პლატეოზავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატეოზავრი

პლატეოზავრის ტიპური ფრომა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ქვეწარმავლები
ზერიგი: დინოზავრები
რიგი:  ხვლიკმენჯა დინოზავრები
ოჯახი:  პლატეოზავრისებრი
გვარი:  პლატეოზავრი
ლათინური სახელი
Plateosaurus

პლატეოზავრი (ლათ. Plateosaurus) — ხვლიკმენჯა დინოზავრების გვარი პლატეოზავრისებრთა ოჯახიდან, რომელიც გავრცელებული იყო ტრიასულ პერიოდში. მისი სიგრძე აღწევდა 6-დან 12 მეტრს, ხოლო წონა — 4 ტონამდე. პირველად აღწერა გერმანელმა პალეონტოლოგმა, ჰერმან მაიერმა 1887 წელს და ასევე სახელი პლატეოზავრიც მანვე შურჩია.

პლატეოზავრს ჰქონდა გრძელი კისერი და ტანთან შედარებით პატარა თავი, მკრივი სხეული და ძლიერი, გრძელი პროპორციული უკანა კიდურები, რისი წყალობითაც შეეძლო სწრაფად სირბილი.[1][2][3][4] მცენარეებს ღეჭავდა ხერხივით ბასრი კბილების საშუალებით და მტრისგან თავს იცავდა წინა და უკანა კიდურების ბასრი ბრჭყალებით.

იგი ტრიასული პერიოდის პირველი და კარგად შესწავლილი დინოზავრია. მისი ჩონჩხი აღმოჩენლი არის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,[5] მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში.

პლატეოზავრები დიდ ჯოგებად ცხოვრობდნენ. დინოზავრების ეს სახეობა ოთხ ფეხზე დადიოდა. მაღალი ხიდან ფოთლების მოსაგლეჯად ან მტაცებლისგან თავის დასაცავად უკანა კიდურებზე დგებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gunga HC, Suthau T, Bellman A, Friedrich A, Schwanebeck T et al (2007). «Body mass estimations for Plateosaurus engelhardti using laser scanning and 3D reconstruction methods». Naturwiss 94

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Huene, F. von (1926). "Vollständige Osteologie eines Plateosauriden aus dem schwäbischen Keuper" [Complete osteology of a plateosaurid from the Swabian Keuper]. Geologische und Paläontologische Abhandlungen, Neue Folge (in German). 15 (2): 139–179.
  2. "The digital Plateosaurus II: an assessment of the range of motion of the limbs and vertebral column and of previous reconstructions using a digital skeletal]
  3. Christian, Andreas; Koberg, Dorothee; Preuschoft, Holger (1996). "Shape of the pelvis and posture of the hindlimbs in Plateosaurus". Palaeontologische Zeitschrift. 70 (3–4): 591–601
  4. "The digital Plateosaurus I: body mass, mass distribution and posture assessed using CAD and CAE on a digitally mounted complete skeleton"
  5. Sander, P.M. (1992). "The Norian Plateosaurus bonebeds of central Europe and their taphonomy". Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology. 93 (3–4): 255–299