My Dying Bride

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
My Dying Bride

ბიოგრაფია
წარმოშობა ბრედფორდი
ინგლისის დროშა ინგლისი
ჟანრ(ებ)ი დუმ მეტალი
დეზ/დუმი
გოთური მეტალი
აქტიური 1990–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Nuclear Blast, Peaceville
წევრები აარონ სტეინტორპი
ენდრიუ კრეიგანი
ლენა აბე
შონ მაკგოუენი
ნილ ბლანშეტი
ჯეფ სინგერი
ყოფილი წევრები კელვინ რობერტშოუ
მარტინ პაუელი
ჰემიშ გლენკროსი
რიკ მია
ბილ ლოუ
ეიდ ჯექსონი
ჯონ ბენეტი
იასმინ აჰმედი
ჯონი მაუდლინგი
სარა სტენტონი
მიკელე რიჩფილდი
ქეით სტოუნი
შაუნ ტეილორ-სტილზი
საიტი mydyingbride.net
My Dying Bride ვიკისაწყობში

My Dying Brideბრიტანული დუმ მეტალ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1990 წელს ქალაქ ბრედფორდში. ჯგუფებთან „Anathema“ და „Paradise Lost“-სთან ერთად გახდა დეზ/დუმი ჟანრის პიონერი.

ჯგუფის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი დააარსა გიტარისტმა ენდრიუ კრეიგანმა დრამერ რიკ მიასთან ერთად ინგლისის ქალაქ ბრედფორდში. მათ რამდენიმე სიმღერის მონახაზი შექმნეს, რომლებიც ვოკალისტმა აარონ სტეინტორპმა და გიტარისტმა კელვინ რობერტშოუმ დაასრულეს. ექვსი თვის შემდეგ სწორედ ამ შემადგენლობით გამოუშვა ჯგუფმა პირველი დემო ალბომი სახელწოდებით Towards the Sinister. კრეიგანი და სტეინტორპი დაარსებიდან დღემდე უცვლელად მოყვებიან ჯგუფს და თითქმის ყველა კომპოზიცია სწორედ მათი შექმნილია.

ჯგუფის სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც აარონ სტეინტორპმა განაცხადა ჯგუფის წევრებს უნდოდათ სახელი რამე მელანქოლიური ყოფილიყო, ისეთი რომ ადამიანების გულთან მისულიყო და შორს ყოფილიყო იმ თემებისგან (მაგ: ქალწულის ჩონჩხი, დამწვარი ბიბლია), რომლებთანაც იმ დროს დეზ მეტალ ჯგუფების სახელები იყო დაკავშირებული. მისი თქმით, ჯგუფს უნდოდა რამე ისეთი, რაც ადამიანების გულს მიწვდებოდა, ეს იქნებოდა დიდი ტრაგედია, დაკარგული სიყვარული, უიმედო ოცნებები. MY DYING BRIDE და MY DYING CHILD ამ ორი ვარიანტიდან ჯგუფმა პირველი შეარჩია.

აარონის თქმით ჯგუფის სახელი მოაფიქრებინა იმ მწუხარებამ და სიბნელემ, რომელიც 1988 წელს დედამისის სიკვდილით შემოვიდა მის ცხოვრებაში.[1]

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი „Anathema“ და „Paradise Lost“-ისგან განსხვავებით დეზ/დუმის ერთგული დარჩა, თუმცა 90-იან წლებში გოთური მეტალის ბუმმა My Dying Bride-ს შემოქმედებაშიც შემოაღწია და დეზ/დუმის ელემენტებს შეერწყა. ეს უმეტესწილად მარტინ პაუელის დამსახურება იყო, რომელმაც 1998 წელს My Dying Bride დატოვა და ტურნეში Anathema-ს შეუერთდა, რომელიც გოთურ როკში და გოთურ მეტალში საკმაოდ ადაპტრიებული ჯგუფი იყო.

1998 წელს, როდესაც დეზ/დუმი პოპულარობას მასობრივად კარგავდა და მარტინ პაუელი აღარ იყო, ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეშვა ექსპერიმენტალური ალბომი 34.788%...Complete, რომელიც დღემდე ბევრი კრიტიკოსის აზრით, ჯგუფის ყველაზე ხარისხიან ალბომად ითვლება, მაგრამ იმ დროს ჯგუფის მსმენელმა ალბომი ძალიან ცუდად მიიღო და კომერციული დაღუპვისთვის გაწირა, რის გამოც ჯგუფი ალბომით The Light at the End of the World კვლავ ადრინდელ მიმდინარეობას დაუბრუნდა. ვრცელდება ხმები, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა კელვინ რობერტშოუ ჯგუფიდან წასვლის მიზეზი. მისი წასვლის შემდეგ კი ერთადერთი კომპოზიტორი ჯგუფში მხოლოდ ენდრიუ კრეიგანმა დარჩა.

ამ ცვლილებების შემდეგ ჯგუფის კომპოზიციებში კლავიშებმა და ვიოლინომ აშკარად მეორე პლანზე გადაიწია და დომინანტურ ადგილზე გიტარის მელოდიურმა რიფებმა გადაინაცვლეს.

ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ტექსტების ავტორია ჯგუფის ვოკალისტი, აარონ სტეინსტროპი. ტექსტები ძირითადად დაკარგულ სიყვარულზე, ვნებაზე, დამსხვრეულ ოცნებებზე და რელიგიაზეა. რამდენიმე კომპოზიციაში ფრაზები ბიბლიიდან არის მოყვანილი. აარონის თქმით ის არ არის არცერთი რელიგიის მიმდევარი, მაგრამ საღვთო წიგნს ინსპირაციის წყაროდ იყენებს, რადგან ბიბლიაში მოყოლილი ამბები და პერსონაჟები მოსწონს.[2]

აარონი შექსპირის შემოქმედების მოყვარულია. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციაში For my fallen Angel ის ორკესტრული მუსიკის ფონზე კითხულობს ფრაზებს შექსპირის ნაწარმოებებიდან.[3]

ლეიბლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

My Dying Bride დაარსების დღიდან, 2017 წლამდე, 28 წლის განმავლობაში peaceville-ის ერთგული იყო, რადგან მათივიე თქმით, ეს ლეიბელი არანაირად არ ზღუდავდა იმის კეთებაში, რაც მათ სურდათ და არ აიძულებდა ალბომში რადიოსთვის 3 წუთიანი სიმღერა ჩაემატებინათ.[4]

ამის მიუხედავად, 2017 წელს ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა ლეიბელზე Nuclear Blast-ზე ჩაეწეროს ახალი ალბომი.[5]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]