებში მათ დაიმორჩილეს მეზობელი სიამი.

1874 წელს კუნძულ პანგკორზე სულთანმა ხელი მოაწერა ინგლისელებთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პერაკის შტატი დიდი ბრიტანეთის პროტექტორატს დაექვემდებარა. 1896 წელს პერაკის შტატმა, სელანგორთან, პაჰანგთან და ნეგერი-სემბელანთან ერთად შექმნა ინგლისელების მიერ კონტროლირებადი მალაიის სამთავრო. 1941 წელს პერაკი დაიკავეს იაპონიის ჯარებმა. 1945 წელს ისინი განდევნეს ინგლისელებმა. 1957 წელს პერაკი შევიდა მალაიის ფედერაციის შემადგენლობაში, რომელსაც 1963 წლიდან ეწოდება მალაიზია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატი იყოფა 10 რაიონად:[1]

რაიონი მოსახლეობა,
ად. (2009)
1 კინტა 846 300
2 ლარუტ-მატანგ-დან-სელამა 320 100
3 მანჯუნგი 247 200
4 ჰილირ-პერაკი 232 800
5 კერიანი 196 500
6 ბატანგ-პადანგი 191 900
7 კუალა-კანგსარი 176 000
8 პერაკ-ტენგაჰი 116 500
9 ჰულუ-პერაკი 114 900
10 კამპარი 98 534

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BASIC POPULATION CHARACTERISTICS BY ADMINISTRATIVE DISTRICTS. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-28. ციტირების თარიღი: 2010-11-24.