კუმგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმგანის მდებარეობა

კუმგანი — 1638 მეტრი სიმაღლის მთა კანგვონ-დოში, ჩრდილოეთ კორეაში. ის დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებითაა სამხრეთ კორეის სოკჩოს ქალაქ განგვონ-დონიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთა ჩრდილოეთ კორეაში. იგი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მთა კუმგანის ტურისტული რეგიონი ოდესღაც კანგვონის პროვინციის ნაწილი იყო. მთა კუმგანი არის ტაებაეკის ქედის ნაწილი, რომელიც გადის კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილზე.

სეზონური სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმგანის მთა უძველესი დროიდან ცნობილია მისი მხატვრული სილამაზით და არის საგანი ბევრი სხვადასხვა მხატვრული ნამუშევრისა. მისი გაზაფხულის სახელის ჩათვლით, კუმგანი (კორ. 금강산), მას აქვს ბევრი სხვადასხვა სახელი სეზონების მიხედვით, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დღესდღეობით კორეულ ენაზე არის კუმგანსანი. ზაფხულში ის იწოდება, როგორც პონგრაესანი (봉래산, 蓬萊山: ადგილი სადაც სული ბინადრობს ), შემოდგომაზე პჰუნგ'აკსანი (풍악산, 楓岳山: ფერადი ფოთლების გორა, ან 楓骨山: ფერადი ფოთლების დიდი მთა), ზამთარში კაეგოლსანი (개골산, 皆骨山: ქვის ძვლის მთა).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერ კურიონგამდე მისასვლელი ბილიკი

მთა თითქმის მთლიანად შედგება გრანიტისა და დიოქსიდისგან. მან საუკენეების მანძილზე გაუძლო ბუნებრივი პირობების შემოტევებს, ამიტომაც ის დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ფორმირდებოდა. მაშასადამე ის შედგება 12 000 თვალწარმტაცი ფორმირებული ქვისგან, ხეობების, კლდეების, სვეტებისა და მწვერვალებისგან.

მთა კუმგანი ჩვეულებრივ დაყოფილია სამ ზონად: შიდა კუმგანი, გარე კუმგანი და ზღვის კუმგანი, თითოეული სხვადასხვა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული მახასიათებლებით.

კურიონგის ჩანჩქერი
  • შიდა კუმგანი აღსანიშნავია მისი შეხედულებით. მანკოპის ხევი ძალიან პოპულარულია ტურისტებში.
  • გარე კუმგინი აღინიშნება მისი მწვერვალების დიდი რაოდენობით. ჩიპსონ პეაკი ასევე ცნობილია ჩანჩქერების სიმრავლით.
  • ზღვის კუმგანის ტერიტორია ცნობილია ლაგუნებითა და ქვის სვეტებით.

გარემო ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთების უმეტესობა დაფარულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით და დაცულია ეროვნული პარკის 60 000 ჰექტარზე. აქედან 25 000 ჰექტარი საერთაშორისო ჩიტების ცხოვრების მიერ დადგენილია, როგორც მნიშვნელოვანი ჩიტების ზონა (IBA), რადგან მას მხარს უჭერს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იაპონური წერო[1].

კუმგანის მთის ტურისტული რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლამდე სამხრეთ კორეელ ტურისტებს შეეძლოთ მთა კუმგანის დათვალიერება, თავდაპირველად საკრუიზო გემით მოგზაურობა იყო დასაშვები, მაგრამ უფრო გვიან და იაფად ავტობუსებით. 2002 წელს მთის მიმდებარე ტერიტორია გამოეყო კანგვონის პროვინციას და გახდა ცალკეული ადმინისტრაციული ტურისტული რეგიონი. სახმელეთო გზა 2003 წელს გაიხსნა. სარკინიგზო გზა არსებობს მთიდან მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის საზღვრამდე, მაგრამ ჩანაწერებიც არ არის იმის შესახებ, რომ ოდესმე მაინც არსებობდა სარკინიგზო გზა განგნეუნგიდან სამხრეთ კორეის საზღვრამდე.

1998 წელს კუმგანში ნოემბერსა და დეკემბერში იყო 15 000, 1999 წელს 148 000 და 2000 წელს 213 000 ტურისტი. 2001 წელს ტურისტების რაოდენობა დაეცა 58 000-მდე მიწაზე უთანხმოების და შეტევის გამო. 2002 წელს კი დაახლოებით 500 000 ტურისტი ეწვია კუმგანის მთის ტურისტულ რეგიონს. მას შემდეგ ტურისტების რაოდენობა განმტკიცდა და წელიწადში დაახლოებით 240 000 ტურისტი სტუმრობს მთას. 2005 წლის ივნისში ჰიუნდაი ასანმა გამოაცხადა, რომ ერთი მილიონი სამხრეთ კორეელი ტურისტი ესტუმრა კუმგანს.[2]

კუმგანის მთის ტურისტული რეგიონი, არის ერთ-ერთი გზა ჩრდილოეთ კორეის მთავრობისთვის, რომ საზღვარგარეთიდან მიიღონ მყარი უცხოური ვალუტა. აქედან გამომდინარე, ოფიციალური ტურის ვალუტა არც სამხრეთ კორეული და არც ჩრდილოეთ კორეული ვონია. ტურისტული ტურის ვალუტა არის აშშ დოლარი. 2003 წლიდან საკვეები და მომსახურება სამხრეთ კორეელი ტურისტებისთვის უზრუნველყოფილია ზოგიერთი ჩრდილოეთ კორეელის მიერ. მაგრამ უმეტესი მომსახურე პერსონალი არიან ჩინეთის მოქალაქეები კორეული ენის მცოდნეები კორეის მემკვიდრეობით. ეს მხარე განვითარებულია ჰიუნდაი ასანის მიერ, რომელიც გეგმავს გააფართოოს ადგილი სათხილამურო კურორტებისა და გოლფის მოედნების მშენებლობით.

2008 წლის 11 ივლისს, დილით, 53 წლის სამხრეთ კორეელ ტურისტს ესროლეს და მოკლეს კურორტის სანაპიროზე სეირნობის დროს. ვანგ-ჯამ გადაკვეთა სამხედრო ზონა, ამიტომ ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა ორჯერ ესროლეს მას. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, რადგან როდესაც უბრძანეს გაჩერებულიყო, ის გაიქცა, ამიტომაც მას ესროლეს. სამხრეთ კორეამ მოითხოვა ადგილობრივი კვლევა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყველა ფაქტი იყო ნათელი და ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დაზარალებულსა და სამხრეთ კორეას. მომხდარის გამო სამხრეთ კორეამ დროებით შეაჩერა ყველა ვიზიტი მთა კუგანზე.[3] 2010 წლის მარტში DPRK-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ თუ ტურიზმის აკრძალვა კუმგანზე არ გაუქმდებოდა ისინი „საგანგებო ზომებს“ მიიღებდნენ.[4] 2010 წლის 23 აპრილს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მიისაკუთრა ხუთი კურორტი, რომელიც სამხრეთ კორეას ეკუთვნოდა და განაცხადა, რომ "ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ზარალი აენაზღაურებინათ, რომელიც ჩრდილოეთის მხარეს მიადგა იმის გამო, რომ სამხრეთ კორეამ დიდი ხნის მანძილზე გააუქმა ტური კუმგანის მთაზე". საკუთრების მითვისების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა მიუთითებს ბაენგნიეონგის ინციდენტზე, უკმაყოფილების ჩვენებით სამხრეთ კორეა ბრალს სდებს ჩრდილოეთ კორეას გემის ჩაძირვაში.[5]

2010 წლის აპრილიდან ჩრდილოეთ კორეა ნებას რთავს კომპანიებს აწარმოოს ტურები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რაც, როგორც ჩანს უფრო სავარაუდოს ხდის, რომ სამხრეთიდან ისევ განახლდება ტურები. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 1 ოქტომბერს ახალმა ამბებმა გამოაცხადა, რომ „წითელი ჯვრის ხელმძღვანელები ორივე კორეიდან შეთანხმდნენ, რომ პარასკევ დღეს მოეწყოთ შეხვედრები ოჯახებისთვის, რომელიც კორეის ომის დროს შუაზე გაიყო, ამ სიგნალებით ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა გაენეიტრალებინა დაძაბული ურთიერთობა სამხრეთთან, რომელიც სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდების ჩაძირვამ გამოიწვია. თითოეული ქვეყნის ასი ოჯახი დაესწრება შეხვედრებს 30 ოქტომრიდან 5 ნოემბრამდე სასტუმროში, განაცხადა მინისტრის პრესსპიკერმა ქალმა გაერთიანებების საქმეში, ლი ჯონგ-ჯუმ“.[6] 2011 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო კრუიზების ამუშავება პირდაპირ რასონიდან ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუმგანის მთის პორტში, ეს შანს აძლევდა ტურისტებს გაეტარებინათ დრო იმ კურორტებზე, რომელიც ადრე სამხრეთ კორეაში იყო. მიუხედავად ამისა, ისინი პირველ რიგში ყურადღებას ჩინელ სტუმრებს აქცევენ. დასავლეთის კომპანიები ასევე მართავენ ტურებს კუმგანში.[7][8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის იაპონური რუკა კუმგან-სანის ან კუმგანის

კორეელები გეუმგანსანს შუა საუკუნეებამდე აღიქვამდნენ თავიანთ მუზად.[9] თითქმის ყველა პოეტი და მხატვარი, რომელიც ჯოსეონის დინასტიის (1392-1910) პერიოდში ცხოვრობდა ხანგრძლივად იმოგზაურა გეუმგანგსანის მთებში.[9] 1950 წლის კორეის ნახევარკუნძულის სამმართველოს შედეგებით სამხრეთ კორეაში ადამიანები თავიანთი ძალებით ეძებდნენ გზებს, რომ 50 წლამდე წვეოდნენ საყვარელ მთას.[10] 155 მილი სიგრძის მავთულხლართები აღმართული დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ჰყოფს ორ კორეას გამოდგა ყველაზე ძლიერი ბარიერი, ნებისმიერ სხვა ბარიერს შორის.[10] 1894 წელს ბრიტანელი მწერალი იზაბელა ბირდ ბიშოპი თავის მოგზაურობებში კუმგანს მოიხსენიებს, როგორც „მარგალიტის მთას“.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mount Kumgang. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2013). ციტირების თარიღი: 2013-05-12.
  2. Hankooki.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-04. ციტირების თარიღი: 2016-11-19.
  3. Chosun Ilbo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-17. ციტირების თარიღი: 2016-11-19.
  4. „North Korea issues warning over Mount Kumgang tour ban“. BBC News. 25 March 2010.
  5. „North Korea 'to seize property at Kumgang resort'. BBC News. April 23, 2010.
  6. NPR
  7. Young Pioneer Tours, DPRK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2016-11-19.
  8. KTG DPRK Tours & Information
  9. 9.0 9.1 Yoo, Myeonng-jong (2008) 100 Cultural Symbols of Korea, 1, 431, king’s garden office hotel 3rd complex, 72, naesoo-dong, Jongno-gu. seoul, korea: Discovery Media. 
  10. 10.0 10.1 10.2 Yoo, Myeonng-jong (September 2008) 100 Cultural Symbols of Korea, 1, 431, king’s garden office hotel 3rd complex, 72, naesoo-dong, Jongno-gu. seoul, korea: Discovery Media, გვ. 19.